ალეკო ელისაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: ჯვარს რომ მაცვათ, დეტალებს მაინც ვერ გეტყვით

ალეკო ელისაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებდით, გულწრფელად გეუბნებით, ძნელია, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, უბრალოდ, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ორივე მხარე – ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გაჯიუტებულია, ელჩები კი ცდილობენ, მათ შეთანხმებისკენ ნაბიჯები გადაადგმევინონ.
„ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, რასაც ელჩები „ქართულ ოცნებას“ გააცნობენ და შემდეგ გავიგებთ მათ პასუხს. შეხვედრის დეტალებს, სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით.
„ქართული ოცნებიდან“ დათმობას და კომპრომისს რომ არ ველოდეთ, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ ჩვენ გვეწვალა და არც ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალოთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება ნელ-ნელა მიდიოდეს წინ, დღეს არის სწორედ წინგადადგმული პატარა ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ. რა თქმა უნდა, ორივენი ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე „ქართული ოცნება“ და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის გამართვამდე დიპლომატები ოპოზიციას, სავარაუდოდ, ბოლოჯერ შეხვდნენ.
შეხვედრას არ ესწრებოდნენ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები.
ყველა სიახლე

21 აპრილი 2025, 11:21
მსოფლიო
The Wall Street Journal: დონალდ ტრამპი უკრაინას, ომის დასრულებისთვის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას შესთავაზებს
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადებას ითვალისწინებს.

21 აპრილი 2025, 11:19
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა პუტინის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ზავი 2935-ჯერ დაარღვია
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა პუტინის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ზავი 2935-ჯერ დაარღვია. უკრაინის პრეზიდენტი დაეყრდნო არმიის სარდლის, სირსკის ანგარიშს და აღნიშნა, რომ უკრაინა სარკისებურ ქმედებებს განაგრძობს.

21 აპრილი 2025, 11:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და „გაგებით მოვეკიდოთ“, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო - ევროკავშირია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა „ლე ფიგაროს“ სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ეწევიან ისლამის პროპაგანდას.

21 აპრილი 2025, 11:09
მსოფლიო
კიევის რუსულ ქალაქად მოხსენიების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „FOXNEWS“- ისგან ბოდიშს ითხოვს
უზუსტობა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სააღდგომო ღვთისმსახურების ტრანსლაციისას მოხდა. თავდაპირველად ეთერში იყო წარწერა „უკრაინა, კიევი“, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდა „კიევი, რუსეთი“ და ეს წარწერა დიდი ხნის განმავლობაში იყო ეთერში.

21 აპრილი 2025, 11:08
მსოფლიო
ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 10:43
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.

21 აპრილი 2025, 08:35
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
დღეს მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

21 აპრილი 2025, 08:00
საზოგადოება
მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ
ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

20 აპრილი 2025, 23:46
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში., - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 22:52
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო
პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბერს ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მოქმედებებს, კორდონში დგომის დროს მას მოხვდა აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში, წაიქცა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება, - განაცხადა „იმედის კვირაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 22:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას
როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება - გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია გამოგვრჩეს რა ფორმა მისცეს კორუფციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:48
საზოგადოება
„ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან
კიდევ ერთი ახალი პროექტი - ყველაზე აზარტული, ყველაზე სახალხო ამერიკული შოუს ქართული ანალოგის ტელეპრემიერა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 25 აპრილს შედგება.

20 აპრილი 2025, 21:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში
ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში რა არის, ამას ამბობს ხელისუფლება, ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გრანტების კანონზე საუბრისას.

20 აპრილი 2025, 21:23
პოლიტიკა
რადიკალიზმის მძიმე შედეგი - პოლიციელმა აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვის საგნის მოხვედრის შედეგად, 29 ნოემბერს, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ექიმების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

20 აპრილი 2025, 21:16
პოლიტიკა
გამჭვირვალობის მტკივნეული ეფექტი რადიკალებისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გამჭვირვალობა გამჭვირვალობის წინააღმდეგ - ასეთ აბსურდს სთავაზობს ეკა გიგაური საზოგადოებას, პოლიტიკოსი „ენჯეოს“ მანტიით.

20 აპრილი 2025, 20:56
პოლიტიკა
კორუფციული რვაფეხა - საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მოსმენილი ინფორმაცია სააკაშვილის ოჯახის გამდიდრების შესახებ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გასულ კვირას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ოჯახი არა წინაპრების მემკვიდრეობით, არამედ სხვისი საკუთრების მიტაცებით გამდიდრდა.

20 აპრილი 2025, 20:42
პოლიტიკა
გახარიას „ერორი“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გასულ კვირას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისული გიორგი გახარიას პასუხებით ღიად გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური ამნეზიით იგი თვით მოგერიების რეჟიმში გადავიდა.

20 აპრილი 2025, 20:26
საზოგადოება
პატრიარქის სააღდგომო ქადაგების გზავნილები „იმედის კვირაში“
აღდგომის ღამეს მორწმუნეები პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს განსაკუთრებულად ელოდებიან - აინტერესებთ, რას იტყვის უწმინდესი.

20 აპრილი 2025, 20:15
საზოგადოება
სამი რელიგიის წმინდა ქალაქი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი იერუსალიმიდან
უკვე მეათე წელია, ვნების კვირაში გოლგოთის გზას ქართველ პილიგრიმებთან ერთად ვარლამ წიკლაური და გიორგი ძოწენიძე გადიან.

20 აპრილი 2025, 15:17
მსოფლიო
კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება. აღნიშნულ საკითხზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.