imedi /  04 დეკემბერი 2020, 20:36 / სანდო წყარო

ვახტანგ მეგრელიშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ოთხ პირობაზე დათანხმება მოგვთხოვა, ოთხივეზე ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა. როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

„ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა. ოთხივეზე ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებარებოდით ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც ,,პლანს“. არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, ზურაბ ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა. რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად, ველოდებით ზურაბ ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს, არჩეული პარლამენტის წევრები ვართ. შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

თანაპარტიელებთან - ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

30 სექტემბერი 2022, 01:51

მსოფლიო

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 01:08

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 00:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს

საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2022, 00:55

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია

ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია. სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არ უნდა ატრიალო, რომელ პარტიაზეც მიშა იტყვის ჩემიაო, ეს ხალხიც იქ წავა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2022, 00:46

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: კეზერაშვილი აფინანსებს ადამიანს, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს და ახლა იბრძვის, რომ საქართველომ რუსებს შემოშვებაზე უარი უთხრას

„ახლა გახსნილი საზღვრით შენ უკრაინას ეხმარები, თან ისე, რომ შენი სისხლი არ იღვრება. რუსეთს სჭირდება ის, რომ შენ ჩაკეტო [საზღვარი]“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

30 სექტემბერი 2022, 00:21

პოლიტიკა

მიხეილ ყველაშვილი: ყოველ ჯერზე, ჩვენი თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდებით ბევრი რამ გამართლდა

„ანალოგიური იყო გიორგი ვაშაძის გუშინდელი, თითქოს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს შესთავაზეს მრავალმილიარდიანი პროექტი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. დღეს საუბრობს ეს ბატონი (გიორგი ვაშაძე) ამ საკითხებზე და რომ როგორ აზარალა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო და როგორ არ მიიღო მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელება საქართველოსთვის. წერილში ჩვენ აღვწერეთ, რატომ არის ეს სახიფათო“.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2022, 00:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ საქართველო ორ თვეში მიიღებს სტატუსს, ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ - ევროკავშირმა თქვა, რომ 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება ამ საკითხს

ის ხალხი, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი თავს წარმოაჩენს ისე თავის ტელევიზიებში თითქოს ძალიან უნდოდა ამ სტატუსის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არის პუნქტები, რომელშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 00:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

30 სექტემბერი 2022, 00:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც დაინახა კეზერაშვილმა, რომ შეიძლება კანონი მიიღონ, ის შეიძლება ოფიციალურად გახდეს ოლიგარქი და დაექვემდებაროს რეგულირებას, გამოვიდა და ახლა ცდილობს პოლიტიკას შეაფაროს თავი

„ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ მზად ვართ მივიღოთ კანონი, თუნდაც ისეთი, როგორიც აქვს უკრაინას, მაგრამ იქ კანონში რა კრიტერიუმებიც არის ჩამოთვლილი, კეზერაშვილი პირდაპირი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს - ერთ-ერთი პირველი, თუ ვინმე დააკმაყოფილებს, უდავოდ იქნება კეზერაშვილი - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 სექტემბერი 2022, 00:01

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა

უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იკვეთება, რომ კეზერაშვილს ურთიერთობა ჰქონდა არა მხოლოდ მელიასთან ან ხაბეიშვილთან, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრთან და ცდილობდა, რამდენიმე ხელით ემართა სიტუაცია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს გნებავთ დაარქვით დაშლა, გნებავთ დადნობა, მაგრამ ეს არის კანონზომიერი და რატომ?! - პარტიას არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული ლიდერი, არ ჰყავს მომავლის ლიდერები და არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:38

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საზღვარზე რიგი შექმნილია იმისთვის, რომ რაღაც კონტროლდება, უკონტროლო რომ იყოს და ყველა გადიოდეს როგორც უნდა, მაშინ არც რიგი იქნება და არც ის პროცედურა, რაც საზღვარზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს აფხაზეთთან მიმართებაში და არა ის, რომ ემოციური ფონი შევქმნათ

მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში „ვიზიტზე“ საქართველოს მთავრობას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, როგორც დიპლომატიური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივ ჭრილში.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს საქართველო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძულია

„როდესაც რეგიონში არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, გვაქვს მშვიდობა, როცა რეგიონში ყველგან ცეცხლი ანთია და ომი მიმდინარეობს და გაქვს წინსვლა ინსტიტუციური რეფორმებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ამისთვის პრაქტიკულად არავის სცალია. ლარსზე, სარფში რიგი ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე სტაბილური კუნძული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

29 სექტემბერი 2022, 23:10

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა

დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

29 სექტემბერი 2022, 22:51

მსოფლიო

ბლინკენი: ფიქტიური „რეფერენდუმების“ შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს

ფიქტიური „რეფერენდუმების“ შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული ინტერესია, ეს პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს

ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ოთხ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად. ათი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწოდებდნენ პრორუსებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებდით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ბელარუსმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიაროს. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნეს აღიარებული ბელორუსის სახელმწიფოს მიერ. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს რეალურად ოპოზიცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ, ერთ-ერთი მთავარი არის - ინტელექტუალური კრიზისი

სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ მათ, ერთ-ერთი მთავარი არის - ინტელექტუალური კრიზისი. მე ჩამოგითვალეთ ადამიანები, ესენი არიან: კეზერაშვილი, მელია, ხაბეიშვილი. პირველი არის, ინტელექტის სერიოზული დეფიციტი. ასეთ პირობებში უფრო მარტივია ინტრიგების ჩახლართვაც. ეს ერთი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძის განცხადება არის უმძიმესი პროვოკაცია, მან პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ვაშაძის განცხადება არის უმძიმესი პროვოკაცია, პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას, თან ლენდ-ლიზზეა საუბარი, ეს მართლა საოცრებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.