გიგა ბოკერია: ოპოზიციის წარმომადგენელებს შორის შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროების საკითხი
გიგა ბოკერია
ფოტო: IMEDI
ოპოზიციის წარმომადგენელებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროების საკითხი. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლელოს“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„ამ გაუგებრობით, პირველ რიგში, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა სარგებლობს“,- აღნიშნა ბოკერიამ.
„არაფერი არ შეცვლილა, იგივე პოზიცია გვაქვს, უბრალოდ, ბუნებრივია, ყველა ეტაპზე გვაქვს ერთმანეთთან კონსულტაცია. პრობლემად რჩება, რაც უნდა გადაწყდეს, გასაჯაროება ყველა იმ რელევანტური დოკუმენტის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია ცნობილია, დეტალებს მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ ჰქონდეს სრულფასოვანი ინფორმაცია“,- განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, არსებით საკითხებზე პოზიციები ჯერ არ დაახლოებულა.
„არსებით საკითხებზე, ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ პოზიციები დაახლოვდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია მოლაპარაკებებში, მოულოდნელი და დრამატული არაფერია. დრამატული არის კრიზისი, რომელშიც ვართ და არა ის, რომ მოლაპარაკებები აქამდე ჯერ არ დაძრულა არსებითად. ჩვენი ამოცანაა ჩატარდეს ახალი, ნორმალური არჩევნები, რაც თავის თავში ბევრ კომპონენტს მოიცავს. ლაპარაკი იმაზე, რომ პრობლემის გადაწყვეტას მივუახლოვდით, ვითარების ზუსტი აღწერა არ იქნება, ეს ასე არ არის და არც მოულოდნელი არაა ეს ჩემთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.
„ლელოს“ ოფისში ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 11:05
საზოგადოება
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის ლარსის გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 ადამიანი და ქვეყნიდან გავიდა 61 691.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.
26 აგვისტო 2026, 10:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გარდაბნის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
26 აგვისტო 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თურქეთის მიერ ძებნილი პირები გამოავლინეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:52
ტექნოლოგიები
მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა
მანამდე გაეროში ადრე განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.
26 აგვისტო 2026, 10:49
სამართალი
პოლიციამ თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობა აღკვეთა - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
26 აგვისტო 2026, 10:47
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
26 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
26 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის ვიზიტი მოსკოვში ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - ჯანდაცვის მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებთან განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები განიხილა
მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული. მისი განცხადებით, აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის როლის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ამ რგოლმა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა დაავადებების პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდება.
26 აგვისტო 2026, 10:32
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველის პოზიციაზე
ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყით სარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 10:14
მსოფლიო
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს სედრაკ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის შვილს სედრაკ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 10:05
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.
26 აგვისტო 2026, 10:04
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.
26 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:32
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.
26 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება
პოლონეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. სოციოლოგიური გამოკითხვა „პოლსტერის“ ლაბორატორიამ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემას.
26 აგვისტო 2026, 09:24
მსოფლიო
მედია: უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:23
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
26 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტიდან 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
26 აგვისტო 2026, 09:17
საზოგადოება
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.


