imedi /  08 დეკემბერი 2020, 14:45 / სანდო წყარო

სერგი კაპანაძე: მარაზმია და არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით რაზე მიდის საუბარი

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე

მარაზმია და ძალიან არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით რაზე მიდის დეტალურად საუბარი. სამწუხაროდ, ასეთია მოლაპარაკებების სპეციფიკა, - ამის შესახებ „ ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა სამი მოთხოვნა, რაც პოლიტპატიმრებს, ახალ არჩევნებსა და ახალ საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, რაზეც „ქართული ოცნების“ პასუხი იყო, რომ მხოლოდ გარკვეული წესების შესაცვლელად გამოთქვამდნენ მზაობას 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის.

„მარაზმია და ძალიან არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით რაზე მიდის დეტალურად საუბარი. სამწუხაროდ, ასეთია მოლაპარაკებების სპეციფიკა. ოღონდ, ვერავინ აგვიკრძალავს ჩვენს ამომრჩეველს აღვუწეროთ სიტუაცია. ხდება შემდეგი: ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა - პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა. „ქოცებმა“ ელჩებს უთხრეს, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, „ქოცებს“ მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი. ანუ, ისევ 3 მოთხოვნა. 1. პოლიტპატიმრები. 2. არჩევნები. 3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით. ეს დოკუმენტი „ფორმულამ“ გაავრცელა. ისევ ჩვენ დაგვაბრალეს უსამართლოდ, რომ ჩვენ „დავლიქეთ“. ამ დროს არაფერ შუაში ვართ. „დალიქვა“ რომ გვდომოდა, „ფორმულას“ არ მივცემდით. ისეთს მივცემდით, ვინც ჩვენთან ნაკლებად აფილირდება. ისიც ვიცით, ვინ მისცა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა.

გუშინ მიდიოდა ამ დოკუმენტზე მუშაობა. ძირითადად, მე-3 პუნქტის (საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა) დეტალებზე. „ქოცები“ რომ ამბობენ, პროგრესიაო, გულისხმობენ, რომ ამ მე-3 პუნქტზე რაღაცეებს თმობენ. ოღონდ, ეგ პუნქტი იმიტომ არის მესამე, რომ პირველი და მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები. ამ ორზე თუ არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის - „ევროპული საქართველოსთვის“. მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ „ოცნებასო“, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო.

პლებისციტს რაც შეეხება: პლებისციტი არის არჩევნებამდე მისვლის გზა. თუ დანიშნავს „ოცნება“, მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების შეცვლის შემდეგ მიღებული ცესკოს მიერ უნდა მოხდეს პლებისციტის ადმინისტრირება. ესეც უპირობო მოთხოვნაა. ეს ყველაფერი, რაც დავწერე, საჯაროდ ითქვა რამდენჯერმე, ამიტომ გადავწყვიტე მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნების გარეშე ერთად მომეყარა თავი და თქვენთვის მომეთხრო“,- განაცხადა კაპანაძემ.

ყველა სიახლე

12 მაისი 2026, 13:18

ტექნოლოგიები

კვლევა: 5-დღიანი სამუშაო კვირა სიმსუქნის რისკს უკავშირდება

სიმსუქნის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ცვლები ხანგრძლივია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა - დიდი. როგორც გამოცემა The Guardian წერს, ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი კვლევის საფუძველზე, რომელიც მათ სტამბოლში გამართულ სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.

დავით ქართველიშვილი

12 მაისი 2026, 13:10

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში

„Reuters-ი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები იმითაც არის საყურადღებო, რომ თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლა მიდის არა მხოლოდ ტერიტორიებისთვისა და ენერგომარშრუტებისთვის, არამედ იმისთვისაც, ვინ შეძლებს საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. ამრიგად, გუშინდელმა დღემ თუ საღი აზრის გარშემო გააერთიანა დასავლური მედიაც კი, ქართულ სადეზინფორმაციო საშუალებებს მაინც არაფერი ეშველა და ისინი რჩებიან "პრეზიდენტ" ზურაბიშვილის და „პატრიარქ“ დოროთე პირველის ტყვეობაში, КГБ-ს ეფრეიტორ სააკაშვილის გათავისუფლების მისიით შეპყრობილები“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

12 მაისი 2026, 13:07

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირში ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით უკმაყოფილოები არიან

სააგენტო Bloomberg-ი ცნობით, ევროკავშირში იზრდება უკმაყოფილება იმით, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში ახდენს და ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში მიკრომენეჯმენტით არის დაკავებული.

მამუკა მდინარაძე

12 მაისი 2026, 13:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს

დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს, - განუცხადა „ქრონიკას“ სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოველში, პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით.

12 მაისი 2026, 12:40

საზოგადოება

პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.

შიო III

12 მაისი 2026, 12:37

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ის არჩევას

აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

12 მაისი 2026, 12:11

მსოფლიო

ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ზელენსკიმ 2019 წელს პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდებოდა, - განაცხადა ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა.

12 მაისი 2026, 11:59

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციაზე: აი თქვენი დედაც მოვ***ნ რა...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

12 მაისი 2026, 11:56

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:54

პოლიტიკა

საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას კახეთის რეგიონში უმასპინძლა. ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო დეპარტამენტის უფროსი, მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შსს ავრცელებს.

12 მაისი 2026, 11:49

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადსხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

12 მაისი 2026, 11:48

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

12 მაისი 2026, 11:28

საზოგადოება

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

12 მაისი 2026, 11:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის აეროპორტებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შეუფერხებელი ოპერირება და სამომავლო გეგმების კოორდინაცია წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რჩება ავიაკომპანიების მუდმივ პარტნიორად და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დაკავშირებადობის შემდგომ ზრდას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2026, 11:03

მსოფლიო

ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი: ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივნის, იულია მენდელის განცხადებით, მისთვის ბევრ ადამიანს უთქვამს, რომ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს.

12 მაისი 2026, 10:29

პოლიტიკა

პატრიარქის ინტრონიზაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

ახლადარჩეული პატრიარქის შიო მესამის ინტრონიზაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 მაისი 2026, 10:21

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი: 2022 წელს ზელენსკი მზად იყო დონბასი რუსეთისთვის დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა განაცხადა, რომ ზელენსკი 2022 წელს ომის შესაჩერებლად მზად იყო დონბასიდან უკრაინული ჯარი გაეყვანა.

12 მაისი 2026, 10:08

კულტურა

„ბზიკები“ ევროვიზიაზე დღეს წარდგებიან

ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები წარდგებიან.

12 მაისი 2026, 10:04

საზოგადოება

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს. LIVE

სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია შედგება, 10:00 საათზე დაიწყო.