imedi /  09 დეკემბერი 2020, 12:14 / სანდო წყარო

გიორგი კანდელაკი: როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, „ქართულ ოცნებაზე“ გაიზრდება ზეწოლა პარტნიორების მხრიდან და მათ მაინც მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა

გიორგი კანდელაკი

გიორგი კანდელაკი

არსებობს თეორიული შანსი, რომ რაღაც შეთანხმება მოხდეს პარლამენტის პირველ სხდომაზე ოპოზიცია ყველნაირად შეეცდება ამ შეთანხმების მიღწევას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, საჯაროდ არის ცნობილი, რა არის ოპოზიციის შეთავაზება და რატომ არის ახალი არჩევნები პრინციპული საკითხი.

„უბნების ნახევარზე მეტში იყო ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა ე.წ. კარუსელის მტკიცებულება. გაყალბებამ იქონია გავლენა მთავრობის ფორმირების საკითხზე, ამგვარი მანიპულაციით მიღებული ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაცია ოპოზიციის მხრიდან იქნება პირველ რიგში არჩევნების ინსტიტუტის დამსხვრევა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, ქვეყნისა და დასავლეთის ინტერესია, რომ არჩევნები არ გაუქმდეს, არ დაიმსხვრეს არჩევნების მნიშვნელობა.

„ოცნება“ მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. ამის შემდეგ, როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, „ქართულ ოცნებაზე“ ერთი ორად გაიზრდება ზეწოლა როგორც საზოგადოებრივი, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მათ მაინც მოუწევთ წამოსვლა კომპრომისზე, მაინც მოუწევთ საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე. რიგგარეშე არჩევნები გულისხმობს, რომ უნდა ჩატარდეს პაკეტში არამხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან არამედ დისკრედიტირებულ პოლიტიზებულ საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან. რა კონტურები შეიძლება ქონდეს ამ ცვლილებებს, ამაზეც შეიძლება იყოს დისკუსია იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრივ რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არის პრინციპული, ეს საჯაროდ არის ცნობილი და აქ დასამალი არაფერი არ არის. სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა“, - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ვიდრე თეორიული შანსი არსებობს, პარლამენტი არ იყოს ერთპარტიული, პარლამენტში არშესვლას დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები ვერც ერთ შემთხვევაში ტაშს ვერ დაუკრავენ.

„დასავლური ცივილიზაციის ბუნებაა ასეთი, ყოველთვის ჯობია ინსტიტუტების შიგნით ბრძოლა, მაგრამ ამავე დროს არ უდნა დავკარგოთ კონტექსტის აღქმა. კონტექსტი არის ასეთი – პირველ რიგში ინტერესია, მაგრამ დასავლეთის ინტერესიცაა, რომ არჩევნები, როგორც ინსტიტუტი, ამ ქვეყანაში არ გაუქმდეს. ჩვენ გვესმის, გაგებით ვეკიდებით ყველა თანამდებობის პირის ძალისხმევისა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს გაგებით ვეკიდებით მათ მოტივს, რომ ასეთი ხანძარი მათი მოღვაწეობის ფარგლებში არ მოხდეს საქართველოში. ამავე დროს მთავარი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე და საზოგადოების დაკვეთაც არის ცალსახა“, - განაცხადა კანდელაკმა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 23:32

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 161 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ინფექცია 11-ს აღმოაჩნდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 23:19

მსოფლიო

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, აშშ საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს სავიზო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე

26 თებერვალი 2021, 22:54

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 22:29

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვა: საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა. ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი.

26 თებერვალი 2021, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 9 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 74 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 22:11

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 329 ადამიანი გარდაიცვალა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

26 თებერვალი 2021, 22:03

COVID19

ჯანმოს დირექტორი: საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 თებერვალი 2021, 21:33

მსოფლიო

ერდოღანი: მიუღებელია სამხედროების მხრიდან ჩარევა - ხელისუფლების შეცვლა სომეხი ხალხის უფლებაა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგია და ეს სომხეთსაც ეხება.

26 თებერვალი 2021, 21:16

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ ბიზნეს ასოციაციის წევრებს ტურიზმის აღდგენის გეგმა და მიმდინარე პროექტები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე, ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მედეა ჯანიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ტურიზმის ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული გეგმები გააცნო. ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მარი ესწრებოდნენ.

ლინკოლნ მიტჩელი

26 თებერვალი 2021, 21:05

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გავლენა მოახდინოს შეხედულებებზე ვაშინგტონში

„ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, პოლიტიკის მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი, საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებულ, ახალ ლობისტურ კონტრაქტზე და აფასებს ლობიზმის გავლენას ვაშინგტონში, პოლიტიკის ფორმირებაზე. მისი თქმით ქართველებისთვის შემაშფოთებელი უდნა იყოს ის თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად.

26 თებერვალი 2021, 20:58

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკაში ლობისტურ კომპანიასთან ახალი 150 ათას დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკაში ლობისტურ კომპანიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ვადა 2 წელი და 5 თვეა, მომსახურებისთვის გაღებული თანხა კი - 150 000 დოლარი. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის აღსრულებასაც შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებს ავალდებულებს მათი კონტრაქტების გასაჯაროებას.

თბილისის საქალაქო სასამართლო

26 თებერვალი 2021, 20:56

სამართალი

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამივე დაკავებულს - სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა განაცხადა.

თეა ახვლედიანი

26 თებერვალი 2021, 20:50

რეგიონი

თეა ახვლედიანი დეპუტატებთან ერთად ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოფელ ერგნეთში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან, პარლამენტის დეპუტატებთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

26 თებერვალი 2021, 20:47

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 20 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 253 ადამიანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2021, 20:47

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: პანდემიის პერიოდში საწოლფონდი ათჯერ გაიზარდა

პანდემიის პერიოდში საქართველოში საწოლფონდი ათჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 20:42

რეგიონი

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი, ყაჩაღობაში ბრალდებული 25 წლის მამაკაცი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე, შეკრებილი იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ნათესავები.

ეკატერინე ტიკარაძე

26 თებერვალი 2021, 20:29

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მომწოდებელი მხარე ძალიან წუხს ვაქცინის მიწოდების პროცესის შეფერხების გამო

მომწოდებელი მხარეც ძალიან წუხს იმის გამო, რომ ვაქცინის მიწოდების პროცესი შეფერხდა. ისინიც არიან საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ, ვინაიდან მხოლოდ ვაქცინის მიწოდება მხოლოდ საქართველოსთვის არ გადადებულა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მონდომება და ჩვენი მაქსიმალური მზაობა ძალიან მალე კარგ შედეგს გამოიღებს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 20:27

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 8 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 345 ადამიანი გარდაიცვალა.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2021, 20:16

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს „ნაცმოძრაობამ“ დაგვანახა, რომ საკუთარი ამომრჩევლის წიაღშიც კი ვერ შეკრიბა უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვანახა, რომ საკუთარი ამომრჩევლის წიაღშიც კი ვერ შეიკრიბება უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გადატრიალება მოახდინოს, - ამის შესახებ ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტთან მიმდინარე პროცესები შეაფასა. „ქვეყანაში რევოლუციური დესტაბილიზაციისთვის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუკი ქვეყანაში არსებობს უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა.

ილჰამ ალიევი

26 თებერვალი 2021, 20:15

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის თაობაზე თურქულ მხარესთან შეთანხმებას მივაღწიეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთთან იარაღის შეძენის შესახებ ახალი კონტრაქტები გააფორმა.