imedi /  09 დეკემბერი 2020, 12:36 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი: პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასად აქციეს, გეგონება იქ შესვლით საქართველოს უნდა ვუღალატო

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასად აქციეს, გეგონება იქ შესვლით საქართველოს უნდა ვუღალატო. ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დავდიოდი, რათა პარლამენტში შევსულვიყავი, რომ ქვეყანას ვემსახურო, - ამის შესახებ Facebook-ჩართვისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„თუ გვინდა რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს, არჩევნებით უნდა ვცვლიდეთ ხელისუფლებას, ოღონდ ეს მექანიზმები უნდა გვქონდეს ხელის გულზე. პარლამენტში შესვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასად აქციეს, გეგონება, იქ შესვლით საქართველოს უნდა ვუღალატო. ტყუილად არ შევალ პარლამენტში, მაგრამ კონკრეტული შედეგი უნდა მივიღოთ დიალოგის ფარგლებში. შარშან ვიბრძოლეთ და გამოვგლიჯეთ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემა, წელს ვიბრძვით და საარჩევნო სანდო სისტემა უნდა გამოვგლიჯოთ. თუ ეს ყველაფერი ხელში მექნება, კი ბატონო, შევალ პარლამენტში, ოღონდ მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ შესრულდება ის, რასაც ვაკეთებ. არანაირი ფული, არანაირი მამაძაღლობა ამის უკან არ დგას და ვერ იდგება. პოლიტიკაში მეც და ჩემი გუნდიც იმისთვის მივდივართ, რომ სუფთა ჰაერი, პატიოსნება და ქვეყნის სამსახური შევიტანოთ ამ პროცესში. გუშინ ათასი ჭორი გაავრცელეს, რომ ფული ავიღე, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ქვეყნის სიყვარულით, არც ერთი თეთრი და ლარი ამის მიღმა არ იდგება. მთავარია, მე მჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებ. მე მჯერა, რომ იმ დიალოგიდან მე გამოვალ ისეთი საარჩევნო წესებით, რითაც საქართველო ამოისუნთქებს. ნუ ნერვიულობთ, არასოდეს ფულზე არ გავიყიდები. ერთ პატარა სახლში ვცხოვრობ, წლებია კრედიტს ვიხდი და არც ერთ თეთრს არავისგან არ ავიღებ. ძირითადად, რაც ამ შეხვედრებზე მაინტესებს, არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი, ცესკო იყოს სანდო სტრუქტურა და არჩევნები იყოს სახალხო დღესასწაული. მოდაში შემოიტანეს რატომღაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკა, მაგრამ მე მათ გულითად მადლობას ვუხდი. ასეთი მონდომებული, საქართველოზე ასეთი შეყვარებული ხალხი არ მინახავს, ქართველ პოლიტიკოსთა 99%-ში ვერ ნახავთ ამას. მოკლედ, ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა. სამი თვე ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ დავდიოდი, რათა პარლამენტში შევსულვიყავი, რომ ქვეყანას ვემსახურო. უნდა გვჯეროდეს, რომ დიალოგიდან გამოვალთ ისეთი შეთანხმებით, რომელიც საქართველოს მომავლისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ყველა სიახლე

აიხან გაჯიზადე

23 ივლისი 2024, 01:20

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ მცდარი და სახიფათო ნაბიჯია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ მცდარი და სახიფათო ნაბიჯია.

23 ივლისი 2024, 01:03

კულტურა

სერიალი „ემილი პარიზში“ ახალი სეზონით ბრუნდება

Netflix-ს სერიალის „ემილი პარიზში“ ახალი, მეოთხე სეზონი ეკრანებს უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Holywood Life ავრცელებს.

23 ივლისი 2024, 00:27

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდი Adidas-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება

ცნობისთვის, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 პალესტინელმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „შავ სექტემბერთან“ იყვნენ დაკავშირებული, მიუნხენში ისრაელელი ოლიმპიური ათლეტები მძევლად აიყვანეს და სანაცვლოდ ისრაელისა და გერმანიის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. გერმანიის პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ტერორისტებმა 11 ისრაელელი ათლეტი და ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლეს.

კიმბერლი ჩიტლი

22 ივლისი 2024, 23:46

არჩევნები ამერიკაში

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი: ტრამპის მკვლელობის მცდელობის პირველადი გამოძიება 60 დღეში დასრულდება

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის პირველადი გამოძიება 60 დღეში დასრულდება.

ზურაბ ქადაგიძე

22 ივლისი 2024, 23:46

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი - აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო

„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.“ - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

22 ივლისი 2024, 23:22

საზოგადოება

ვის ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ მეგა შოუში „ვინ ვინ არის“ დრაკონის ნიღაბი მორგებული

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეცხრე ტური გაიმართა. დღეს აუტსაიდერები დრაკონისა და პანდას კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღბის მოხსნა დღეს დრაკონს მოუწია და როგორც აღმოჩნდა, ის რეზო ჩხიკვიშვილს ჰქონდა მორგებული.

კამალა ჰარისი ნენსი პელოსი

22 ივლისი 2024, 23:09

არჩევნები ამერიკაში

ნენსი პელოსიმ მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2024, 22:57

პოლიტიკა

კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრის მონაწილეები კითხვებს ამ დრომდე გაურბიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კვიპროსში, დავით კეზერაშვილთან შეხვედრის მონაწილეები კითხვებს ამ დრომდე გაურბიან. თუ გიორგი ვაშაძე ირწმუნება, რომ ინფორმაცია კეზერაშვილთან შეხვედრის შესახებ სიცრუეა, კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს საქართველოში დაბრუნებული თინა ბოკუჩავა. კეზერაშვილთან შეხვედრა მხოლოდ დიმიტრი ჩიქოვანმა დაადასტურა.

რატი იონათამიშვილი

22 ივლისი 2024, 22:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როცა ნაცმოძრაობა აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა

მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობა უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავეთა პარტიას კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანა განაჩენი და 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კრისტენ მიხალი

22 ივლისი 2024, 22:11

მსოფლიო

ესტონეთის პარლამენტმა კრისტენ მიხალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა

ესტონეთის პარლამენტმა კრისტენ მიხალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, ხოლო 27 - წინააღმდეგ წავიდა.

რადეკ სიკორსკი

22 ივლისი 2024, 21:29

მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ მოემზადონ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებისთვის და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ მოემზადონ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებისთვის და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად ნოემბერში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

22 ივლისი 2024, 21:15

პოლიტიკა

ვინ არის „ლელოსა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი? შავი ფული ქართულ პოლიტიკაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს და საარჩევნო პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობს - უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ „ენჯეოების“ მიზანი, რომლებიც წესით ნეიტრალურები უნდა იყვნენ, პოლიტიკურია.

22 ივლისი 2024, 20:37

სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა, – ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

დმიტრი გორდონი

22 ივლისი 2024, 20:31

მსოფლიო

დიმიტრი გორდონი: ძალიან მინდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ სურთ ნატოს წევრ სახელმწიფოებს

ძალიან მინდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ სურთ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა.

კამალა ჰარისი

22 ივლისი 2024, 20:07

არჩევნები ამერიკაში

კამალა ჰარისი: ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია.

კიმბერლი ჩიტლი

22 ივლისი 2024, 19:58

არჩევნები ამერიკაში

კიმბერლი ჩიტლი: ვფიქრობ, რომ ამჟამად საუკეთესო ადამიანი ვარ, ვისაც საიდუმლო სამსახურის სათავეში ყოფნა შეუძლია

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის საუკეთესო ადამიანია, ვისაც ამჟამას უწყების ხელმძღვანელობა შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

არარატ მირზოიანი

22 ივლისი 2024, 19:27

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირი სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგს იწყებს

ევროკავშირი სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კიმბერლი ჩიტლი

22 ივლისი 2024, 18:58

არჩევნები ამერიკაში

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი: ტრამპის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო ათწლეულების განმავლობაში

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო ათწლეულების განმავლობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რომან კაკულია

22 ივლისი 2024, 18:47

პოლიტიკა

რომან კაკულია: ზელენსკის განცხადება ომის დასრულების შესახებ, ნიშნავს რესურსების ნაკლებობას, რესურსების ნაკლებობა კი ნიშნავს აქცენტის ჩინეთთან ურთიერთობაზე გადატანას

ზელენსკის განცხადება ომის დასრულების შესახებ, ნიშნავს რესურსების ნაკლებობას, რესურსების ნაკლებობა ნიშნავს აქცენტის ჩინეთთან ურთიერთობაზე გადატანას, ჩინეთთან ურთიერთობის გადატანა ნიშნავს რომ ჩინეთის ნებისმიერი წარმატება უნდა შეიზღუდოს – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

რომან კაკულია

22 ივლისი 2024, 18:45

პოლიტიკა

რომან კაკულია: კამალა ჰარისი შეძლებს თავის არსებულ რეიტინგს კიდევ ბევრი დაუმატოს, თუმცა, რამდენად საკმარისი იქნება ეს, რომ გადაწონოს ტრამპი, ვერ ვიტყვი. ტრამპის სასარგებლოდაც ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს

კამალა ჰარისი შეძლებს თავის არსებულ რეიტინგს კიდევ ბევრი დაუმატოს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება ეს, რომ გადაწონოს ტრამპი ამას ვერ ვიტყვი,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.