imedi /  09 დეკემბერი 2020, 15:21 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

„გვსურს, გაგიზიაროთ მოსაზრებები ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების თითქოსდა სისტემური გაყალბების ბრალდებას ეფუძნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა 31 ოქტომბრის არჩევნები ერთხმად შეაფასა როგორც კონკურენტული და თავისუფალი, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღესვე გამოვიდა ქუჩაში ჯერ კიდევ დაუსრულებელი საარჩევნო პროცესის გასაპროტესტებლად, რამაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

საარჩევნო პროცესი უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართებოდა, რომელთა შორის რადიკალური ოპოზიციის ათეულობით ფიქტიური სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელიც იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შედგენილ საარჩევნო ოქმებს ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის იმ ოქმებსაც, რომლებშიც დისბალანსი დაფიქსირდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს მაინც ჰყოფნით თავხედობა და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებულ არჩევნების სამართლიანობას. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიცია არად დაგიდევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და მათთვის არჩევნების ერთადერთი ობიექტური შემფასებელი „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია არიან, რომლებიც, მათ შორის პანდემიისას პოლიტიკური მოროდიორობის ხარჯზე, ეწევიან სისტემურ პროპაგანდას საზოგადოებაში ტოტალური ნიჰილიზმის დასათესად და ცდილობენ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დააყენონ.

მიუხედავად ბრალდების აბსურდულობისა, მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზეთ - პირველი, 1500-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებზე არავითარი სისტემური ხარვეზები არ არსებობდა; მეორე, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული 3700-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ადგილი არ ჰქონია; მესამე, სატელევიზიო დებატები, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით - სამწუხაროდ, სამივე ამ შეთავაზებაზე მივიღეთ კატეგორიული უარი მათი მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეთავაზების მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს ცალკეული პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც წელს ჰქონდათ საარჩევნო დებიუტი, არ ჰყავდათ წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში, რის გამოც მათი გულწრფელი ეჭვები არჩევნების კორექტულობასთან დაკავშირებით და გადამოწმების ინტერესი სავსებით ლეგიტიმურად უნდა შეფასდეს.

ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, რომ ამ პარტიებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული შეთავაზებების მიმართ ყველაზე ხისტი პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, რომლის ლიდერები საქართველოში არჩევნების გაყალბების ისტორიის შემქმნელები არიან და ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა.

როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო.

გუშინდელ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ამ მიზანზე გუშინ მათი პარტიული ტელევიზიების ეთერებში ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად გუშინწინ მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, მათ გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან.

აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი - ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა, მათ მხარი არ დაუჭირეს არც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა.

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

ამასთან, პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას.

რადიკალური ოპოზიცია უკვე დიდი ხანია არ ცნობს არცერთ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტს და მათ ახლა უკვე ღიად გაილაშქრეს საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგაც. სულ უფრო ხშირდება მათი თავდასხმები ჩვენს დასავლელ მეგობრებზე - შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენენ ეუთო/ოდირის საარჩევნო ანგარიშის მიმართ, რუსეთის აგენტად გამოაცხადეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ა.შ. დასავლურ ინსტიტუტებზე გახშირებული თავდასხმების კულმინაცია იყო გუშინდელი ანტიდასავლური - ანტიამერიკული და ანტიევროპული ეთერი, სადაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების, აგრეთვე, ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიმართ. გუშინდელი ეთერი, რომელშიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ერთმანეთის მხარდამხარ ეწეოდნენ გაერთიანებული რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, გიგი უგულავა, ნატო ჩხეიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი გუგავა, ეკა ბესელია, ნინო ბურჯანაძე, იყო ანტიდასავლური პროპაგანდისა და დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ ე.წ. რბილი ძალის გამოყენების კლასიკური ნიმუში.

დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის კიდევ ერთი გამოვლინება იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნების“ ეგიდით ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია, რაც მათი მხრიდან რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იყო მოაზრებული. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება. რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციური ზრახვების განსახორციელებლად, ამერიკულ-ევროპული მხარდაჭერით მოქმედ ესოდენ მნიშვნელოვან ინსტიტუტში შეჭრაც კი გაბედა, რითაც მთლიანად ეს სექტორი მძიმე რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენა. ეს დივერსიული აქტი მათ ანტიდასავლურ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ.

რადიკალური ოპოზიცია აზიანებს ყველაფერს, რასაც კი ეხება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას, რომ შესაბამისი პარტიები ქმნიან მნიშვნელოვან ბარიერს ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმაც არის გამოხატულება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ამბოხია, რაშიც ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად დასავლურ ინსტიტუტებსა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს განიხილავენ.

„ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რის რესურსიც მათ, ბუნებრივია, არა აქვთ.

ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს - ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია. თუმცა, ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ.

საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია. ამისათვის, ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც.

როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

07 სექტემბერი 2026, 00:45

სპორტი

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის შერეული გუნდური ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რევაზ სოხაძე

06 სექტემბერი 2026, 23:29

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის, - განუცხადა „იმედის კვირას“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

თითოეული რევოლუციის მცდელობა, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, პირიქით ხელს უშლის სწორედ ამ პროცესს. ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და შიგნიდან დასუსტებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები

ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“ ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:22

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: ეს არ იყო ევროპის იდეის მარცხი, მაგრამ ეს იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და ამას ექნება თავისი გამოძახილი სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც ახლა ცდილობენ ევროკავშირის წევრობას

რასაც ვხედავთ ერთმანეთის მიყოლებით, დღევანდელ სიტუაციაში ქვეყნები ამჯობინებენ სუვერენული გადაწყვეტილების შენარჩუნების შესაძლებლობას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირში გაწევრების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ. ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან

ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ნიკოლოზ ჩხეტიანი

06 სექტემბერი 2026, 23:05

საზოგადოება

ნიკოლოზ ჩხეტიანი აბასთუმნის ფილტვის ცენტრზე: უნიკალური ობიექტია და გასაგებია, პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეები რატომაც ცდილობენ, ამ უდიდეს ქველმოქმედებას როგორმე ჩირქი მოსცხონ და ნეგატიურ კონტექსტში წარმოსახონ მიმდინარე პროცესები. მაგრამ, ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ

„ფონდი ქართუ“ პირველივე დღეებიდან ჩართული იყო პროცესში. ეს ძალიან მრავალშრიანი პროცესია და გულისხმობს ამ ტერიტორიის კომპლექსურ, სისტემურ განვითარებას როგორც გზების, ისე ძველი შენობების რეაბილიტაციის კუთხით, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის აღდგენის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე საუბრისას.

06 სექტემბერი 2026, 23:04

მსოფლიო

„შესანიშნავი შედეგია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ცუდი იდეა იყო, შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს, დამოუკიდებელი, ევროკავშირი კი დაიშლება, ასე რომ შესანიშნავი შედეგია, კარგია“ - „იმედის კვირა“ რეფერენდუმის შედეგებზე რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა

ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებულ რეფერენდუმსა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ „იმედის კვირა“ რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა.

იოსებ შატბერაშვილი

06 სექტემბერი 2026, 22:48

პოლიტიკა

იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილზე: ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ არ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ფული, თანახმა ხართ, რომ ჩავწეროთ ორი ადამიანი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას დააფინანსებსო? ვთქვით, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ ვისი ფული იყო, ჩვენ ხომ არ ვიცოდით

დაგვიძახა და გვითხრა, რომ მოდი ჩვენ დავთმოთ თავმჯდომარეობაო და ლევან გაჩეჩილაძეს დავუთმოთ ეს ადგილიო. ჩვენ ყველამ ვუთხარით, რომ რატომ უნდა დავუთმოთ ლევან გაჩეჩილაძესო, მან კი გვითხრა, რომ ახალ მემარჯვენეებთან ჩვენ კარგი ურთიერთობა დავამყაროთო და ბადრი პატარკაციშვილი დაგვაფინანსებსო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა.

ბირგირ გუდმუნდსონი

06 სექტემბერი 2026, 22:46

მსოფლიო

„როდესაც ხალხი დაფიქრდა, თუ რას წარმოადგენდა ევროკავშირი, მოხდა გარდატეხა, ხალხი გულით დაფიქრდა თუ რას თმობდა, ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა, არ წავსულიყავით ამ გზით“ – „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიელ პროფესორთან

ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა არ წავსულიყავით ამ გზით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკურეის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა, ბირგირ გუდმუნდსონმა ისლანდიააში 29 აგვისტოს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესახებ. ისლანდიაში კი ევროკავშირთან ურთიერთობას უპირველეს ყოვლისა სუვერენული ქვეყნის გადმოსახედიდან აფასებენ.

ჰარალდურ ოლაფსონი

06 სექტემბერი 2026, 22:26

მსოფლიო

„მე რომ ევროკავშირის მოსაზღვრე ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი გაწევრიანებას“ - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიიდან

ისლანდიაში 29 აგვისტოს გამართული რეფერენდუმის შედეგებზე „იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუები საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვერენისტთა კავშირი“ თავმჯდომარეს ჰარალდურ ოლაფსონთან.

06 სექტემბერი 2026, 22:05

რეგიონი

ბათუმური ყავის ფესტივალი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

თუ ქვიშაზე მოდუღებული ბათუმური ყავა არ დაგიგემოვნებიათ, ე.ი. ყველაფერი წინ გაქვთ. საზღვაო სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბათუმური ყავისთვის ბათუმში ჩასვლა ყველა სეზონზე ღირს.

გიორგი ვოლსკი

06 სექტემბერი 2026, 22:00

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გია ბარამიძის განცხადებაზე: საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული

საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გია ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

06 სექტემბერი 2026, 21:56

საზოგადოება

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ტელეიმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს - ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, რეზონანსული და მრავალფეროვანი სეზონი.

ჰანეს ჰომლშტაინ გისურარსონი

06 სექტემბერი 2026, 21:55

მსოფლიო

„რეფერენდუმის შედეგი გამომდინარეობს ძლიერი ეროვნული თვითშეგნებიდან. ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება, ჩვენ ორი რამ გვჭირდება, უსაფრთხოება და ბაზრებზე სრულ წვდომა, ევროკავშირი ვერცერთს მოგვცემს. ევროკავშირი უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა ჩვენი უფროსი“, - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორთან

„იმედის კვირა“ ისლანდიაში იმ მიზეზებზე სასაუბროდ ჩავიდა, რამაც რეფერენდუმზე ისლანდიის მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების განახლებაზე უარი განაპირობა.

06 სექტემბერი 2026, 21:50

მსოფლიო

ისლანდიელთა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ჩრდილოეთის ამბოხი. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი ისლანდიიდან

ისლანდიელებმა უარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე და ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის არჩევანი არ არის. ეს არის სიგნალი - სიგნალი დღევანდელი ევროპული პოლიტიკისთვის.

06 სექტემბერი 2026, 21:46

საზოგადოება

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

დაბის ახალი სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევის შედეგია. წლების წინ უნიკალური კურორტი დანგრეული და გაპარტახებული იყო, დღეს კი მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.

06 სექტემბერი 2026, 21:36

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

06 სექტემბერი 2026, 21:30

პოლიტიკა

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნათელაშვილი სხვებს პრორუსული საქმის კეთებაში ადანაშაულებს, თავად კი წერილებს წერს ვლადიმერ პუტინს. იგი პარტიის ფინანსურ პრობლემებზეც ხშირად საუბრობს. არადა, როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, თავად პოლიტიკური მევახშეობით, მისი ოჯახი კი ფულის გაპროცენტებითაა დაკავებული.

ლევან მაჭავარიანი

06 სექტემბერი 2026, 21:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები

რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.