12 დეკემბერი 2020, 16:01 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი ISFED-ის პარალელურ დათვლაზე: ეს იყო ჩვენი ოპონენტების საბოლოო მათემატიკური კრახი

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სამი თვეა, პოლიტიკაში ვარ და ორი რამ მაკვირვებს: საიდან ამდენი ადამიანი, რომელიც ამდენ ტყუილს იგონებს და საიდან ამდენი ადამიანი, რომელიც ამდენ ტყუილს იჯერებს. პირველებს მოვუწოდებ, იყვნენ კეთილსინდისიერები. მეორეებს ვთხოვ, იაზროვნონ კრიტიკულად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

დეპუტატი ISFED-ს მოუწოდებს, 11 დეკემბერის განცხადების ის ნაწილიც ჩაასწოროს, რომლის მიხედვითაც, ეს ჩასწორება გავლენას არ ახდენს მანდატების გადანაწილებაზე.

„რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს მანდატების გადანაწილებაზე. 4 მანდატით ნაკლებს ვიღებდით ძველი მონაცემით. გვახსოვდეს ზედა ჩამკეტი. რაც შეეხება ჩვენ კომუნიკაციას ISFED-თან და დანარჩენ სამყაროსთან; პრობლემა 3 ნოემბერსვე გამჟღავნდა. სამწუხაროდ, არც მედია და არც არასამთავრობო სექტორი ამ საკითხით გუშინდელ დღემდე არ დაინტერესდა. ქრონოლოგია ასეთია: 1-ელ ნოემბერს ISFED-მა 14:00 სთ-ზე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები.3 ნოემბერს მამუკა მდინარაძემ გამართა ბრიფინგი, სადაც მან ცესკო-ს, პარალელური დათვლის და ეგზიტპოლების შედეგების შედარებას წარადგინა. ეს იყო პირველი საჯარო მოწოდება ISFED-ის მიმართ, გაეკეთებინათ განმარტება ცესკო-სა და პარალელურ დათვლას შორის არსებული ცდომილების მიზეზზე. 10 ნოემბერს მე და მამუკა მდინარაძემ გავმართეთ ბრიფინგი, სადაც არგუმენტირებულად დასაბუთდა ოპოზიციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული რიცხვებით (ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების დრო, ბათილი ბიულეტენები და ა.შ.) მანიპულირება და ასევე გამოითქვა „ქართული ოცნების“ ეჭვი, რომ პარალელური დათვლის დროს ცდომილება გამოწვეული იყო ბათილი ბიულეტენების მითვლით. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოუწოდა ISFED-ს ,გაეკეთებინა განმარტება ამასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პარალელური დათვლის შედეგების ხარვეზი ძალიან მარტივად ჩანდა მისი მათემატიკური ანალიზის საფუძველზე. 17 ნოემბერს გაიმართა ონლაინშეხვედრა „ქართულ ოცნებასა“ დალი) და ISFED-ს შორის. ISFED-მა კატეგორიულად უარყო, რომ ბათილი ბიულეტენები იყო მითვლილი და განაცხადა, რომ მათ გადაამოწმეს შედეგები და ყველაფერი სწორია. შევთავაზეთ, იმ უბნების ჩამონათვალის გასაჯაროება, სადაც ჩატარდა პარალელური დათვლა და/ან პარალელური დათვლის შედეგების სრული სიის გასაჯაროება (იმ პარტიების შედეგების ჩათვლით, რომლებიც ბარიერს ქვემოთ დარჩნენ). ISFED-მა უბნების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა, ხოლო პარალელური დათვლის სრული სიის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების გასაჯაროება იმწამსვე ნათელს მოჰფენდა პარალელური დათვლის შედეგების უზუსტობას. 18 დეკემბერს ჩატარდა ნიკოლოზ სამხარაძის, ჩემი და გიორგი ხელაშვილის ონლაინშეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ 15 ელჩთან, სადაც პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, ჩვენს ეჭვზეც ვისაუბრეთ. ელჩები დაინტერესდნენ ISFED-თან ჩვენი კომუნიკაციის შედეგით და გვთხოვეს, მიღების შემთხვევაში, გაგვეზიარებინა ის დამატებითი მონაცემები, რომლებსაც ველოდით ISFED-თან 17 ნოემბრის შეხვედრიდან გამომდინარე.​ 26 ნოემბერს ISFED-მა, შიდა პრაქტიკაზე დაყრდნობით, საბოლოოდ უარი გვითხრა უბნების დასახელებაზე და პარალელური დათვლის სრული შედეგის გამოქვეყნებაზე (იმ პარტიების შედეგების ჩათვლით, რომლებიც ბარიერს ქვემოთ დარჩნენ). 8 დეკემბერს მე, როგორც მომხსენებელმა, მონაწილეობა მივიღე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ონლაინკონფერენციის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაარჩევნო მდგომარეობას საქართველოში. პანელს მოდერირებას უწევდა ლაშა ტუღუში. ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძეც. პანელის მსვლელობისას, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ „ქართული ოცნების“ ეჭვი პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით და გამოითქვა მწუხარება, რომ ISFED-ი არ ასაჯაროვებდა ყველა მონაცემს. ელენე ნიჟარაძემ, კიდევ ერთხელ უარყო ეჭვები და დაადასტურა პარალელური დათვლის შედეგების სიზუსტე. 10 დეკემბერს ISFED-მა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ჩაატარა პარალელური დათვლის აუდიტი და მის ანგარიშს, არჩევნების შედეგების შუალედურ შეფასებასთან ერთად, უახლოეს დღეებში წარმოადგენდა.​ 11 დეკემბერს ISFED-მა გამოაქვეყნა პარალელური დათვლის ჩასწორებული შედეგები (არჩევნების შუალედური შეფასების გარეშე) და აღნიშნა, რომ „გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც“. ამასთან, ISFED-მა არ დაასახელა, თუ რა იყო ამ ხარვეზის გამომწვევი მიზეზი და განაცხადა, რომ ამ საკითხს გამგეობის ჩართულობით იკვლევს. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებაში ISFED-მა მიუთითა, რომ „პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ზედა ჩამკეტი სისტემის არსებობის გამო, პარალელური დათვლის პირველადი მონაცემებით ქართული ოცნება იღებდა 4 მანდატით ნაკლებს, ვიდრე პარალელური დათვლის ჩასწორებული შედეგით“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული ცხრილი და ​ISFED-ის გუშინდელი ჩასწორება გადასცა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2026, 12:23

ეკონომიკა

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა I კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 12:19

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - წლიურმა ზრდამ კი 0.5% შეადგინა

2026 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია, - მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

21 აპრილი 2026, 12:05

საზოგადოება

სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.

რუმენ რადევი

21 აპრილი 2026, 11:58

მსოფლიო

Euractiv: ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში რადევის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება

ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ბულგარეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, რუმენ რადევის პოლიტიკური გუნდის გამარჯვებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გართულდება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 11:56

პოლიტიკა

The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ

ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

21 აპრილი 2026, 11:48

პოლიტიკა

The National Interest: ევროკავშირის ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა“ და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების დადებით შეფასებებს

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, - ვკითხულობთ The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

21 აპრილი 2026, 11:46

პოლიტიკა

The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია - აშშ–საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით

შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია, - წერს ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest-ი, სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

21 აპრილი 2026, 11:36

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გვატემალის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონიკა რენატაბოლანიოს პერესი ხელმძღვანელობდა.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 11:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში

ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2026, 11:27

ჯანდაცვა

სარჯველაძე: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება

ეს უმძიმესი დაავადება დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს არის არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის საკითხზე საუბრისას.

იერუნ კლიკი

21 აპრილი 2026, 11:14

ეკონომიკა

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 11:02

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთავში ხელოვნების მრავალპროფილური სასახლის მშენებლობას დავიწყებთ

რუსთავის მერიის გუნდი, კიდევ ერთ მასშტაბურ კულტურულ პროექტზე - ხელოვნების მულტიპროფილური სასახლის კონცეფციაზე მუშაობს.

ირაკლი კობახიძე

21 აპრილი 2026, 10:46

პოლიტიკა

The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის, - წერს ონლაინ გამოცემა The National Interest-ი სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“. სტატიაში საუბარია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად შეფასებული შედეგი მოიტანა: მან საქართველო კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში, მისი ოფიციალურ მარშრუტში არყოფნის გამო.

21 აპრილი 2026, 10:45

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

21 აპრილი 2026, 10:34

სამართალი

პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

21 აპრილი 2026, 10:31

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

21 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

21 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 10:26

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

21 აპრილი 2026, 10:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.