20 თებერვალი 2023, 17:25 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის ჩვენს მდგომარეობაში, თუმცა ისევე ვართ მოტივირებული მხარდაჭერისთვის, როგორც სხვები

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია, ნებართვის გარეშე. უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, უსაფრთხოების, ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამისა, ვართ მოტივირებული უკრაინის მხარდაჭერისთვის, როგორც სხვა ქვეყნები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაცია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ინტენსიური კომუნიკაცია, არამედ მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მონაწილეობით, მათ შორის უკრაინელი ბავშვები გვყავდა საქართველოში, გვეწვივნენ პარლამენტში. მეგობრობის ჯგუფებს შორის არის საკმაოდ ინტენსიური გაცვლა ამასთან დაკავშირებით. 24 თებერვალთან დაკავშირებით უკრაინაში იგეგმება ღონისძიება, მიმართეს ყველას, ვისაც იქ ჩასვლის სურვილი ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან თავისი კოლეგის მიმართაც იყო გაჟღერებული პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელიც არ გამოუჩენია არცერთ ქვეყანას, რომელიც შეიძლება ასეთ პირობებში ყოფილიყო. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, მიუხედავად ამისა, ვართ ყველაზე ხმამაღალი საერთაშორისო ფორმატებში. განსხვავებით ყველა სხვისგან, ვინც არის უკრაინის მხარდამჭერების ალიანსში, ჩვენი ქვეყანა არ არის დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ვართ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა და ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც შეეეხება სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას. ჩვენ ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, დიდია რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. განსაკუთრებით, როდესაც მოქმედებს სანქციები და აკრძალვები, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები, ვინც შეეცდებიან, ამაზე ხელი მოითბონ.

მსოფლიოში დღეს აკრძალულია იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, აკრძალული საგნები ბრუნავს მსოფლიოში. რისკი არის დიდი და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ზოგიერთი პოლიტიკოსი ლამის ყოველკვირეულ ბრიფინგს ატარებდა, საქართველოს, თავის სამშობლოს აბრალებდა სანქცირების გვერდის ავლისთვის ხელშეწყობას, ვერ დადასტურდა არათუ ფაქტი, ეჭვის დონეზეც ვერ დადასტურდა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ელჩებიც ადასტურებენ ამას, უცხოელ ელჩებსაც კი ესხმიან თავს. აქაც გამოჩნდა, რამდენად კეთილსინდისიერია საქართველო უკრაინასთან სოლიდარობაში, გამოჩნდა, რამდენად ძლიერია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ამ რთულ პირობებში ახერხებენ იმის უზრუნველყოფას, რომ არცერთი ეჭვი არ ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლისა.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია, ნებართვის გარეშე. უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, უსაფრთხოების, ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამისა, ვართ მოტივირებული უკრაინის მხარდაჭერისთვის, როგორც სხვა ქვეყნები. ამ ფონზე ჩვენთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავდასხმას, ეს არის იმედგამაცრუებელი. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას. არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამ დროს ასეთი შეტევები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებასაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი თქვეს.

„გიორგი ვაშაძემ გვახარა ეს ინფორმაცია, მისი ავი სიხარული ასეთ საკითხებთან განსაკუთრებით ხაზგასასმელია, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა გიორგი ვაშაძის დამოკდებულება, როცა არსებულ რთულ მდგომარეობაში მსგავს საკითხებზე პედალირებს. „ჩვენ ვუფრთხილდებით ურთიერთობას, რომელიც საპარლამენტო დონეზე გვაქვს. თბილი, ძალიან კარგი, მეგობრული და განსაკუთრებული ურთიერთობაა, რომელიც დადასტურდა ამ ერთი წლის განმავლობაში, იქნებიდა ეს ჩვენი ვიზიტი კიევში, თუ უკრაინის მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, როდესაც ბავშვებთან ერთად ისინი მივიღეთ. ამ უცნაურ და რთულ მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და იზიარებს, გიორგი ვაშაძე კი ასეთ საკითხებზე რომ პედალირებს, აჩვენებს, რამდენად არ უყვარს საბოლოო ჯამში არც ერთი და არც მეორე ქვეყანა. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მას აქვს და სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულებით მოძრაობს ზოგიერთი პოლიტიკოსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ანა წითლიძე

26 აგვისტო 2026, 14:21

პოლიტიკა

ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული

ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

თორნიკე ჭეიშვილი

26 აგვისტო 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს

„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.

26 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია

გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.

26 აგვისტო 2026, 14:18

სამართალი

მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა ჯარიმა დაეკისრა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.

თამთა ფეტვიაშვილი

26 აგვისტო 2026, 14:13

საზოგადოება

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს

„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აგვისტო 2026, 14:00

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

26 აგვისტო 2026, 13:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 13:45

სპორტი

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.

გურამ ნიკოლაშვილი

26 აგვისტო 2026, 13:36

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

26 აგვისტო 2026, 13:13

ტექნოლოგიები

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.

შალვა ტაბატაძე

26 აგვისტო 2026, 13:07

საზოგადოება

„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.

26 აგვისტო 2026, 13:01

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

ილონ მასკი

26 აგვისტო 2026, 12:53

მსოფლიო

ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

26 აგვისტო 2026, 12:31

საზოგადოება

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

26 აგვისტო 2026, 12:18

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.

26 აგვისტო 2026, 12:05

საზოგადოება

28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.

26 აგვისტო 2026, 12:02

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დმიტრო კულება

26 აგვისტო 2026, 11:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს

აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 11:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.

26 აგვისტო 2026, 11:15

მსოფლიო

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.