15 დეკემბერი 2020, 17:15 / სანდო წყარო

პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი, საორგანიზაციო სხდომა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგებს, ამომრჩევლის ნდობის მოპოვება მიულოცა და წარმატებული საკანონმდებლო საქმიანობა უსურვა.

ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ ოპონენტები პარლამენტში შემოვლენ და საკანონმდებლო ორგანოში ღირსეულ ოპონირებას შეძლებენ.

„იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები ოპოზიციური პარტიებიდან საბოლოოდ, ზურგს არ აქცევენ საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ ქვეყანას. შემოგვიერთდებიან საკანონმდებლო ორგანოში და ღირსეულ ოპონირებას გაგვიწევენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დასახული, ამბიციური სამომავლო გეგმა გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას.

„ერთი მხრივ არის, საქართველოს ევროპული გზის ლოგიკური გაგრძელება და, მეორე მხრივ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის უმთავრესი ეტაპის დასაწყისი. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მთავარი ღერძი, სწორედ ამ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის მომზადება იქნება, რაშიც ჩვენი კომიტეტის მუშაობას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ყოვლისმომცველი პროცესი, რაც ნიშნავს ევროპული სტანდარტების დანერგვას ყველა სფეროში, ამიტომ კომიტეტის საქმიანობა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სხვა დარგობრივი კომიტეტების საქმიანობასთან.

„ევროკავშირში ინტეგრაცია ეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ბუნებრივია, ეს პროცესი მოითხოვს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ჩვენს მუშაობაში. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაკა ბოჭორიშვილმა გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც არა მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ, მსოფლიოს წინაშე დგას.

„პანდემიის ეკონომიკური შედეგები სახარბიელო ნამდვილად არავისთვის იქნება და არც საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც მოუწევს მასთან გამკლავება. ეს იქნება დამატებითი ტვირთი, რაც უნდა ვატაროთ ეკონომიკური რეფორმების გზაზე, რომლის ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის ერთიან შიდა ბაზარში ინტეგრაცია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქართული ეკონომიკის მოდერნიზების და დივერსიფიკაციის, ევროპული ხარისხის დანერგვის დაჩქარებას და ევროკავშირთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის ამბიციაა - საქართველოს ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით, რაც შეიძლება მალე შეიცვალოს. „ამისთვის, ბუნებრივია, 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან ერთად, ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. საქართველოს პარლამენტის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის და პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ვფიქრობ, ევროინტეგრაციის კომიტეტმა მუშაობა უნდა დაიწყოს განახლებული ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშავებით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, რის შემდგომაც სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებს, მარიამ ქვრივიშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები გააცნო.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„ჩვენი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ, დაჩქარებული ტემპებით, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში საქართველოს წევრობის შესახებ. მე, ისევე როგორც ჩემი გუნდის თითოეული წევრი. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს სწრაფად მივაღწიოთ. ჩემი არსებული გამოცდილება, რაც გულისხმობს კერძო სექტორში თუ საჯარო სექტორში მუშაობას, მაძლევს იმის საშუალებას ვთქვა, რომ ჩემი ხმა სრულებით დაფარავს როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების ხმას საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ გავაგრძელებთ მუშაობას აღმასრულებელ ორგანოსთან ისევე, როგორც სამოქალაქო და ბიზნეს სექტორთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომიტეტმა მხარი ასევე დაუჭირა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, ლევან ქარუმიძის კანდიდატურის არჩევას.

„წინ ძალიან შრომატევადი ოთხი წელი გველის, რამეთუ ჩვენი მთავარი მიზანი არის 2024 წელს გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. მინდა ყველას წარმატება და გამძლეობა გისურვოთ ამ ოთხი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დღესვე, კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულება ერთხმად, დაამტკიცა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.