imedi /  28 ივნისი 2017, 13:39 / სანდო წყარო

7 ივლისს გაირკვევა, გადასცემენ თუ არა თურქეთს მუსტაფა ჩაბუქს

ირაკლი ლომიძე
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი

ირაკლი ლომიძე
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი

დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე ქართული მხარის გადაწყვეტილება 7 ივლისს გახდება ცნობილი. დევნილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ლომიძე აცხადებს, რომ ხვალ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მუსტაფა ჩაბუქს შეხვდებიან.

"განიხილება 2 ვარიანტი - ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმების მიხედვით ამ სტატუსის დადგენა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. თუ ეს პირი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს და ამ ორიდან რომელიმე სტატუსი მიენიჭება, ასეთ შემთხვევაში ექსტრადიცია არ მოხდება", - აცხადებს ირაკლი ლომიძე. მისივე თქმით, საექსტრადიციო მასალების შესწავლა დევნილთა სამინისტრომ 7 ივნისს დაიწყო და კანონით ეს პროცესი 1 თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.

"საკითხის შესწავლის მოთხოვნით თავად მუსტაფა ჩაბუქის განცხადება მივიღეთ. მოკვლევა დაწყებულია და თუკი გამოიკვეთება, რომ პირი იდევნება მისი წარმოშობის ქვეყანაში რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, ეროვნების ან განსხვავებული სოციალური ჯგუფებისადმი კუთვნილებით, მას ლტოლვილის სტატუსს აძლევს სახელმწიფო. რა გადაწყვეტილება მიიღება, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება ხვალ გლდანის ციხეში მუსტაფა ჩაბუქთან დაგეგმილ ინტერვიუზე. მას სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად გამოკითხავენ ყველაფერს", - დასძინა ირაკლი ლომიძემ.

დღესვე დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის გათავისუფლების მოთხოვნა რამდენიმე კერძო სკოლის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათ მოსწავლეების, პედაგოგების და მოქალაქეების ხელმოწერები შეაგროვეს და შესაბამისი პეტიციით განათლების სამინისტროს მიმართავენ. მუსტაფა ჩაბუქის მეუღლე მისი ქმრის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. მისი თქმით, თურქულმა მხარემ ჩაბუქის დაკავება იმიტომ მოითხოვა, რომ მას თურქეთის ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

აპრილის დასასრულს, თურქეთის ხელისუფლებამ 9 000-ზე მეტი პოლიციელი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პოლიციამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის 81 პროვინციაში  803 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციაში 8 000-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. 

გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დააკავეს და 120 ათასზე მეტი სამსახურიდან დაითხოვეს. 

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

29 აპრილი 2026, 19:46

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: მოკავშირეები, რომლებიც კვლავ არ ასრულებენ თავიანთი ვალდებულებების ნაწილს კოლექტიური თავდაცვის წინაშე შესაბამის შედეგებს მიიღებენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ დახმარებას გაუწევს იმ მოკავშირეებს, რომლებიც საკუთარ თავდაცვას აძლიერებენ, ხოლო იმ პარტნიორებს, რომლებიც ამას არ აკეთებენ - დასჯის.

დავით ქართველიშვილი

29 აპრილი 2026, 19:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული

სიგიჟე, რომელშიც სურთ ჩაგვითრიონ, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა გერმანიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათი საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ მოიხსენიება ამ რანგში.

29 აპრილი 2026, 19:36

მსოფლიო

პენტაგონი: აშშ-მა ირანის ომზე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა

აშშ-ის სამხედრო უწყებამ თებერვლის ბოლოს დაწყებული ირანის ომისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა - განუცხადა პენტაგონის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა კანონმდებლებს ოთხშაბათს.

29 აპრილი 2026, 19:13

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა ვუყურებ პოლიტიკოსებისგან - ამ ბავშვების ტრაგედიით და მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ და ქულები დაიწერონ

ცდილობთ, ხელოვნურად შექმნათ ყალბი შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვს თავად დამიჯდეს დებატებში. როგორც ამბობენ, ამაზე დაბლა ფსკერი და დონე აღარ არსებობს. აი, ეს იკადრეთ დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ, უბრალოდ, არ უნდა გეკადრათ, - მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეს და ამავე პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

ჰაკან ფიდანი

29 აპრილი 2026, 19:13

მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევაზე, განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხების მოგვარების კუთხით.

29 აპრილი 2026, 19:10

კულტურა

პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა.

ფრიდრიხ მერცი

29 აპრილი 2026, 19:08

მსოფლიო

მერცი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე: ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ენერგომომარაგებაზე და მასშტაბური გავლენა ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობა კვლავ „კარგია“. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშაბათს ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავისი გერმანელი კოლეგა გააკრიტიკა.

29 აპრილი 2026, 19:04

პოლიტიკა

გელა სამხარაულმა საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში, პროფესორ გიორჯ ჰაინალს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 19:02

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ და გვჭირდება მკურნალობის ეფექტიანობის მუდმივად განვითარება. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს და მომავალშიც იქნება ღია

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი. აბა დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, თუკი მივიღებდით გადაწყვეტილებას 3.2 მილიონ დოლარად ღირებულ მედიკამენტთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში ცნობილი გახდებოდა, რომ მედიკამენტს აქვს ფატალური საფრთხე და ეფექტი არ აქვს?! - მგონია, რომ ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრ კითხვას მოხსნის საზოგადოებაში. ყველა ამ ნათქვამზე გვაქვს სრულიად უტყუარ წყაროზე, ავტორიტეტულ და ოფიციალურ (FDA, EMA, ბრიტანეთის, საფრანგეთის მარეგულირებლების ოფიციალური ვებგვერდები) წყაროზე დაყრდნობის შესაძლებლობა და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია მივაწოდო“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ჰაკან ფიდანი

29 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

ჰაკან ფიდანი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე: სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ გააუქმა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თურქეთი მათ წევრად მიიღონ.

ზურაბ ეზუგბაია

29 აპრილი 2026, 18:53

პოლიტიკა

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 18:51

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: შშმ პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია, პრაქტიკულად, ყველაზე მეტი შეღავათი და პრივილეგია

შშმ პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია, პრაქტიკულად, ყველაზე მეტი შეღავათი და პრივილეგია. 2023-2025 წლებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში სულ მონაწილეობა მიიღო სამუშაოს მაძიებელმა 1’785-მა შშმ პირმა და დასაქმდა 494 შშმ პირი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

29 აპრილი 2026, 18:47

მსოფლიო

CNN: ანგარიშის თანახმად, ირანის ომის გამო ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება

ლიბანში 1.24 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი - სავარაუდოდ, ირანის ომით გამოწვეული მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილ ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

29 აპრილი 2026, 18:42

მსოფლიო

CNN: ნავთობის ფასები 5%-ით გაიზარდა ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვის პერსპექტივის ფონზე

ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, რადგან ტრეიდერები ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვისთვის ემზადებიან, - წერს CNN-ი.

ვახტანგ ბაჩიაშვილი

29 აპრილი 2026, 18:41

პოლიტიკა

პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

29 აპრილი 2026, 18:38

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ სისტემა ნამდვილად ვითარდება - კარგად და მაღალი ტემპით

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ ქიმიო-ჰორმონოთერაპია საჭირო მედიკამენტებით და სხივური თერაპია, ასევე - ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევებიც. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის პერიოდში კვლევები, ეს იქნება ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური თუ სხვა, ჩვენი ბენეფიციარებისთვის რეალურად არის ხელმისაწვდომი. ამასთან, 2024 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება ულიმიტოდ, სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის სტატუსისა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მაია ომიაძე

29 აპრილი 2026, 18:35

ეკონომიკა

მაია ომიაძე: სტატისტიკით პირველ ათეულში მოწინავე იყო გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საუდის არაბეთი - ის ქვეყნები, სადაც ჩვენ სტრატეგიულად ვმუშაობთ, წლიდან წლამდე ციფრებში იზრდება ტურისტების როგორც ოდენობა, ასევე - შემოსავლები

ჩვენი სტრატეგიული ბაზრები არის ის, სადაც ჩვენ ფულს ვხარჯავთ. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი; სპარსეთის ყურის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელიც, ასევე, ეს არის ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, სადაც დიდ კამპანიებს ვაკეთებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

29 აპრილი 2026, 18:25

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ACWA Power-ის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელსა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს, საჩინ აბჰიანკარს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის - ACWA Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ მახარაშვილი

29 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 18:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში

მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას.