კელი დეგნანი: 2020 წელი რთული იყო, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ის საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა, გავაძლიერეთ პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ
კელი დეგნანი
ფოტო: Facebook
2020 წელი რთული იყო, მაგრამ მან საქართველოს და შეერთებული შტატების საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„2020 წელს კორონავირუსის გამოწვევის მიუხედავად ჩვენ, აშშ-ის საელჩომ, გავაგრძელეთ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავება მთელ რიგ სფეროებში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ წარმატებული, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად უკავშირდება ევროატლანტიკურ ოჯახს. კერძოდ, ამერიკელ პროფესიონალთა გუნდი საქართველოში ჩვენს მეგობრებთან ერთად მუშაობდა: კორონავირუსის საპასუხო ნაბიჯებზე და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე; სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობაზე; სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებაზე; ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის სტიმულირებაზე, რაც კარგ სამუშაო ადგილებს შექმნის და მეტ ინვესტიციას მოიტანს; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაზე და პასუხისმგებელი მედიის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერაზე. ამ არაერთი პროგრამის მიღმა არის აშშ-საქართველოს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი: ჩვენი ხალხი. ერთად ამ და მრავალი სხვა პროგრამის საშუალებით, ქართველები და ამერიკელები ჩვენი ორი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან. 2020 წელი რთული იყო, მაგრამ მან საქართველოს და შეერთებული შტატების საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ“, - აცხადებს კელი დეგნანი.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 15:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
11 ოქტომბერი 2024, 15:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი
ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსჯავრდებული ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეეხებოდა.
11 ოქტომბერი 2024, 15:07
ტექნოლოგიები
ილონ მასკმა რობოტი-ტაქსი Cyberсab-ი წარადგინა
Cyberсab-ის ღირებულება 30 ათას დოლარზე ნაკლებია. მასკი ვარაუდობს, რომ ტაქსის წარმოება 2026-2027 წლებში დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ადამიანის მიერ მართვადი ავტომობილები.
11 ოქტომბერი 2024, 15:05
არჩევნები 2024
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „მთავარი ახრის“ დაკვეთილი კვლევის გაყალბებულ მონაცემებში „ქართულ ოცნებას“ 40%-ზე ნაკლები, გვარამიას პარტიას 20%-მდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 15%-მდე უნდა დაუწერონ
„ქრონიკამ“ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა „მთავარი არხის“ მიერ დაკვეთილ კვლევასთან დაკავშირებით. გაყალბებული მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნება„ 40%-ზე ნაკლები უნდა დაუწერონ, გვარამიას პარტიას 20%-მდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ 15%-მდეს, გახარიას პარტიას - 10%, ხოლო ხაზარაძის პარტიას 7-8%.
11 ოქტომბერი 2024, 15:05
მსოფლიო
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე: მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრია მანდიჩმა განაცხადა, რომ „მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით“. აღნიშნული განცხადება მონტენეგროს პარლამენტის სპიკერმა ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღინიშნა, მონტენეგროს სურვილია ევროკავშირში მიღწეული შედეგების საფუძველზე გაწევრიანდეს. „გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა მადლობა გადავუხადო ფინეთს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ჩვენს ევროპულ მოგზაურობაში გამოჩინა“,- თქვა მანდიჩმა. მონტენეგროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიენიჭა.
11 ოქტომბერი 2024, 14:58
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში
მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა - „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:55
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე: ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში
დღეს გაიხსნა გზა, რომლის მშენებლობის პროცესი მრავალი გამოწვევის ფონზე მიმდინარეობდა. ურთულეს გეოლოგიურ პირობებში, სხვადასხვა ტიპის გამოწვევის გადალახვით, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდსა და 5 გვირაბს, არის სრულ შესაბამისობაში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებთან და სტანდარტებთან და აღჭურვილია საგზაო განათების სისტემით, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე.
11 ოქტომბერი 2024, 14:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა
გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:42
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა უნდა გახდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ინოვაციურ სამიტში „InMerge“, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. სამიტში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული ლიდერები საჯარო პოლიტიკის და კერძო სექტორიდან.
11 ოქტომბერი 2024, 14:42
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანჩესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ დღეს ებრაელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე გაეროს სათვალთვალო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. „მგონია, ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საგანგაშოა, და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს იარაღის ექსპორტი ისრაელის მთავრობისთვის“, - ციტირებს Reuters-ი სანჩესს.
11 ოქტომბერი 2024, 14:39
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება
ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი იქნება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ში ეუთოს მისიის ფარგლებში იმუშავებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:38
სამართალი
ლევან მაჭავარიანი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილზე: ძალიან უცნაურად დაემთხვა, რომ საქართველოში შემოიპარა წინასაარჩევნოდ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საქმეზე მსჯავრდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა თავად აღიარა, რომ მოლაპარაკებები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საინტერესოა ის ფაქტიც თუ რატომ დაემთხვა დარჩო ხეჩუაშვილის შემოპარვა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:25
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებშია აშენებული
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 ოქტომბერი 2024, 14:24
რეგიონი
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს.
11 ოქტომბერი 2024, 14:23
ტაბლოიდი
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პოლარული ციალი გამოჩნდა. ფოტოგალერეა
ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.
11 ოქტომბერი 2024, 14:19
რეგიონი
ლევან დავითაშვილი: ბათუმის ახალი მუნიციპალური პარკის მწვანე პროექტი ქალაქს გაამდიდრებს და არ შექმნის დამატებით წნეხს მშენებლობის თუ განვითარების კუთხით
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში ახალი მუნიციპალური პარკის პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის ცენტრში კომპლექსური, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის ურბანული განვითარების ორგანული ნაწილი გახდება.
11 ოქტომბერი 2024, 14:18
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს და მის თანამზრახველს, 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:14
პოლიტიკა
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე: ჩვენი მოტივაცია არის - სად ვიყავით, სად მოვედით და რა გვინდა მომავალში. მიღწეულს არ ვჯერდებით და კიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა
„სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან“, - განუცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:13
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის
ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.