www.imedi.ge /  22 ივნისი 2023, 09:35 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: შეკითხვებზე პასუხგაუცემლობამ დაბადა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ პროცესების უკან, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზებით შეცვლისაკენ, ალბათ აშშ-ს საელჩო და ელჩი კელი დეგნანი დგანან

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

„2020 წლის შემდგომ აშშ-ში როდესაც მოსალოდნელი იყო ადმინისტრაციების ცვლა, დაიწყო მომზადება საქართველოში ე.წ. სახელისუფლებო „აყირავების“ სპეცოპერაციის. რომელიც დაიწყო ჩვენი საპარლამენტო არჩევნების შედეგების, მისი ნორმალური ფუნქციონირების მიმართ ბოიკოტით, საბოტაჟით და გასტანა დაახლოებით ნახევარი წელიწადი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ისაუბრა.

ქართველიშვილის თქმით, სწორედ ამ პერიოდიდან შეიცვალა კელი დეგნანის საქართველოს ხელისუფლების მიმართ განწყობა .

„ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ, მისი საქართველოში მოღვაწეობის პირველი წელიწად-ნახევრის - ორი წლის განმავლობაში (მაშინ არც „ხალხის ძალა“ იყო ჩამოყალიბებული), არც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან რაიმე პრეტენზია, კრიტიკა, უკმაყოფილება არ ისმოდა იმიტომ, რომ ღია კონფრონტაციაში ხელისუფლებასთან არ შედიოდა. ის ასე ღიად არ მართავდა პროცესებს ოპოზიციურ სპექტრში, პირიქით თუ ვინმე აკრიტიკებდა და ცოტა უხამსი ეპითეტებით ამკობდა ქალბატონ კელი დეგნანს, იყვნენ სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები - ნიკა გვარამია, შალვა ნათელაშვილმა (კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში დასდო ბრალი, თქვა რომ არჩევნების გაყალბებას ხელმძღვანელობდა კელი დეგნანი) და ა.შ..
2020 წლის შემდგომ აშშ-ში როდესაც მოსალოდნელი იყო ადმინისტრაციების ცვლა, დაიწყო მომზადება საქართველოში ე.წ. სახელისუფლებო „აყირავების“ სპეცოპერაციის. რომელიც დაიწყო ჩვენი საპარლამენტო არჩევნების შედეგების, მისი ნორმალური ფუნქციონირების მიმართ ბოიკოტით, საბოტაჟით და გასტანა დაახლოებით ნახევარი წელიწადი. ყველას გვახსოვს, ამას მოჰყვა ფასილიტაციის თუ მედიაციის საერთაშორისო აქტორების ჩართულობა. დაიწყო საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ ხაფანგში შემოტყუება და ა.შ...

უკვე აგორება მიდიოდა იმ პროცესების, რომელსაც ნელ-ნელა სათავეში ჩაუდგა ქალბატონი კელი დეგნანი, რომელიც უკვე ღიად, ნიღბის გარეშე ამ პროცესებს მართავს 2022 წლის დაახლოებით გაზაფხულიდან. შეიქმნა სერიოზული საშიშროება მეორე ფრონტის გახსნასთან, მაიდანიზაციის პროცესების აგორებასთან დაკავშირებით. ამან საჭიროება შექმნა საზოგადოებაში შექმნილიყო ჩვენი მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა ის პროცესები, რაც იმართებოდა კულუარულად. ამან გამოიწვია აშშ-ს საელჩოს და ქალბატონი კელი დეგნანის მხრიდან სერიოზული აღშფოთებული შეშფოთება (როგორც მიმართავენ ამ ეპითეტებს) იმიტომ, რომ მიუჩვევლები იყვნენ იმას, რომ მათთვის კოლონიის დონის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფი უბედავს მას და მისი ქვეყნის საელჩოს, მისთვის და მათთვის უხერხულ შეკითხვებით მიმართვას. არადა, ჩვენთვის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ შეკითხვებზე პასუხგაუცემლობამ დაბადა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ პროცესების უკან, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხელისუფლების ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზებით შეცვლისაკენ და მიმართულია უფრო შორს მიმავალი მიზნის განხორციელებისაკენ - რასაც ჰქვია ქვეყნის დამანგრეველი, სახელმწიფოს გამანადგურებელი ომში ჩართვა და ა.შ... ამ პროცესების უკან დგას ალბათ აშშ-ს საელჩო და მისი ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი.

შეიძლება უამრავი ვარაუდი, საფუძველი, ეჭვი მქონდეს სიმართლესთან, ჭეშმარიტებასთან მიახლოებული, მაგრამ მე ხომ უნდა მივცე ჩემს ოპონენტს შანსი, რომ ეს ეჭვები გაფანტოს. ანუ, უპასუხოს პირდაპირ დასმულ შეკითხვებს, დამარწმუნოს მე, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე ან ვცდები, ან მეორე ვარიანტი - მესამე მე არ ვიცი. როდესაც შენ არ უპასუხებ ჩემს შეკითხვებს, გამოდის რომ ჩემს ვარაუდებს აქვს საფუძველი და ის რაც მე შენზე მგონია, სამწუხაროდ სიმართლეს შეესაბამება. ეს ეხებოდა მეორე ფრონტის გახსნის თემას, როდესაც არაერთხელ შევთავაზეთ ქალბატონ კელი დეგნანს - იქნებ თქვენი სახელმწიფოს სახელით, თქვენი პოზიციებიდან გამომდინარე საქართველოში გააჩუმოთ უკრაინიდან თუ საქართველოდან ამ წამქეზებელი განცხადებების გამკეთებლები.

კიდევ ერთი პოლიტიკური ფიგურა, რომლის მიმართ შეგვეძლო გქონოდა იგივე იმედი - საქართველოს პრეზიდენტია, რომელმაც მკვეთრად სახე იცვალა იმავე პერიოდიდან დაწყებული, რა ტრანსფორმაციაც ვნახეთ კელი დეგნანის მხრიდან. აბსოლუტურად შეიცვალა ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია. ქვეყნის, სამშობლოს, ერის, საზოგადოების მხარდამჭერი არცერთი მისი განცხადება ჩვენ არ გვახსოვს. პირიქით, ის თუთიყუშივით იმეორებდა იმ ძალიან სახიფათო ნარატივს, რომელიც სტიგმასავით იყო შემოგდებული შემდგომ პერიოდში საქართველოში. ამიტომ ჩვენი ბოლო წერილიც შემდეგნაირია, ჩვენ ვსვამთ კითხვებს. სამწუხაროდ ეს კითხვები რიტორიკულ ხასიათს ატარებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ელჩობის ვადის გასვლამდე - ბოლო პერიოდში, ვაძლევთ შესაძლებლობას ქალბატონ კელის ან დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ვცდებით (თავის მართლებას მისგან არავინ არ ითხოვს), ჩვენ ვითხოვთ სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს. ამ სიმართლეს მიჩვეული არ იყო აშშ-ს საელჩო საქართველოში მუშაობის მთელი ამ ხნის განმავლობაში (თითქმის 30 წელი). ის მიუჩვეველი იყო, რომ ვიღაცას - ეს ვიღაცა არის ქვეყნის არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება, ან საზოგადოება (რომლის წარმომადგენელი ვარ მე დღეს), ან პარლამენტის დეპუტატები მიმართავენ მას უბრალოდ ლეგიტიმური შეკითხვებით. ისევე, როგორც უფლება აქვს აშშ-ს სენატორს, კონგრესის წარმომადგენელს ნებისმიერი შეკითხვა დაუსვას აშშ-ში საქართველოს ელჩს. ამაში არაფერი აღმაშფოთებელი, შემაშფოთებელი, დემოკრატიის უკუსვლა არაა. გაუგებარია, ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს როგორ შეიძლება აგრესიული რიტორიკა დაერქვას.

კითხვები კვლავ დაისვა, პასუხები კვლავ არ იქნება. ამიტომ ჩვენი ეჭვები და ვარაუდი იმაში, რომ ძალიან სახიფათო თამაშებს აორგანიზებს, ხელმძღვანელობს ქალბატონი კელი დეგნანი - ეს ეჭვები უფრო და უფრო მყარდება. მაგრამ რა მინდა ვთქვა - რა რთულ მდგომარეობაშია ქალბატონი კელი დეგნანი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს პროცესები დაიწყო დემოკრატების გამარჯვებით და ახალი ადმინისტრაციის მოსვლით თეთრ სახლში. ანუ, მინიმუმ 4 წელი ჰქონდათ (და მე მგონი ეს მინიმუმ 4 წელი, გადადის მაქსიმუმ 4 წელში). აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად ძალიან მწირია დემოკრატების შანსი, რომ 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკურის კანდიდატებს მოუგონ. ამიტომ მათ ჰქონდა 4-წლიანი პერიოდი, რა პერიოდშიც უნდა მოესწრო აშშ-ს საელჩოს პატრონაჟით მოქმედება ადგილობრივ ოპოზიციურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მათთან აფილირებულ კონკრეტულ პიროვნებებს თუ მედია საშუალებებს მოეხდინათ ყველანაირი ხერხით საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის “ დაბრუნება, ამისთვის გააკეთეს ყველაფერი. ყველას კარგად გვახსოვს, კონტრაბანდით როგორ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

29 აგვისტო 2026, 14:21

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა

რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

29 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .

ცოტნე ანანიძე

29 აგვისტო 2026, 13:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

29 აგვისტო 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.

29 აგვისტო 2026, 13:16

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 აგვისტო 2026, 13:14

საზოგადოება

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის

29 აგვისტო 2026, 13:00

რეგიონი

სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.