დავით ქართველიშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე: „ქილერების“ ენაზე ვიტყვი - ორგანიზატორმა „შეკვეთის“ ბრძანება უკვე გასცა და შემსრულებელთა მეტი რა არის...
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
ქალბატონ კელის და მის ბანდას ჩემთან დაკავშირებით შესასრულებელი ამოცანა მინდა გავუადვილო. თქვენ დაქვემდებარებულ „ქილერთა" საზოგადოებაში უკვე აპრობირებულ გზას გირჩევთ მიმართოთ - მოკლული შვილის საფლავზე მამაც ააფეთქოთ, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომლებიც საზოგადოების პოლარიზებას იწვევენ, ეს ადამიანები „გვერდზე უნდა გავწიოთ".
ქართველიშვილის თქმით, კელი დეგნანის ეს განცხადება არის შეკვეთა, ხოლო მისი შემსრულებელი საქართველოში ბევრია.
„არ შევხვედრივარ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს და ამას ნამდვილად ვერ მივიღებ პირადულად, თუმცა მივიჩნევ რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია, ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ" - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი...
თუ იმ ადამიანებში, ვინც „ყოფს" და "აპოლარიზებს" ჩვენს საზოგადოებას, ის ადამიანები იგულისხმა, ვინც კელი დეგნანზე კომენტარებს აკეთებდა, ნება მიბოძეთ ვივარაუდო, რომ სადღაც დიდი სიის ბოლოში მეც ვიგულისხმები. რა მნიშვნელობა აქვს, რომ მე მასე არ ვფიქრობ და ასეთ ადამიანთა რიცხვს ვერც საკუთარ თავს და ვერც ჩემს მეგობრებს ვერ მივაკუთნებ. "ქილერების" ენაზე ვიტყვი - ორგანიზატორმა "შეკვეთის" ბრძანება უკვე გასცა და შემსრულებელთა მეტი რა არის...
დიახ, ეს არის „შეკვეთა“ - სხვანაირად ფრაზა: „ეს ადამიანები გვერდზე უნდა გავწიოთ“ - მე არ გამეგება. ამიტომ ქალბატონ კელის და მის ბანდას ჩემთან დაკავშირებით შესასრულებელი ამოცანა მინდა გავუადვილო. თქვენ დაქვემდებარებულ "ქილერთა" საზოგადოებაში უკვე აპრობირებულ გზას გირჩევთ მიმართოთ - მოკლული შვილის საფლავზე მამაც ააფეთქოთ. ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ და სადღაც (გაგიკვირდებათ) მადლობელიც კი დავრჩები თქვენი...
ოღონდ, დანარჩენი ყველას „გვერდით გაწევა“ გაგიჭირდებათ. გაგიადვილდებოდათ IRI-ს და NDI-ს გამოკითხვების მიხედვით, სადაც 85%-იანი თქვენს მიერ განადგურებული „დასავლური ფასეულობების" მომხრე მოსახლეობა აშკარად „გვერდზე წევს" იმ 20%-იან „უმცირესობას", ვისაც ჯერ კიდევ, სიზმარში სოხუმი და ცხინვალი ელანდება, მაგრამ რეალურად, ყველას „გვერდზე გაწევა" თქვენ გაგიჭირდებათ. თუმცა, ჩემით შეგიძლია დაიწყოთ - ძეგვის ბირჟაზე ქართველიშვილების საფლავი უნდა იკითხოთ. Good luck!" - წერს ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 00:31
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ვაშინგტონს სექტემბრის ბოლოს ეწვევა.
06 ივლისი 2026, 23:50
მსოფლიო
POLITICO: ნატოს შიდა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპის კრიტიკის კვალდაკვალ, ამერიკულ საზოგადოებაში ნატოს მიმართ ნდობა მცირდება
POLITICO-ს მიერ მოპოვებული ნატოს შიდა გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო მათ მხარში დაუდგება.
06 ივლისი 2026, 23:26
მსოფლიო
მედია: ხუთი ქვეყანა სერბეთის ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ბლოკავს - უარის თქმის მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემის მდგომარეობას უკავშირდება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბელგრადის უარი, დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო
ნიდერლანდების მთავრობა მხარს არ უჭერს ევროკავშირსა და სერბეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას მე -3 კლასტერის გახსნის გზით.
06 ივლისი 2026, 23:23
მსოფლიო
პოლონელ პოლიტიკოსს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხ შლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: „და შრეკი სად არის?“, რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონას ჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.
06 ივლისი 2026, 22:07
პოლიტიკა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
06 ივლისი 2026, 21:57
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომის შედეგს „ცაში ბრძოლა“ გადაწყვეტს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო და საზღვაო სივრციდან საჰაერო სივრცეში გადავიდა და აღნიშნა, რომ სწორედ „ცაში ბრძოლა“ განსაზღვრავს კონფლიქტის შედეგს.
06 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი: ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა უნდა მოხდეს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩაერთოს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
06 ივლისი 2026, 21:17
სპორტი
ჯანი ინფანტინო: დიახ, მე ნამდვილად მივიღე ზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან - ჩვენი საუბრის დროს ავუხსენი, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი, რომელშიც ფიფას დამოუკიდებელი ორგანოები იყვნენ ჩართულნი, ასე მუშაობს ფიფას სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის დავიცავ
ვიხილე საჯარო კომენტარები ფიფას დამოუკიდებელი კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციას ეხება, და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ფიფას მმართველობის ფუნდამენტურ პრინციპს, - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ.
06 ივლისი 2026, 21:07
მსოფლიო
ლუკაშენკო: ჩვენ არ გვჭირდება ომი, ცუდია, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს - ჩვენ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეები ვართ
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე ომში, რითაც, როგორც ჩანს, უარყო კიევის შიშები იმის შესახებ, რომ მოსკოვი მინსკზე ზეწოლას ახორციელებს საომარ მოქმედებებში ჩასართავად.
06 ივლისი 2026, 21:01
საზოგადოება
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2027-2028 აკადემიურ წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოქმედ სასულიერო პირებს სთავაზობს სასწავლო კომპონენტის ელექტრონული სწავლების ფორმატით გავლას თეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
„აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედი სასულიერო პირები ჩაირიცხებიან დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად - ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ქულისა და სასწავლებლის მიერ დადგენილი, შიდა გამოცდების წარმატებით დაძლევის ამსხველი ქულების ჯამის საფუძველზე. ჩარიცხული სასულიერო პირები შეძლებენ პროგრამით დადგენილი 275 კრედიტიდან, ელექტრონული ფორმატით, დისტანციურად, ისწავლონ 60 კრედიტის შესატყვისი სასწავლო კომპონენტი (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში), ხოლო შუალედური და დასკვნითი გამოცდები ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში“.
06 ივლისი 2026, 20:56
პოლიტიკა
ბრძოლა სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ - სასამართლო პროცესები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო შეურაცხყოფას შორის - სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმების საფუძველზე რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა.
06 ივლისი 2026, 20:55
პოლიტიკა
ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუცია და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მორიგი განცხადებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რიგი პოლიტიკური აქტორებისგან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას. კერძოდ, საქმე ეხება ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, სადაც ქვეყნის წინააღმდეგ ისევ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებია.
06 ივლისი 2026, 20:45
პოლიტიკა
განაჩენი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე - ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ - საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.
06 ივლისი 2026, 20:42
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები უკვე ხელშესახებად აისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი თუ სხვა ნებისმიერი სექტორი
ჩვენ ძალიან მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა ჩინეთთან, რომელიც აისახა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
06 ივლისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ბრიტანეთი პოლიტიკური შემოწირულობების წესებს ამკაცრებს - ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს ხედვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური შემოწირულობების წესები გამკაცრდა იმ ქვეყანაშიც, რომელიც საქართველოს გამჭვირვალობის არჩევის გამო თავს ესხმის „ქართული ოცნებისთვის“ ლონდონის თავდაცვა და უსაფუძვლო თავდასხმა ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია.
06 ივლისი 2026, 20:37
მსოფლიო
ტრამპი: ჰორმუზის ცნობილი სრუტე - ბევრს არაფერი სმენია მასზე, მაგრამ ეს არის ფულის უზარმაზარი მანქანა
ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ფულის უზარმაზარ მანქანად“ მოიხსენია.
06 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ დაპირისპირებაზე სამართლებრივი რეაგირების მსოფლიო პრეცედენტებად წარმოჩენას, რეალური ინფორმაციის დამალვით ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სენეგალის, ბრიტანეთის, კორეის და საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოების პრეცედენტებად გასაღებულ ამბებზე გამოძიება იმის გამოა დაწყებული, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს ფიზიკურად მძიმე ზიანი მიადგათ, ან სულაც დეპუტატებმა არა პარლამენტში, არამედ საჯარო სივრცეში იძალადეს.
06 ივლისი 2026, 20:35
პოლიტიკა
„მოკავშირეები ანკარაში“ - მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ხვალ გაიხსნება და მაკა ბოჭორიშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
06 ივლისი 2026, 20:25
პოლიტიკა
რა პოტენციალს ხედავს საქართველო ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში - მიხეილ ყაველაშვილის გზავნილები „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს ღონისძიებიდან. „ქრონიკის“ ჟენევიდან
როგორ უნდა დაბალანსდეს ინოვაციები ეროვნულ ინტერესებთან და ადამიანის უფლებებთან. ხელოვნური ინტელექტი-პერსპექტივა და გამოწვევები- ამ საკითხების შესახებ ხედვა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს საინაუგურაციო დიალოგის მონაწილეებს წარუდგინა.
06 ივლისი 2026, 20:22
პოლიტიკა
წნეხი ეკლესიაზე და ლგბტ პროპაგანდაში ჩართვის მცდელობები. კონკრეტული გვარები და ვიზიტები - რა მოთხოვნებს უყენებდნენ საპატრიარქოს ბრიუსელიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ ითხოვდა საქართველოს ეკლესიისგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდაჭერას - საპატრიარქო წლების წინანდელ შეხვედრას და იმ დროს ბელგიის პირველ დიპლომატთან შეხვედრას იხსენებს.


