დავით ქართველიშვილი: კელი დეგნანის ივანიშვილთან შეხვედრა რა მოტივაციით იყო განპირობებული? მას შეხვდა, როგორც გავლენიან ქართველს, ფილანტროპს, კონტრიბუციონერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს თუ პოლიტიკიდან გასულ მოქალაქეს?
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
პირველ რიგში, საზოგადოების სახელით მადლობის გადახდა გვმართებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში ის არის ქვეყნის მოქალაქე და საზოგადოებაში დაგროვებულ პასუხგაუცემელ მნიშვნელოვან კითხვებზე ფარდის ახსნას საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლის, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.
როგორც ქართველიშვილი წერს, საინტერესოა, კელი დეგნანის ივანიშვილთან შეხვედრას რა მოტივი ჰქონდა.
,,პირველ რიგში, საზოგადოების სახელით მადლობის გადახდა გვმართებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში ის არის ქვეყნის მოქალაქე და საზოგადოებაში დაგროვებულ პასუხგაუცემელ მნიშვნელოვან კითხვებზე ფარდის ახსნას საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლის. ახლა კი გავყვეთ მოვლენების ძალზე საინტერესო ფაქტოლოგიურ ქრონოლოგიას. 2022 წლის 5 თებერვალი: „ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან“, - განაცხადა კელი დეგნანმა. 2022 წლის 21 მარტი: „რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. საინტერესოა, კელი დეგნანის ივანიშვილთან შეხვედრა რა მოტივაციით იყო განპირობებული? მას შეხვდა, როგორც გავლენიან ქართველს, ფილანტროპს, კონტრიბუციონერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა თუ პოლიტიკიდან გასულ მოქალაქეს? აღნიშნული შეხვედრის მიზანს, მის შინაარსს და ზოგადად, თავად შეხვედრის ფაქტს, მიუხედავად არაერთხელ დასმული მარტივი შეკითხვებისა - ქალბატონი დეგნანი ამ მომენტამდე არც ადასტურებდა და არც უარყოფდა. დღეს ჩვენ უკვე ვიცით მთავარი - შეხვედრა შედგა! ამ ეტაპზე, შეხვედრის მიზნებსა და შინაარსზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მართებს ინიციატორს - აშშ-ს ელჩს! ამჟამად - „ბურთი“ მის „საინფორმაციო მოედანზეა“. დაველოდოთ. დუმილის გაგრძელების შემთხვევაში - დარწმუნებული ვარ, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ინფორმაციას ამის შესახებაც მივიღებთ. მანამდე კი შეგვიძლია გამოვთქვათ არგუმენტირებული ვარაუდები. ბიძინა ივანიშვილის სანქციების ქვეშ აყვანის თემის გააქტიურება და მისი შემდგომი „დეოლიგარქიზაციის“ იდეა-ფიქსი გაჩნდა და გააქტიურდა სწორედ ამ შეხვედრის შემდგომ პერიოდში. როგორც ჩანს, კელი დეგნანმა მისგან ვერ მიიღო „რაღაც მნიშვნელოვან“ საკითხებზე სათავისოდ „მისაღები პასუხები“. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ შეხვედრის შედეგების შესახებ როგორც ჩანს, ქალბატონი ელჩის მხრიდან ინფორმირებული იყო ყველა: აშშ-ს პოლიტიკური წრეები (თუნდაც - მაკფოლი), უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები (იგივე - არახამია), ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ყველა - საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების გარდა, რომელთა წინაშე ქ-ნი კელი დეგნანი საკუთარ პასუხისმგებლობას აღარც გრძნობს და აღარც თვლის თავს ვალდებულად. ღმერთმა ქნას - ვცდებოდეთ. ამიტომაც, მოულოდნელად ველით თქვენგან განმარტებას, ქალბატონო ელჩო!” - წერს ქართველიშვილი.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კელი დეგნანთან შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 20:05
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.
25 ივლისი 2026, 18:12
რეგიონი
დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
25 ივლისი 2026, 18:09
პოლიტიკა
სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე: ევროპას ძალიან სჭირდება შუა აზია და მისი რესურსები - ამ რესურსების გადაზიდვის ერთადერთი ჰაბი არის საქართველო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„სამხრეთით არის ავღანეთი და ირანი, იქ რა მდგომარეობაა ამას ახსნა არ სჭირდება. ჩრდილოეთით არის მეორე მარშრუტი აბრეშუმის გზის: რუსეთი და უკრაინა, აქაც ყველაფერი გასაგებია, შეიძლებოდა ბელორუსიის გავლით, მაგრამ ბელორუსიისა და პოლონეთის ურთიერთობების შესახებაც გასაგებია, შუა აზიისთვის ერთადერთი ჰაბი არის ეს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობისთვის. ახლა ევროპას უფრო სჭირდება შუა აზია თუ შია აზიას უფრო სჭირდება ევროპა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მინერალ-წიაღისეულ რესურსებზე წვდომა“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.
25 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს
საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
25 ივლისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი
დაკავშირებადობის კუთხით, ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
25 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ზეწოლა.
25 ივლისი 2026, 17:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძებაზე საუბრისას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.
25 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანას”. ,,მეთადონს’’, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
25 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ქუთაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება.
25 ივლისი 2026, 17:16
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან
სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
25 ივლისი 2026, 17:12
სამართალი
17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს
კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს ნიკა კაპანაძე, რომელსაც პატიმრობა პალატაში შეუფარდეს. ის 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ასევე პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, ოთხი მუხლითაა ბრალდებული
25 ივლისი 2026, 17:06
საზოგადოება
26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი.
25 ივლისი 2026, 17:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: „ჯერ საქართველოს“ დაარქმევენ, „კვლავ საქართველოს“ თუ „წინ საქართველოს“, ამ დონეზეღაა მათი ფანტაზია, რომ რაიმე ახალი სახელი მოუფიქრონ სხვადასხვა გაერთიანებას
რამდენი კომბინაცია უნდა შემოსთავაზონ საზოგადოებას, არ ვიცი. საზოგადოება ხვდება, რომ საბოლოო ჯამში ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება. ამიტომ, ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია გაშიფრულია, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
25 ივლისი 2026, 16:48
მსოფლიო
Reuters: გაეროს გენერალური მდივანი სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დამასკოში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 16:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, რომელი ურთიერთობაც ამას ხელს შეუშლის, არცერთი არ იქნება დაშვებული
ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ამოცანა, ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა ურთიერთობაც ამას ხელს შეუწყობს, ყველა ამ ურთიერთობისთვის ვართ გახსნილი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
25 ივლისი 2026, 16:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში.
25 ივლისი 2026, 16:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი
ევროკომისია ქართული საზოგადოების თვალში არის ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი. აი, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი და ამას სჭირდება შველა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
25 ივლისი 2026, 16:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სასაცილოა, როდესაც ჯო უილსონი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება სჭირდება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომლებთანაც ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არის კონკურენციაში - ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ადამიანს
ეს ამერიკის შეერთებული შტატების საქმეა, რას შეისწავლის და რა თქმა უნდა, სასაცილოა, როდესაც ჯო უილსონი ფიქრობს, რომ მისი მოწოდება სჭირდება ტრამპის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმ ქვეყნების გავლენა, რომლებთანაც ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არის კონკურენციაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
25 ივლისი 2026, 16:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის
ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის იქნება თუ სხვა ჩვენი კლასიკოსების, საამაყო წინაპრის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
25 ივლისი 2026, 16:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ალოობა ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა - ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში
დღეს დედოფლისწყაროში აღინიშნება ალოობა. შარშანაც გახლდით, იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა, დღეს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად. ვინაიდან საქართველო ყურძნის და ხორბლის სამშობლოა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კახეთში, სადაც ხორბლის მოსავლის აღებას დაესწრო.


