ანრი ოხანაშვილი: პარტია თუ უარს ამბობს ამომრჩევლის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე, ეს ნიშნავს საბოტაჟს და არა პოლიტიკურ ბოიკოტს
ანრი ოხანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ოპონენტები ცდილობენ, სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ“, - ამის შესახებ პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიის პრინციპის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით.
„თუმცა, უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს, საბოტაჟს უცხადებს დემოკრატიის პრინციპს, პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში რამდენად მიზნობრივია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდან იღებდეს დაფინანსებას? ჩვენი კანონპროექტით ვამბობთ, რომ ეს არ იქნება მიზნობრივი, ვინაიდან მიზნობრიობა დაკავშირებულია დემოკრატიის პრინციპთან, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და კონკრეტულ პარტიას მისცა ერთი ხმა, ერთი ნამდვილი ხმა უდრის 15 ლარს, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ასევე გადასცა დაფინანსება, ერთი ნამდვილი ხმა 15 ლარის ოდენობით კონკრეტულ პარტიას.
თუ რომელიმე პარტია უარს ამბობს იმ მინიმალურ სტანდარტზე, უარს ამბობს იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც დააკისრა ამომრჩეველმა და დემოკრატიის პრინციპმა, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს საბოტაჟს და არა პოლიტიკურ ბოიკოტს, როგორც სურთ ოპონენტებს გააფორმონ და გაასაღონ საზოგადოებაში, ვითომ ისინი იმყოფებიან პოლიტიკურ ბოიკოტში. უნდა გაივლოს წითელი ხაზი, სად იწყება პოლიტიკური ბოიკოტი და სადამდეა ამომრჩევლის და პარლამენტის საბოტაჟი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 13:26
ტექნოლოგიები
Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშნვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ
„ნამდვილი კავშირი არტისტსა და თაყვანისმცემელს შორის მხოლოდ ნდობასა და ავთენტურობაზე შეიძლება დამყარდეს“, - განაცხადეს Spotify-ში. კომპანიაში დასძინეს, რომ მსმენელებს არ მოსწონთ, როდესაც პროფილი რეალურ ადამიანად აღიქმება, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ პერსონა ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
12 აგვისტო 2026, 13:23
ჯანდაცვა
ნინო ფოჩხუა: გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას, ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი. ნეტავ ახლა რას იტყვიან „ადამიანებზე მოფიქრალი“ პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, რომლებიც გვახსოვს თუ როგორ სამარცხვინოდ იქცეოდნენ
გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას, ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი და რომელიც არანაკლებად მძიმეა, ვიდრე დიუშენი და ბევრად ძვირი ღირს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
12 აგვისტო 2026, 13:20
მსოფლიო
პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას სარკისებურად უპასუხებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას სარკისებურად უპასუხებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 13:20
ჯანდაცვა
დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო და მმართველი გუნდი მნიშვნელოვან საქმეებს ხმაურის გარეშე აკეთებს. - ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტის, „ტრიკაფტას“ შესყიდვაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა
„მაქვს ლოგიკური კითხვა, სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, რომლებიც დიუშენის სინდრომით დაავადებულთა შემთხვევაში აქტიურად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს და მას მედიკამენტების არ შესყიდვაში ადანაშაულებდნენ, როგორც გაირკვა საქმე არა ფინანსებში არამედ მოქალაქის ჯანმრთელობაშია, სახელმწიფო არ შემოიტანს მედიკამენტს რომელიც პაციენტის მდგომარეობას დაამძიმებს“.
12 აგვისტო 2026, 13:19
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ი/მ რამინ ნაგიევის სასათბურე მეურნეობასა და წარმოების პროცესს გაეცნო, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 13:16
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, ფერმერებს წარმოების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცული ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
12 აგვისტო 2026, 13:12
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელმაც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილი გადაარჩინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელმაც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილი გადაარჩინა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ირაკლი მაქაცარიას მადლობა გადაუხადა.
12 აგვისტო 2026, 12:56
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის, ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქოს სურს, რომ ელექტროენერგია ევროპულ ბაზრებს მიაწოდოს და დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის.
12 აგვისტო 2026, 12:52
რეგიონი
ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.
12 აგვისტო 2026, 12:40
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახლადრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის, მათ შორის მიკრო ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 12:36
ეკონომიკა
ტოკიოში ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა გაიმართა
ტოკიოს აოიამას ფერმერულ მარკეტში (Aoyama Farmers’ Market), სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სტუმრებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს გაცნობისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინო, ასევე, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულოს კერძები.
12 აგვისტო 2026, 12:35
მსოფლიო
POLITICO: ტრამპმა დაადასტურა, რომ ივლისში თურქეთიდან სხვა თვითმფრინავით ფარულად გაფრინდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს თურქეთში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ქვეყანა ფარულად სხვა თვითმფრინავით დატოვა, თუმცა უარყო, რომ თავად მონაწილეობდა ამ ოპერაციის დაგეგმვაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 12:30
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს
„დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
12 აგვისტო 2026, 12:10
საზოგადოება
ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პლატფორმას „მედიის გასაღები“, რომელიც www.mediatsigniereba.ge -ზეა განთავსებული, 60-ზე მეტი ახალი რესურსი დაემატა და ახლა უკვე 200-ზე მეტი ფილმისა თუ ანიმაციის შესახებ საგანმანათლებლო და სადისკუსიო მასალას აერთიანებს.
12 აგვისტო 2026, 12:10
მსოფლიო
კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა
Bloomberg-ი წერს, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბუენავენტურა კოლუმბიის მთავარ პორტად რჩება საზღვარგარეთ ყავის გასაგზავნად. ახლა მასთან წვდომა მიწისძვრის შედეგების გამო შეზღუდულია. ყავის ექსპერტების ასოციაციის Asoexport-ის ხელმძღვანელის გუსტავო გომესის თქმით, კომპანიებს მხოლოდ ცალკეული გადაზიდვების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა სრული მოძრაობის აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
12 აგვისტო 2026, 12:07
მსოფლიო
Reuters: რუმინეთმა შავ ზღვაში „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურა
რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავებმა შავი ზღვის ეკონომიკურ ზონაში, ოფშორული გაზის პროექტ Neptun Deep-ის სიახლოვეს მოძრავი „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 11:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები
ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
12 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა - 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, დიდგორობის დღეს, ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება
1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა - 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, დიდგორობის დღეს, ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
12 აგვისტო 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს გამარჯვება განისაზღვრება არა სატელევიზიო დეკორაციებით, დროშების ფრიალით და მოწყობილი ზეიმებით. გამარჯვება იზომება მიღებული შედეგით: რამდენად დაცულია ქვეყნის ტერიტორია, მოქალაქეები, მშვიდობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ვერც ერთი ეს მიზანი ვერ დაიცვა
„12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ მაგრამ რა მოხდა შემდეგ?“.
12 აგვისტო 2026, 11:45
კულტურა
ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს
სერიალის მეორე სეზონის გადაღებები შემოდგომაზე, HBO-ს პროექტის პირველი ეპიზოდების ეკრანებზე გამოსვლამდე დაიწყება. სერიალის პირველი სეზონის სცენარისტი ჯონ ბრაუნი ახალი ნაწილის შოურანერი გახდება და პროექტის ამჟამინდელ აღმასრულებელ პროდიუსერს, ფრანჩესკა გარდინერს შეუერთდება.


