IMEDI /  24 დეკემბერი 2020, 15:34 / სანდო წყარო

გოგი მეშველიანი საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგიით დაინტერესდა

გოგი მეშველიანი

გოგი მეშველიანი

ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შეთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი, - გოგი მეშველიანმა ამ სიტყვებით დაიწყო მისი გამოსვლა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებელები საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილევენ​.

„შარშან 9 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს წიაღის სექტორის სტრატეგია.ეს არის უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც სექტორის საკმაოდ ღრმა შესწავლას და ანალიზს ეფუძნება, აღიარებს მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებს ასევე, განსაზღვრავს ამ სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებებს. თუმცა, გასაგები მიზეზების, პანდემიური მოვლენების გამო, ჩვენი შეფასებით ცოტა შენელდა ამ მიმართულებით მუშაობა თუმცა, უდაოა, რომ წიაღის გონივრულ და ეფექტიან მოპოვებას გარემოს დაცვისა და აღდგენის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვის შემთხვევაში შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში“, - განაცხადა მეშველიანმა.

დეპუტატი ასევე როგორ ესახება პრემიერობის კანდიდატს დარგის მომავალი განვითარების პერსპექტივა.

„თქვენ როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი და თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი რათა სრულად, პასუხისმგებლიანად იქნეს ათვისებული არსებული რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ ამ პროცესში ადგილობრივი საზოგადოების, თემების კანონიერი ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული?“ - ამ შეკითხვით მიმართა გოგი მეშველიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2021, 18:26

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქარელის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ზაზა გულიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელი

25 ოქტომბერი 2021, 18:24

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება დისტანციურ ფორმატში. კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.

ნინო ლაცაბიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:19

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია მოსახლეობასთან საუბარი, დავით კირკიტაძემ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა

რუსთავის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე მოსახლეობის მიერ დასმულ მისთვის მიუღებელ ყველა კითხვას, მომავალშიც ძალადობით უპასუხებს. მან „ქრონიკაში“ რუსთავში მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკა.

ირაკლი კობახიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ერთ-ერთ რიგით აქტივისტად

„სახალხო დამცველი რას ამბობს, ეს არ არის მთავარი, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური მიკერძოება, ესეც აჩვენებს მათ შორის იმას, მაგალითად, რატომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ მოიგოს თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი. ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი, მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, . ეს არის ძალიან ცუდი და აჩვენებს, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ნინო ლაცაბიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:13

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ფიქრობენ, ესკალაციით შექმნიან ფონს, რომ რაღაც საოცრება ხდება და დაძაბული საარჩევნო პერიოდია - ზუსტად იციან, ვერ მოიგებენ და ესაა მათთვის ბოლო არჩევნები

„დღეს რუსთავსა და ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმეს აწყობს, რომ დაძაბულობა, დაპირისპირება იყოს მოსახლეობაში, არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ნახეს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ტურში, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47% და რეფერნდუმი, რომელზეც საუბრობდნენ, ჩაუვარდათ, დაინახეს, რომ გეგმა არ გამოუვიდათ; ქართველმა ხალხმა ხმა მისცა განვითარებას, რუსთაველებმაც ხმა მისცეს იმას, რომ არ დავრჩეთ წარსულში და გავაგრძელოთ ქალაქის განვითარება სხვადასხვა პროექტით“, - განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

25 ოქტომბერი 2021, 18:12

მსოფლიო

თურქეთში აშშ-ის საელჩო: აშშ პატივს სცემს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს

თურქეთში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პატივს სცემს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს.

ირაკლი კობახიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში

„დღეს ვასრულებთ შეხვედრებს რეგიონებში, 20 მუნიციპალიტეტში, სადაც იმართება არჩევნების მეორე ტური. ქარელში ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გულიაშვილს, ძალიან ღირსეულ კაცს, რომელიც გასული რვა წლის განმავლობაშიც ემსახურებოდა ქარელს, მის განვითარებას. დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში. შევხვდით პარტიის მხარდამჭერებს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ საარჩევნო სამზადისზე, რომელიც გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2021, 18:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მამუკა წოწერიას მეორე ტურში გამარჯვება ზუგდიდისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება

„მამუკა წოწერიას ყველა იცნობს. გარკვეული პრეტენზიებიც უთხრეს, თუმცა მის მიმართ განწყობა მაინც პოზიტიურია. ადგილზე შეხვედრების დროს გარკვეულ საკითხები გამოითქვა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდებათ. მამუკას იმედი ნამდვილად აქვთ. იგი პოზიტიური პიროვნებაა და გარდა ამისა, ინტელექტუალურად მომზადებული, კარგი მმართველი. ვფიქრობ, მისი გამარჯვება ზუგდიდისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმარი, აუცილებლობის შემთხვევაში ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ არავინ დაუშვებს სააკაშვილს ან ნებისმიერ პატიმარს რამე დაემუქროს.

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კირკიტაძეზე: წყნარი ლაპარაკი და ამავე დროს ფეხისა და მუშტის მოქნევა სჩვევია და ეს არაერთხელ ჩაიდინა

„ცნობილი იყო, რომ წყნარი ლაპარაკი და ამავე დროს ფეხისა და მუშტის მოქნევა სჩვევია და ეს არაერთხელ ჩაიდინა. იცის ისტორიამ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა და იგივე გააკეთა ახლაც. მაგრამ ეს ერთი შემთხვევა არ არის. ფაქტია, რომ ეს სტრატეგია იქიდან გამომდინარეობს, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა. არ შეიძლება პროგრამა არ ჰქონდეს ადამიანს და სხვა მეთოდი აირჩიოს, რომელიც მოაგებინებს. მელია რომ თავს დაესხა კობახიძეს და ეს ჩვეულებრივ ამბად მიიღო ჩვენი ოპონენტების საზოგადოებამ და შემდეგ ამაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია დაიწყეს, ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი და სტილის კარნახი თუ როგორ უნდა იმოქმედოს პირველ ტურში საკმაოდ სერიოზულად დამარცხებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

25 ოქტომბერი 2021, 17:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ზაზა გულიაშვილს ქარელში ალტერნატივა არ ჰყავს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ღირსეული კანდიდატია და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს

ჩვენს კანდიდატს, ზაზა გულიაშვილს ქარელში ალტერნატივა არ ჰყავს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ღირსეული კანდიდატია და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:43

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ვისთვისაც მიუღებელია ის უსამართლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:42

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ქართულ ოცნებას“ და ნინო ლაცაბიძეს რუსთავში პროვოკაცია არ სჭირდებათ, საზოგადოებამ კარგად იცის, ვის სჭირდება არეულობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსთავში, 24ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ცალსახა და ნათელია, რომ პროვოკაცია „ქართულ ოცნებას“ და ნინო ლაცაბიძეს რუსთავში არ სჭირდებათ. პროვოკაცია სჭირდებათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დათო კირკიტაძეს. პროვოკაციები ვისი ბუნებაა, საზოგადოებამ იცის“, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

„მოგიწოდებთ, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე რომ ასე ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, ეს არის უმსგავსობა. როგორ შეიძლება, ასე რომ საუბრობთ. თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი“.

25 ოქტომბერი 2021, 17:37

რეგიონი

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 3 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

ჯემალ წიკლაური

25 ოქტომბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

ჯემალ წიკლაური: გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე უარი განვაცხადე რის შემდეგაც დაიწყო შემოსვლები, პროვოკაციები და კოშმარული ზეწოლა

გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე უარი განვაცხადე რის შემდეგაც დაიწყო შემოსვლები, პროვოკაციები და კოშმარული ზეწოლა,- ამის შესახებ, გორის ბაზრის ყოფილმა მფლობელმა და ნაციონალური მოძრაობის დროს დაზარალებულმა ჯემალ წიკლაურმა “იმედი ლაივის“ ეთერში ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე

25 ოქტომბერი 2021, 17:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 27 ოქტომბერს აქციის მონაწილეთა შეკრება 15 საათიდან დაიწყება

„ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია, ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა კალაძე

25 ოქტომბერი 2021, 17:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას

„დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიან გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას, თანადგომას. კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას, რაც, სამწუხაროდ ყოველდღიურობაში შემოგვეჩვია და ეს ძალიან ცუდია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი დავასრულოთ“, - განაცხადა კალაძემ.

25 ოქტომბერი 2021, 17:11

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.