Imedi /  24 დეკემბერი 2020, 18:26 / სანდო წყარო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამშვირვალობა - საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შეფასებისას ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 2020 წლის 1 ივლისიდან 22 ნოემბრამდე საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია. ძალადობის შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება, საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის საარჩევნო კომისიების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მობილიზება საარჩევნო კამპანიისთვის, საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტირებისათვის და სხვა მანკიერი ტენდენციები არჩევნებიდან არჩევნებამდე მოუგვარებელ საკითხებად რჩება:

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოვლინდა.

ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. 20 ოქტომბრის შემდეგ განახლებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია. გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა.

საკუთრების დაზიანება: სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ასევე, გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალის და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. ასეთი ფაქტების გამოძიების მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე ძალადობის საქმეების გამოძიებისას.

ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება: პრობლემური იყო 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის თავდაპირველი გამოყენების ფაქტი, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაზიანდა. ცესკოს შენობასთან განვითარებული საპროტესტო აქციის დროს ადგილი ჰქონდა ასევე მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის, ფიზიკური დაზიანების მიყენების და მათი კუთვნილი ტექნიკური საშუალებების დაზიანების ფაქტებს.

არჩევნების დღეს და მის შემდეგ შედგენილი საჩივრების განხილვა: საყურადღებო იყო არჩევნების დღეს და მის შემდეგ მიმდინარე მოვლენები, გამოვლენილი დარღვევები და სამართლებრივი დავების პროცესი. არჩევნების მეორე დღიდანვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაიწყო საუბარი არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ. ასეთ ბრალდებებს ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსის ბევრი შემთხვევის არსებობამ შეუწყო ხელი. ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ფაქტებზე ზემდგომი საარჩევნო კომისიების (საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები) და სასამართლოების მხრიდან საჩივრებისა და სარჩელების თაობაზე დაუსაბუთებელმა და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურმა გადაწყვეტილებებმა. საბოლოო ჯამში, სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილი საჩივრებისა და სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა ან განუხილველი დარჩა და არ იქნა დაკმაყოფილებული. შედეგად, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლის კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

სამსახურიდან გათავისუფლება: საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს: წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგელებელყოფით დანიშნა, კერძოდ, პროფესიული ნიშნით დანიშნა ისეთი წევრები, რომლებიც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული, ეს კი წელს ამოქმედებული ახალი რეგულაციით, უკანონოა. გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად ამოწმებდა მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა.

საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ. ასევე წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით. ჩანაწერების გავრცელების მიზანი, როგორც ჩანს, აღნიშნული პირების დისკრედიტაცია იყო. ამჯერადაც გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერები ქართულმა სპეციალურმა სამსახურებმა შექმნეს და უცხოური ვებგვერდების მეშვეობით გაავრცელეს.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

2020 წელს შეიცვალა პარლამენტის საარჩევნო სისტემა, საკანონმდებლო რეფორმა, ასევე, შეეხო სხვა საკითხებსაც, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ძირითადად დადებითად შეაფასა. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ დარჩა რამდენიმე ისეთი ძირითადი პრობლემა, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და რომელთა გამოსწორების პოლიტიკური ნება ხელისუფლებამ არ აჩვენა. ასეთ საკითხებს მიუკუთვნება:

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არასამართლიანი წესი და პროფესიული ნიშნით კომისიის წევრების შერჩევის არასათანადო პროცედურა.

გარდა ამისა, გარკვეული კითხვები გააჩინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „კორონავირუსით” ინფიცირებული პირების, ასევე, კარანტინში და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის რეგულირებამ.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საანგარიშო პერიოდში ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის რამდენიმე სახეობის გამოყენების ტენდენცია დაფიქსირდა:

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენება: ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა საჯარო თუ კერძო პროექტის მონახულების პრაქტიკას. ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ ხელს არ უწყობდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არსებობას.

საჯარო მოსამსახურეთა მობილიზება: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება,

უკანონო აგიტაცია: ასევე, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევას. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

2020 წელს არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსი“. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია „კორონავირუსის” გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 20-მდე სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა, რომლებსაც საარჩევნო გარემოზეც ექნებოდა დიდი გავლენა. ამ ინიციატივებს შორის იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც, ცალსახად საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ.

რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინების აუცილებლობა:

საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის, ამომრჩევლის მოსყიდვის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროაქტიულად და ოპერატიულად უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას, არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;

საჭიროა, საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე;

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყვნენ პოლიტიკური პროცესებიდან და ისინი არ უნდა იქნენ გამოყენებული საარჩევნო მიზნით რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის;

თბილისის მერიამ პოლიტიკურ პარტიებს შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება არ უნდა შეუზღუდოს და „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს“ უნდა გააუქმოს უკვე შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები;

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე შეიძლება, შენარჩუნდეს შერეული შემადგენლობა და კომისიების ნაწილი დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით, მეორე ნაწილი კი პარტიების მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, მაგრამ არა დღეს მოქმედი გაუმართლებელი ფორმით: ერთ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს და არა რამდენიმე წევრის, როგორც ეს ამჟამად არის;

მეორე ეტაპზე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს საფუძვლიან რეფორმირებას. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ძირითადი პოლიტიკური პარტიები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

კანონით უნდა გაიწეროს ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულები იქნებიან, ხელახლა გადათვალონ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ბიულეტენები;

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების მიღებისა და განხილვის ერთგვაროვანი პრაქტიკა უნდა შეიმუშაონ;

საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობის ასამაღლებლად საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა არჩევნების დღის პროცედურებში ელექტრონული საშუალებების დანერგვაზე;

აუცილებელია, რომ საარჩევნო კომისიებმა სოციალური ქსელების მეშვეობით საარჩევნო აგიტაცია აღიქვან კანონის დარღვევად და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები:

ამ პრაქტიკის შესაცვლელად, ასევე, შესაძლებელია, „საარჩევნო კოდექსში” წინასაარჩევნო აგიტაციის ცნების განმარტებაში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ იგი სოციალური ქსელების პირადი გვერდის მეშვეობით აგიტაციასაც გულისხმობს;

ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ყველა სიახლე

გიორგი გაბუნია

22 სექტემბერი 2026, 14:27

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით

ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებულ „კორძის“ კონცერტის თემას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას

ნათელია, რომ ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურება რადიკალური ოპოზიციისა და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინგა ფხალაძე

22 სექტემბერი 2026, 14:16

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, დივერსიფიცირებული, კონკურენტული, მდგრადი და, რაც მთავარია, მეტად დაკავშირებული როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ენერგეტიკულ სივრცესთან

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ დღეს საქართველოს წინაშე სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული ამოცანები დგას. ამასთან, ინგა ფხალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებები გულისხმობს არა მხოლოდ საუბარს ენერგეტიკის გამოწვევებსა და მომავალზე, არამედ საფუძველს უყრის იმ წესების, ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ენერგეტიკულ მომავალს ქმნიან.

22 სექტემბერი 2026, 14:14

მსოფლიო

ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდების შეფერხებას უკავშირდება. ექსპერტების პროგნოზით, მაღალი ფასები კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 14:13

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე: ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ

ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ ბელგიის პარლამენტარებამდე, რადგან უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2026, 14:10

მსოფლიო

The Guardian: ტრამპი ზელენსკის რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს

The Guardian-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისას რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უკრაინის ლიდერის პოზიციაზე ზეწოლა ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის შეჩერებას უკავშირდება.

22 სექტემბერი 2026, 14:06

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ თამაზ შუბითიძეს მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში, სხვადასხვა საფეხურზე თანმიმდევრული კარიერული წინსვლა აქვს გავლილი, რაც სამომავლოდ დანაყოფის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

22 სექტემბერი 2026, 14:02

კულტურა

თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა

საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.

22 სექტემბერი 2026, 14:00

ჯანდაცვა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს

ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კონკრეტულ მაჩვენებლებშიც აისახება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

22 სექტემბერი 2026, 14:00

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი - წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები - გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.

რევაზ სოხაძე

22 სექტემბერი 2026, 13:49

რეგიონი

რევაზ სოხაძე: საგარანტიო პერიოდში გამოვლენილ ყველა ხარვეზს კონტრაქტორი საკუთარი ხარჯით გამოასწორებს

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოებს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით შეასრულებს.

მარიამ ქვრივიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ ჩინეთთან და შუა დერეფნის კონტექსტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მთელ მარშრუტზე კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებად ვაქციოთ

„ჩინეთი შუა დერეფნის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს მისი მტკიცე მხარდაჭერა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივისა და ჩინეთი-ევროპის სარკინიგზო ექსპრესის მიმართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება

ჩვენი მიზანია საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება და ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ჩინეთში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძე

22 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებაზე: მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს.

მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცესკო: ბოლო ორი საერთო არჩევნების შესახებ არსებობს ამერიკული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის 6 დასკვნა. სწორედ აღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად, შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან

„გვინდა გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ მანიპულაციურ განცხადებებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ცდილობს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს აღქმა, თითქოს არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ არაკომპეტენტურობასთან, არამედ დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებასთან.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 სექტემბერი 2026, 13:16

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ისინი [ოპოზიცია] ხედავენ საშიშროებას, რომ თუ მოხდა ჩვენს ხალხებს შორის გარკვეული დიალოგის ჩამოყალიბება, ამას შეიძლება შემდგომში მოყვეს გარკვეული სასიკეთო პოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ეს სასიკეთო პოლიტიკური შედეგები აშინებთ მათ

გვარამია თავის სტილში მუდმივად საუბრობს ზიზღი, ზიზღი და ზიზღი, მტრობა, მტრობა და მტრობა, - ასე ეხმიანება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გვარამიას განცხადებას.

22 სექტემბერი 2026, 12:58

ეკონომიკა

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა

შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.

22 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.

მიხეილ ყაველაშვილი

22 სექტემბერი 2026, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

პეტერ მადიარი

22 სექტემბერი 2026, 12:17

მსოფლიო

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.