http://imedi.ge/ /  25 დეკემბერი 2020, 09:15 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი: საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებით

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

„საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე და უკანონო პატიმრობაზე“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. თეა ახვლედიანის კომენტარს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, როგორც ცნობილია საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას, ქმედებებს, რომლებიც მათ შორის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ დაკავებასა და უკანონო პატიმრობაზე.

იცით, რომ დღესდღეობით დაკავებულია ჩვენი რამდენიმე მოქალაქე, როგორც აფხაზეთის მიმართულებით ირაკლი ბებუა, ასევე ცხინვალის მიმართულებით ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. სასიხარულო ამბავია ის, რომ გუშინწინ გათავისუფლდა მირიან თაზიაშვილი.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში დარჩენილი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გახანგრძლივდა.

საქართველოს შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ და ამისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს, დაწყებული არაფორმალური არხების გამოყენებით, მუდმივ რეჟიმში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და რაც მთავარია ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაძლიერდეს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე და მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შედეგს“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს.

ყველა სიახლე

არჩილ ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ოქტომბერი 2021, 11:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როგორც იქნა, აღიარეს ნაციონალებმა, თუმცა ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა, მას ჯერ კიდევ სააკაშვილი აღიარებდა და ახასიათებდა

გუშინ, მელიამ მამუკა ხაზარაძე, თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ რა გახარებული იყო „ლელო“-ს ლიდერი გეგონება მართლა მერის მოადგილე დანიშნეს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის მერის მოადგილედ წარდგენას და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის მამუკა ხაზარაძეზე ამბობს, რომ - ვერაფერი ვერ ისწავლა ცხოვრებაში და ყოველთვის არასწორ მხარეს ჩნდება. სააკაშვილი იხსენებს ხაზარაძის გეპე-ის კომკავშირის მდივნობის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც ის გეპეიდან გამოვარდა და ციხიდან გამოსულ მერაბ კოსტავაც პალტო შემოახია.

ნინო ლაცაბიძე

21 ოქტომბერი 2021, 11:36

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება. ძველი, ამორტიზებული ლიფტების ახლით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რათა ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას კორპუსის ამხანაგობებთან ერთად განვახორციელებთ და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტებისთვის დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, რომლის შეგროვება ხშირად კორპუსის სამეზობლოს უწევს, გადაიხადოს მერიამ. ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ასევე გავაუქმებთ ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და აქტიურად დავიწყებთ ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლი, ევროპული სტანდარტის მქონე ლიფტებით ჩანაცვლებას. ამისთვის რუსთავში ლიფტების მოვლის სერვისი შეიქმნება და ჩვენ შევძლებთ, რუსთავში სრულად განვაახლოთ ლიფტები. სანამ ამის საშუალება გვექნება, თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს მის კორპუსში არსებული ლიფტით“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

21 ოქტომბერი 2021, 11:27

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს

„როგორც წესი, ინდივიდუალურ წერილებთან და განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგანაც ეს მათი პოზიციაა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ წერილის ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით საკითხებში. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სახალხო დამცველის შეფასებებიც, დაცული უნდა იყოს ფუნდამენტური უფლებები, პატიმრობაში ყოფნის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

21 ოქტომბერი 2021, 11:08

სამართალი

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,21%-ს შეადგენს

20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.83% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.05%.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 194-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 932 643 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.

21 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.

21 ოქტომბერი 2021, 10:48

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ მიმართულებები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ონლაინ ფორმატში წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სექტორებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან პირველი განხილვა გაიმართა, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, რომლის დროსაც პასუხი გაეცემა საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, მისი განვითარების მიმართულებებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

21 ოქტომბერი 2021, 10:40

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვარი

21 ოქტომბერი 2021, 10:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობს.

21 ოქტომბერი 2021, 10:37

ეკონომიკა

ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირებასაც ითვალისწინებს.

21 ოქტომბერი 2021, 10:16

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა მეცხოველეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, სურსათის უვნებლობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სოფლის განვითარების პროექტების თანადაფინანსება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ინდოეთი წყალდიდობა

21 ოქტომბერი 2021, 10:04

მსოფლიო

ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა

წყალდიდობა და მეწყერი სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქვეყანაში ნალექის დონე მცირდება, თუმცა ნეპალში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იწვიმებს.

თენგიზ ცერცვაძე

21 ოქტომბერი 2021, 09:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის მაჩვენებელი და პირბადეების გამოყენების პროცენტი ძალიან დაბალია. ამაზე ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს

„ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საგანგაშოა. 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კარლ ჰარცელი ბთუმი გლოვის კედელი

21 ოქტომბერი 2021, 09:12

რეგიონი

კარლ ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ჰარცელი და მერედიტი აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდებიან. ამასთან, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში „შავი ზღვა - საუბრები კავშირების განმტკიცებაზე".

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 09:00

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: აბსოლუტურად განადგურებული სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“ავაღორძინეთ და ჩვენი რესურსით ვერტმფრენების რეაბილიტაცია ხორციელდება

„ჩვენ ოთხი სუ 25-ის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ის ვერტმფრენები, რაც გვქონდა არ ექვემდებარებოდა ექსპლუატაციას და ვერ გამოვიყენებდით. ჩვენი რესურსით ვახერხებთ ამ ვერტმფრენების რეაბილიტაციას. ერთ თვეში იქნება ჩვენს მიერ რეაბილიტირებული პირველი ვერტმფრენი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 08:45

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ერთობლივ გამოწვევად მივიღებთ

„ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“, - აღნიშნა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 08:33

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია

„მსხვილ იარაღზე ხელმისაწვდომობა გაგვეხსნა შარშანწინ, როდესაც პრემიერი იყო მინისტრი. მოგეხსენებათ, გავაგზავნეთ „რაფაელის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისთვის ისრაელში. რაც შეეხება ჯაველინებს, ჩვენ მოგვცეს უფლება და აშშ-ის კონგრესმა მიიღო ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გადმოეცათ ჯაველინები. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დოკუმენტები განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10- წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში ჩვენ პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი სისტემების და ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რისი ყიდვაც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია, ასეთი იყო ზუსტად ჯაველინი. ეს დახმარება მოგეხსენებათ ყოველწლიურია. ჩვენ ასევე პრიორიტეტებში ყოველწლიურად ამ 10 წლის პერიოდში ჩავსვამთ ისეთ შეიარაღებას, რაზეც რთულია რომ ხელი მიგვიწვდებოდეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.