თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს: თქვენ დღეს ამ ტრიბუნასთან ბიზნესომბუდსმენი ხართ, თუ დეპუტატი
თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კამათის მიზეზი გახდა.
კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი მიხეილ დაუშვილია. პროექტის მიხედვით, ხდება ჩანაწერის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას.
დაუშვილი აცხადებს, რომ ცვლილების ერთადერთი მიზანი ტექნიკური ხარვეზის გასწორებაა, რადგან კანონპროექტის ორი სხვადასხვა მუხლი ერთი და იგივე შინაარსისაა და ერთი უნდა გაუქმდეს. დეპუტატთა ნაწილი აღნიშნულს არ ეთანხმება.
სხდომაზე თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმის გაუქმება შრომით ურთიერთობებში უკან გადადგმული ნაბიჯია.
„თქვენ დასვით შეკითხვა, მიხეილ სარჯველაძეს ჰკითხეთ, ხომ კარგი იურისტი ხართო და არაუშავსავით იურისტია, რა ვიცი, ციხეში თუ ჩაგვსვეს, მოგვივლის ბევრ ადამიანს, კვალიფიკაცია აქვს კარგი, მაგრამ, თქვენ ბიზნესომბუდსმენი ხართ დღეს ამ ტრიბუნასთან, თუ დეპუტატი? არ მინდოდა ამ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ არ მომყვებით კონსტრუქციულ დიალოგში. ამ ნორმის ამოშლა არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში და კერძო სექტორში, თორემ არც ერთი სამინისტრო, არც ეს პარლამენტი და არც ერთი საჯარო დაწესებულება არ იკადრებს შრომის ურთიერთობებში და ვეღარ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს ხოლმე კერძო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვის დედასთან მიმართებაში, ჰომოსექსუალ ადამიანთან, ფეხმძიმე ქალთან მიმართებაში, შშმ პირთან მიმართებაში. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ერთი ზოგადია, რომელზეც თქვენ გვეუბნებით, რომ უფრო კონკრეტულ ნორმას ფარავსო და მეორე არის უფრო კონკრეტული. ამ ორი ნორმით დასაქმებულ პირს აქვს უფრო მეტი დაცულობა და თქვენ ამას გნებავთ, უძახეთ ტექნიკური ხარვეზი, გნებავთ, ნუ უძახებთ. ბიზნესს ნამდვილად გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აყვავდნენ, არა ისე, რომ ფეხმძიმე ქალი არ მიუშვან სამსახურში, რადგან 9 თვეში შემდეგ ფული უნდა უხადონ დეკრეტული შვებულებისთვის. ამას ემსახურება ეს, მეტს არაფერს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის მიმართვამდე, მიხეილ დაუშვილმა მიხეილ სარჯველაძის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც კანონპროექტი სარჯველაძემაც გააკრიტიკა.
„თქვენ ძალიან წარმატებული იურისტი ბრძანდებით, როგორც მე ვიცი, საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა გქონდათ და როდესაც ერთი კანონის ორი სხვადასხვა ჩანაწერი არეგულირებს ერთსა და იმავე საკითხს, ეს ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს როგორც ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და თუნდაც იურიდიული რჩევის მიცემის დროს, ასევე სასამართლოში პროცესების წარმოების დროსაც. ამასთანავე, მეოთხე მუხლი პირდაპირ აკეთებს მითითებას, რომ მიუხედავად იმისა, რა სტატუსი გააჩნია შრომით ხელშეკრულებას, დისკრიმინაციის აკრძალვა აპრიორი მოქმედებს მხარეებს შორის. თვითონ იმ განმარტებაში, რომ მესამე მუხლის ამოღების შემთხვევაში, დასაქმებული ან პოტენციური დასაქმებული გახდება დაუცველი კანონიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ გეთანხმებით“, - მიმართა მიხეილ დაუშვილმა მიხეილ სარჯველაძეს.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 18:20
საზოგადოება
ნინო ბაგაშვილი: რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები - სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება
იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია, გადაწყდა რუსთაველის გამზირის სრული დაკეტვა სამანქანო მოძრაობისთვის. შესაბამისად გვაქვს მცირედი ცვლილებები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა.
22 ივლისი 2026, 18:19
მსოფლიო
ტრამპი: ამერიკელები ომის წინააღმდეგნი არ არიან - ამერიკელებს არ სურთ მაღალი ფასები საწვავზე, მაგრამ ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელებს საწვავის მაღალი ფასები არ მოსწონთ, თუმცა ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან.
22 ივლისი 2026, 18:18
ეკონომიკა
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
22 ივლისი 2026, 18:16
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.
22 ივლისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 18:04
საზოგადოება
გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები
დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.
22 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა
ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართ, აღმოჩნდა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 ივლისი 2026, 17:53
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.
22 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება
„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, ის რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
22 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად - საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა და რომელიც არის სანდო პარტნიორი
ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
22 ივლისი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სამთავრობო დელეგაციის სინგაპურში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სინგაპურში პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
22 ივლისი 2026, 17:39
მსოფლიო
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკას უკრაინული კომპანია Opendatabot-ი ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 17:24
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს
ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
22 ივლისი 2026, 17:18
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო რეგიონულ სატრანზიტო და სადისტრიბუციო კვანძად ყალიბდება, რომელიც ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ნაკადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით მოემსახურება.
22 ივლისი 2026, 17:15
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
22 ივლისი 2026, 17:14
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს.
22 ივლისი 2026, 17:02
მსოფლიო
გამოკითხვა: ფედოროვის გადაყენებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან უკრაინელების 72% ეწინააღმდეგება
ორგანიზაცია Raiting Group-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 72% მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ უჭერს.
22 ივლისი 2026, 16:46
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 16:29
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს გაეცნო
„დღეს ბაკურიანში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას. ასევე მოვინახულეთ სათავე ნაგებობა, სადაც სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დასრულებულია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
22 ივლისი 2026, 16:24
რეგიონი
ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა.


