ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: არქივი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უდნა გაგრძელდეს და პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება აუცილებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.
ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი
ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 10:38
COVID19
ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 10:17
COVID19
ალექსანდრე გოგინავა: ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა - შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, გარკვეულწილად, შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს. მისი თქმით, ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ შემსუბუქდება, რადგან ეს შემთხვევათა მატებას გამოიწვევს.

25 იანვარი 2021, 10:13
COVID19
ავსტრიაში პირბადეების ნაცვლად რესპირატორებით ივლიან
მანამდე ახალი რეგულაციის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. რუდოლფ ანშობერის თქმით, მაღალი ხარისხის რესპირატორები პირბადეებზე გაცილებით ძვირია, თუმცა ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ ისინი დაბალ ფასად მიიღოს. რესპირატორი ავსტრიაში სავარაუდოდ 1 ევრო ეღირება.

25 იანვარი 2021, 10:05
COVID19
ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 6 729 ადამიანი დაინფიცირდა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 217 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 141 665 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 52 087ადამიანი გარდაიცვალა.

25 იანვარი 2021, 09:49
რეგიონი
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრი შენდება
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ახალ თეატრში 570 მაყურებლისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზისა და 140-ადგილიანი მცირე დარბაზის გაკეთება იგეგმება

25 იანვარი 2021, 09:10
საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.

25 იანვარი 2021, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 25 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

25 იანვარი 2021, 08:28
რეგიონი
ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი „სასამართლო სხდომა“ დღეს გაიმართება
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც გახელაძის მეუღლე აცხადებს, პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც გაირკვევა, დარჩება თუ არა დაკავებული პატიმრობაში.

25 იანვარი 2021, 08:16
პოლიტიკა
მიმდინარე კვირაში პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
მიმდინარე კვირაში პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხს განიხილავს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები დღის წესრიგს არ ცვლიან და პარლამენტში შესვლაზე, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, კვლავ უარს აცხადებენ.

25 იანვარი 2021, 08:00
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსაც განიხილავენ
PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ღონისძიების განრიგში ნათქვამია, რომ 25 იანვარს ერთ0ერთ მომხსენებელი ტინი კოქსი იქნება, რომელიც კოლეგებს თავის ანგარიშს წარუდგენს. ასამბლეის ზამთრის პლენარული სესია 28 იანვარს დაიხურება.

25 იანვარი 2021, 05:24
მსოფლიო
მედია: ჯო ბაიდენი ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ აკრძალვას გააუქმებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე მისი წინამორბედის აკრძალვას გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 04:56
COVID19
მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
მექსიკის პრეზიდენტს, მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახევ თავად მექსიკის პრეზიდენტი ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 04:40
მსოფლიო
ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო გახსნა
ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საელჩო გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 04:21
COVID19
ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს
ქვეყანაში კორონავირუსის მუტაციის შემოტანის აღკვეთის მიზნით, ისრაელის მთავრობა დავიდ ბენ-გურიონის აეროპორტის ფუნქციონირებას ერთი კვირით შეაჩერებს. აღნიშნული ზომა 26 იანვრიდან 31 იანვრამდე იმოქმედებს.

25 იანვარი 2021, 03:39
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 28 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 28 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 606 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

25 იანვარი 2021, 03:35
მსოფლიო
პორტუგალიის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა
პორტუგალიის მოქმედმა პრეზიდენტმა, მარსელუ რებელუ დი სოუზამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. აღნიშნულს პორტუგალიის შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს.

25 იანვარი 2021, 03:06
COVID19
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 99 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 99 მილიონს გადააჭარბა.

25 იანვარი 2021, 03:02
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 02:36
მსოფლიო
ამსტერდამის პოლიციამ ლოკდაუნის საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლით დაშალა - დაკავებულია 190 ადამიანი
ამსტერდამის პოლიციამ ლოკდაუნის საწინააღმდეგო აქციაზე 190 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ამსტერდამის პოლიცია ავრცელებს.

25 იანვარი 2021, 02:11
COVID19
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 85 ათასს გადააჭარბა
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 629 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 299 ადამიანი გარდაიცვალა.