ბიძინა ივანიშვილი: მინდა, ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
- მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები
- მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში
- დიდი მადლობა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს
- მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში მადლობას უხდის ქართველ ხალხს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პოლიტიკურ გუნდს, თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს და ყველა პარტნიორს და მეგობარს, ასევე მის ოჯახს.
,,დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.
დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.
ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო - საქართველო“,- ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.
ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად იხილეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 10:22
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2021, 10:22
COVID19
ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 300 000 ადამიანის აცრა იგეგმება
ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 300 000 ადამიანის აცრა იგეგმება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.

16 იანვარი 2021, 10:06
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 42 ადამიანი. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 637 ადამიანი.

16 იანვარი 2021, 09:50
საზოგადოება
მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.

16 იანვარი 2021, 09:30
COVID19
გერმანიაში კორონავირუსის 18 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 980 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 09:15
პოლიტიკა
ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს
პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

16 იანვარი 2021, 09:01
მსოფლიო
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ფეისალ მიკდადს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკდადის მიმართ გავრცელდება შემზღუდავი ზომები, რომელიც 2011 წელს „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების გამოა მიღებული“.

16 იანვარი 2021, 08:44
COVID19
მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჩინეთში ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წასვლას უკავშირდება.

16 იანვარი 2021, 08:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 16 იანვარს ქუთაისში წვიმა ელჭექით პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

16 იანვარი 2021, 08:21
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 08:18
მსოფლიო
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 08:09
სპორტი
რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა
იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება - რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა.

16 იანვარი 2021, 08:06
მსოფლიო
დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა. მანამდე დაბლოკილი გვერდები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 16 იანვრიდან გახდა.

16 იანვარი 2021, 07:57
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

16 იანვარი 2021, 01:45
COVID19
გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს.

16 იანვარი 2021, 01:10
სამართალი
კახეთის პოლიციამ 3 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.

16 იანვარი 2021, 00:57
ტაბლოიდი
ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა 🚗
ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა. ამის შესახებ გამოცემა Times Now წერს.

16 იანვარი 2021, 00:53
COVID19
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 288 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 00:45
მსოფლიო
მედია: დონალდ ტრამპი ვაშინგტონს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს
დონალდ ტრამპი ვაშინგტონს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 00:12
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.