ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო არჩევნებზე ხმის მისაცემი აპარატები და თითის ანაბეჭდით რეგისტრაციის მეთოდი დაინერგება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
საარჩევნო რეფორმის ძირითადი ასპექტები, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში, შეჯერებულია. არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.
„ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს. აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება. თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა მათთვის არის ბოლო შანსი, გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნონ სახე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. თუ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა მათი მონაწილეობის გარეშე წარიმართება და დასრულდება, ისინი ამ შანსსაც საბოლოოდ გაუშვებენ ხელიდან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 02:15
სპორტი
The New York Times: „ასტონ ვილასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს
ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე ბრწყინავდნენ, მაგრამ ხომ არ დააკლდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია? - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
13 აგვისტო 2026, 01:52
სპორტი
ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.
13 აგვისტო 2026, 01:05
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ინგლისური „ასტონ ვილა“ უეფას სუპერთასის მატჩში 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. შეხვედრას ავსტრიულმა ზალცბურგმა უმასპინძლა.
13 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.
12 აგვისტო 2026, 22:49
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
12 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა
რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 22:27
სამართალი
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.
12 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა
პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 21:08
სპორტი
„იბერია 1999“-ის წარმატება - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
11 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ამჯერად „იბერია 1999“-მა მიაღწია.
12 აგვისტო 2026, 20:50
სამართალი
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები ხვალ განახლდება - რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები ხვალაც გაგრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა ის ადგილი შეამოწმეს, რომელსაც გაუჩინარებული მოზარდის დედა ითხოვდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 12 წლის წინანდელ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
12 აგვისტო 2026, 20:42
ეკონომიკა
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა - სამუშაოებმა ხმელეთიდან ზღვაში გადაინაცვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ხმელეთის შემდეგ უკვე წყალში გრძელდება, ეს პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. უკვე 2029 წელს კი მთავრობის ამოცანაა პირველი გემების მიღება.
12 აგვისტო 2026, 20:40
მსოფლიო
ტრამპი მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ: სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ კანონი ძალიან მკაცრია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას 2028 წელს მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ უპასუხა და აღნიშნული სცენარი გამორიცხა.
12 აგვისტო 2026, 20:39
საზოგადოება
არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, ღვედის გამოყენება, სიჩქარის გადაჭარბება - რა სიახლეებს მოიცავს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისათვის - საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არაერთ სიახლეს მოიცავს. შესაძლოა, ნასვამმა მძღოლმა ავტომობილის დაძვრა ვერ შეძლოს და შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი ყველა ავტომობილში სავალდებულო გახდეს, ისევე, როგორც ღვედის გამოყენება უკანა სავარძელში მჯდომი მგზავრისათვის.
12 აგვისტო 2026, 20:32
პოლიტიკა
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. ისევ განსჯის საგნად იქცა კანონპროექტები, რომელთა მიმართ წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს უწოდებს, მით უმეტეს, რომ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საქართველოს შემდეგ არაერთი ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.
12 აგვისტო 2026, 20:30
საზოგადოება
დიდგორობა 2026 - საზეიმო ღონისძიებები და „დიდგორის ჯვრით” დაჯილდოებული სამხედროები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
12 აგვისტო საქართველოს ისტორიის იმ გამორჩეულ დღესაც ნიშნავს, რაც 9 საუკუნეა გმირობის და თავდადების, სამშობლოს სიყვარულის და ქართველის მებრძოლი ბუნების მაგალითს ნიშნავს.
12 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - პროკურატურა გამოძიება განაგრძობს, აფხაზეთის ომის ვეტერანები გია ბარამიძის ნათქვამს უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღალატი, მებრძოლების და ზოგადად ქართველების შეურაცხყოფა, ტყუილი - გია ბარამიძის მხილება გრძელდება. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულ თითოეულ ვეტერანს თუ ადამიანს ბევრი აქვს მოსაყოლი ომის შესახებ, არაფერი მისი თავდადების შესახებ. რაც თქვა - ეს ყველასგან ღალატად შეფასდა. ელენე ხოშტარიასთვის კი ბარამიძე პატრიოტიზმის სიმბოლოა.
12 აგვისტო 2026, 20:09
პოლიტიკა
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს.
12 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
უკრაინული მედია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა
2025 წელს უკრაინაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 41.6% ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა. ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა. აღნიშნულ მონაცემებს მსოფლიო ბანკი კვლევაში Listening to Ukraine აქვეყნებს.
12 აგვისტო 2026, 19:55
ეკონომიკა
კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ
ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
12 აგვისტო 2026, 19:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის - დიდება ალაჰს
აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს - ვფიქრობ, მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.


