imedi /  13 იანვარი 2021, 17:50 / სანდო წყარო

დავით სერგეენკო ივანიშვილის წასვლაზე: შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი იწყება

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

ეს უდავოდ დიდი პოლიტიკური მოვლენაა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკაში, - ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ „დღის ქრონიკაში“.

„ამ წასვლას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მმართველ გუნდს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება იმისთვის, რომ უფრო მომწიფდეს პოლიტიკურად და უფრო ეფექტიანი იყოს, მეორე მხრივ უარყოფითი მხარეც აქვს, რადგან ამხელა მხარდაჭერა, ვგულისხმობ არა მარტო ავტორიტეტს და ფინანსურ რესურს, არამედ ამ ადამიანის გამოცდილებას და ზოგადად ხედვას, ამიტომ ერთი ეტაპი დასრულდა და ვფიქრობ, მეორე ეტაპი, უფრო მეტი გამოწვევის მქონე ეტაპი, ჩემი აზრით, წარმატებული იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პირველ არხთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ ექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2026, 09:11

სპორტი

თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

ტურნირზე 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 39 ქართველი. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და ანასტასია ჩხარტიშვილმა შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ანასტასია ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედალი ერთეულთა თანრიგშიც მოიპოვა. მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს საქართველომ 27-30 სექტემბერს მეხუთედ უმასპინძლა.

01 ოქტომბერი 2026, 09:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ოქტომბერს საქართველოში

1 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

01 ოქტომბერი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: საუდის არაბეთმა ისრაელს უარი უთხრა ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავები გაეგზავნა და ავარიულად დაშვებული Fly Dubai-ს რეისის მგზავრები დაებრუნებინა

საუდის არაბეთმა უარყო ისრაელის მოთხოვნა სამხედრო თვითმფრინავებს სამეფოს ტერიტორიაზე გაგზავნისა და დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის რეისის მგზავრების უკან დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი უსაფრთხოების სამსახურის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

01 ოქტომბერი 2026, 08:46

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას არაერთგზის უნახავს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბერა ივანიშვილის მისამართით და მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, მიმართოს სასამართლოს, რათა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ენერგიით არის წამოწყებული

ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ცილისმწამებლურ და ორკესტრირებულ კამპანიებს, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ კანონი უნდა დაუპირისპიროს და ეს ნაბიჯი სამომავლოდ ერთგვარი პრევენცია იქნება.

დავით მათიკაშვილი

01 ოქტომბერი 2026, 08:35

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თუ არა ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობა და ის რევოლუციური არჩევნები, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა, ძალიან სავალალო შედეგით დასრულდებოდა სააკაშვილის რეჟიმის განგრძობადი მმართველობა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების მნიშვნელობაზე საუბრობს.

არჩილ გორდულაძე

01 ოქტომბერი 2026, 08:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა - ეს დაგვირგვინდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საზოგადოება გვერდში დაუდგა ერთადერთ ძალას, რომლის მიზანიც იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და ამ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შრომა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას აფასებს.

01 ოქტომბერი 2026, 08:14

რეგიონი

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ახალგაზრდებს სპეციალური სიგელები და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

01 ოქტომბერი 2026, 08:11

კულტურა

ბათუმის საფორტეპიანო მარათონი პირველად გაიმართა

მარათონში სამუსიკო სკოლების 40-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საღამოზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ნიჭიერი პიანისტების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. ინიციატორი აჭარის კულტურის სამინისტრო იყო.

01 ოქტომბერი 2026, 08:06

პოლიტიკა

„ქრონიკის" კითხვა - აპირებს თუ არა IRI კვლევის ოფიციალურად გამოქვეყნებას და დამკვეთის დასახელებას, რომელიც ოპოზიციამ საგულდაგულოდ დამალა, ამ დრომდე პასუხგაუცემელია

კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს ერთპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს ორ პროცენტიანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა ლელო. ამ ფონზე ქართულ ოცნებას ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს. მმართველი გუნდისთვის კი, ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც კვლევის თანახმად ოპოზიციურ ფლანგს აქვს - ქართველი ხალხის ვერდიქტია.

01 ოქტომბერი 2026, 08:02

პოლიტიკა

14 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა

2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.

01 ოქტომბერი 2026, 08:00

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა - უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს სასტუმროსთან ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ და ავტოგრაფები გამოართვეს. უეფას ერთა ლიგის ბე დივიზიონის მესამე ტურში ხვალ უნგრეთის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე: რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი

ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ფასეულობა და ღირებულება ყოველთვის ადამიანი და მისი უფლებები იყო. ამის შესახებ კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

დიმიტრი სამხარაძე

01 ოქტომბერი 2026, 00:31

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

01 ოქტომბერი 2026, 00:30

მსოფლიო

POLITICO: უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება

ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს - დრონებისა და რაკეტების უწყვეტი ტალღებით იგი ანადგურებს ქალაქებს, ქარხნებს, ხიდებსა და პორტებს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება“.

01 ოქტომბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა

აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა, - ასე ახასიათებს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე IRI-ის კვლევაში ოპოზიციის შედეგზე: ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ ჩადენილი

2012 წლის შემდეგ ეს მონაცემები [ოპოზიციის შედეგი სოციოლოგიურ კვლევაში] ერთი მიმართულებით მიდის, - განაცხადა გადაცემაში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ IRI კვლევაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციურიმა პარტიებმა 2012 წლიდან ვერც ერთ არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა

რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, -

30 სექტემბერი 2026, 23:52

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ბაქოს ექსპოცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.