imedi /  14 იანვარი 2021, 21:26 / სანდო წყარო

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰენ პოლუაასმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰენ პოლუაასმა მისალოც წერილში აგრეთვე აღნიშნა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და გამოცდილების და ცოდნის გაზიარების გზით რეფორმირების პროცესში დახმარებას.

„ესტონეთის პარლამენტის და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას და გისურვებთ წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაღრმავდება საპარლამენტო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში და გაგრძელდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი“, - ნათქვამია წერილში.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2022, 16:25

ეკონომიკა

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1-ლი იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2022, 16:21

რეგიონი

აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება.

08 დეკემბერი 2022, 16:19

ეკონომიკა

საპენსიო სააგენტო: 2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მლრდ ლარია

2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. ინფორმაციას ამის შესახებ საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2022, 16:10

ეკონომიკა

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

სურსათის განვითარების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანი ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობაა.

08 დეკემბერი 2022, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს კოენ ლენარტს შეხვდა.

08 დეკემბერი 2022, 15:53

სამართალი

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს და ადვოკატ რობერტ თრექმანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს და ადვოკატს, რობერტ თრექმანს შეხვდა.

08 დეკემბერი 2022, 15:25

სპორტი

სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმენეს. მომხსენებლის, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის, ზურაბ კოსტავას ინფორმაციით, 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, რომელიც გადანაწილებული იქნება ორ მთაზე კოხტასა და დიდველზე.

08 დეკემბერი 2022, 15:11

რეგიონი

მზია გიორგობიანი: სამინისტრო აგრძელებს სამუშაოებს, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტების გაძლიერებისათვის

დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც გავეცანით იმ სიახლეებს და ტენდენციებს, რომლებიც მუნიციპალურ სტატისტიკას, აქტივების აღრიცხვას და ელექტრონული სისტემების დანერგვას ეხება, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

08 დეკემბერი 2022, 15:10

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: არც სამართლებრივი, არც სამედიცინო და არც მორალური არგუმენტები არ წარმოუდგენიათ. მთელი ეს მსჯელობა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, ერთი მიზეზით, რომ ეს ადამიანი საპატიმროდან როგორმე გაეყვანათ

„მთელი ამ ხნის განმავლობაში დასახელდა მხოლოდ ერთი გარემოება - სტრესი, იმის გამო, რომ საპატიმროში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ არც სამართლებრივი, არც სამედიცინო და არც მორალური არგუმენტები მათ არ წარმოუდგენიათ. მთელი ეს მსჯელობა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, ერთი მიზეზით, რომ ეს ადამიანი საპატიმროდან როგორმე გაეყვანათ. გუშინ ახალი თემა გაჩნდა, რომ თურმე, ერთ-ერთი დღეს რაც ესაჭიროება, ეს არის ფიზიოთერაპია და მასაჟი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე

08 დეკემბერი 2022, 15:06

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ანდრეი კასიანოვს: ვიცით რომ ღებულობთ უზარმაზარ და თან მზარდ დახმარებას და ამ დროს გენერატორებს და იარაღს ითხოვთ პატარა საქართველოსგან

იმ ფულით რასაც დასავლეთი იძლევა, უკრაინას თავისუფლად შეუძლია იყიდოს გენერატორები მწარმოებელი ქვეყნებიდან და რამდენადაც ვიცი, მათ ისედაც ჩუქნიან და არა მხოლოდ გენერატორებს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების შესახებ.

08 დეკემბერი 2022, 15:02

რეგიონი

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ფერმერებმა 35,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.

ალუდა ღუდუშაური

08 დეკემბერი 2022, 14:50

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს მის მკურნალ ექიმებთან, დაწესებულებასთან მიმართებაში და მეტიც, იგი გამოთქვამს მადლიერებას

„ადვოკატი იმისთვისა, რომ მას ობიექტურობა არ მოეთხოვება. მეტიც, პირდაპირ მას კანონი ეუბნება, რომ დიახ, უნდა იყო სუბიექტური. პიროვნება, რომელიც უშუალოდ არის ჩართული, ინფორმირებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგან, პრაქტიკულად ჩვენ ყოველ რე ვიგებთ ინფორმაციას. სააკაშვილმა არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ მას არანაირი პეტენზია არ აქვს მის მკურნალ ექიმებთან, დაწესებულებასთან მიმართებაში და მეტიც, იგი გამოთქვამს მადლიერებას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ილია დარჩიაშვილი

08 დეკემბერი 2022, 14:47

პოლიტიკა

ბრიუსელში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე დაგეგმილ მინისტერიალში ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

12 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართავენ შეხვედრას. მინისტერიალს დაესწრება ილია დარჩიაშვილი.

ილონ მასკი

08 დეკემბერი 2022, 14:44

ტაბლოიდი

ილონ მასკმა, twitter-ის ოფისი თანამშრომლებისთვის სასტუმროდ გადააკეთა და იქ თავადაც ხშირად რჩება

ილონ მასკმა, twitter-ის ოფისი თანამშრომლებისთვის სასტუმროდ გადააკეთა და იქ თავადაც ხშირად რჩება, - BBC-იმ სან ფრანცისკოში სოციალური ქსელის ოფისში მოწყობილი საძინებლების ფოტოები მოიპოვა. შენობის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტს ქალაქის ადმინისტრაცია იძიებს. ცოტა ხნის წინ მასკმა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ მათ მრავალსაათიანი მუშაობა მოუწევთ, რათა კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს.

ილია მეორე

08 დეკემბერი 2022, 14:31

საზოგადოება

პატრიარქი: სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს

„დღეს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს. ღმერთმა დალოცოს ოთარის, ბორისის, სპირიდონის (ფრიდონის), ხვიჩას, რევაზის, ვახტანგის, ბიძინას, ზვიადის, გიორგის, ოთარის და იურის (გიორგის) უკვდავი სულნი და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

08 დეკემბერი 2022, 14:26

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საქართველოს მწვანე განვითარების სტრატეგიის (Green Growth Strategy) შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგიის შექმნით, ქვეყანა შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტს მწვანე ეკონომიკის განვითარებისა და მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

გიორგი ვოლსკი

08 დეკემბერი 2022, 14:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ქართული ლეგიონის“ შეთავაზებაზე: სიმართლე უნდა ისაუბრონ ტელევიზიით და არა ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ ზოგიერთი მედიასაშუალებისგან

სიმართლე უნდა ისაუბრონ ტელევიზიით და არა ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინაში მოქმედ „ქართულ ლეგიონზე“ საუბრისას განაცხადა.

08 დეკემბერი 2022, 14:19

საზოგადოება

დავით ნარმანია: სემეკის მიზანია, საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშზე იმსჯელეს. ანგარიშში ასახულია კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და ვადების დაცვის ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე, რომლებიც სემეკში არსებულ საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

08 დეკემბერი 2022, 14:18

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი

უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ნაწილი ვაჟკაცურად, თავისი რეალური, გულწრფელი ემოციით და რწმენით იბრძვის. მაგრამ ამის მიღმა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე. ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკა მამულაშვილი

08 დეკემბერი 2022, 14:12

პოლიტიკა

მამუკა მამულაშვილი ადასტურებს, რომ კოორდინაციას უწევს უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს, თუმცა არ აფრთხილებს, რომ სხვა ქვეყნის ჯარში ჩარიცხვით მათ საქართველოს მოქალაქეობა უწყდებათ, ამბობს, რომ ამის შესახებ არ იცის

სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს- ამ გაფრთხილების გარეშე „ქართული ლეგიონი“, რომელსაც მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს, ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, თანხა კი 2000 დოლარზე მეტს შეადგენს. ამის დამადასტურებელი პირადი მიმოწერაც გამოქვეყნდა.