15 იანვარი 2021, 18:03 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა, - ინფორმაცია „იმედინიუსს“ პარტიის ოფისში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ ჩანიშნულ ყრილობას ეხება.

ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.

ყველა სიახლე

რომის პაპი ფრანცისკე

02 აპრილი 2023, 00:58

მსოფლიო

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

„ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“, - ასე იხუმრა მან საავადმყოფოს დატოვების შემდეგ. 86 წლის პონტიფიკოსი კლინიკაში სუნთქვის გართულების შემდეგ გადაიყვანეს, სადაც მას ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2023, 00:45

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია, რომ ევროკავშირი ამოირიცხოს „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან, ვისაც იგი საქართველოს ომში ჩართვისთვის უნდა გამოეყენებინა - იმედია, შემოდგომაზე საქართველო ამ „სტატუსს“ მიიღებს

„გლობალური ომის პარტია“ თავის „აკერმანის საძმოთი“, „ფრანკლინის კლუბით“, „დროათი“, „სირცხვილიათი“ და უამრავი ჩვენთვის ცნობილი პარტიებით, ორგანიზაციებითა და გვარებით, რა თქმა უნდა, ძირითად „სარევოლუციო“ ფსონს და „მაიდანის“ მოლოდინს საქართველოსთვის „სტატუსის“ საშემოდგომო არმინიჭებას უკავშირებდა, რისთვისაც ფინანსური და საორგანიზაციო რესურსების აკუმულირება სწორედ რომ ოქტომბრისთვის უნდა განხორციელებულიყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

ზურაბ აზარაშვილი

02 აპრილი 2023, 00:30

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ვთხოვდი ყველას, დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა, სწორი არ არის

ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოს საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს თემაზე საუბრისას.

ვასილ მაღლაფერიძე

02 აპრილი 2023, 00:02

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე ლაზარე გრიგორიადისზე: შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის ფაქტს, ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ

თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ), - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ აზარაშვილი

01 აპრილი 2023, 23:51

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს

მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილი

01 აპრილი 2023, 23:39

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ

„10 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. 2013 წლამდე,საყოველთაო პროგრამის მსგავს პროგრამაზე დაახლოებით, 70 მილიონი იყო გამოყოფილი. დღეს ეს რიცხვი ათჯერ და თხუთმეტჯერ არის გაზრდილი. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის ბოლოს მოვიდა, ადამიანზეა ორიენტირებული და პირველი პრიორიტეტიც ისაა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე კი, ადამიანებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდათ, რომ გაეყიდათ საცხოვრებელი სახლები. 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ჩვენ დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

01 აპრილი 2023, 23:00

პოლიტიკა

„მოლოტოვს ვინც გააკეთებს მე მსროლელი ვარ“, „კარგი ინსტრუქცია უნდა ინახოს დასამზადებლად“, „ვისაც კარგი მიზანი აქვს სჯობს კვერცხები, საღებავები ან ქვები ესროლოს“ - როგორ გეგმავდნენ ძალადობას 7-8 მარტის აქციის მონაწილეები

საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის, მაგრამ მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილმა ბრალდებული პოლიტპატიმრად გამოაცხადა. ისინი არ იხილავენ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ავ-კარგიანობას, პირიქით ამ ფაქტს არც გამორიცხავენ, მაგრამ მათთვის ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, გამართლებულიც კია.

გიორგი ამილახვარი

01 აპრილი 2023, 22:15

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 21:45

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები

როგორ შეიძლება მე ან ვინმემ ჩემს სისტემაში რაიმე სახით მოახდინოს სადამსჯელო ღონისძიება? პირიქით - დავდგები ნებისმიერი სტუდენტისა თუ ახალგაზრდის გვერდით და მათი უფლებადამცველი ვიქნები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

01 აპრილი 2023, 21:40

პოლიტიკა

გიორგი ამილახვრის განცხადებით, განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად უახლოეს დღეებში სამინისტროში მიმართულებების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

სწორი ხედვა რომ ჩამოვაყალიბოთ, გადავხედავთ პროცესს და შევხედავთ, თუ არის იქ რაიმე შესაცვლელი და გასაახლებელი, მაგრამ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ. პირველ რიგში, ჩავრთავთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს ეხებათ - ბავშვს, მშობელსა და მასწავლებელს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

01 აპრილი 2023, 21:19

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი

არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი, რომელიც აგერ უკვე მე-11 წელია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს და პერიოდულად ადამიანები იცვლებიან, ვინაიდან ახალი ენერგია და ხედვები შევიდეს სხვადასხვა დარგში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 21:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მათთვის ეს არის მომგებიანი, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ

სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ვიხილოთ. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას, გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

01 აპრილი 2023, 20:56

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, ანარქიით, ძალადობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით

ქართული FARA თუ „რუსული კანონია„, „მოლოტოვის კოქტეილიც“ ალბათ მაკურნებელი ძალის მქონე „ფრანკლინის მიქსტურად“ იქნება შერაცხული. არც ერთმა „დაუძინებელმა მეგობარმა" არც გაბედოთ ამ ძალადობის „გაპრავება"! - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქრონიკის“ ექსკლუზივს, სადაც საუბარია, როგორ მზადდებოდა ,7,8, 9 მარტის აქცია.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 20:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის

ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის - ეს არ არის მოკლე და მარტივი გზა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 20:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე: ეს იყო გაბრაზებული გამოსვლა, სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა

დავეთანხმები ბატონ დავით უსუფაშვილის შეფასებას ალბათ, იმ ნაწილში, რომ ეს იყო პრეზიდენტის გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინც და მაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 20:27

მსოფლიო

რუმინეთში კომპანია „როშენის“ სატვირთო დააკავეს, რომელშიც 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

დეკლარაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომპანიას ტკბილეული გადაჰქონდა, მაგრამ სატვირთოს დათვალიერების შემდეგ, იქ 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ლევან დავითაშვილი; ჟამშიდ ხოჯაევი

01 აპრილი 2023, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა

უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

01 აპრილი 2023, 19:42

სპორტი

ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია

+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.

01 აპრილი 2023, 19:23

საზოგადოება

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

01 აპრილი 2023, 18:52

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.