IMEDI /  19 იანვარი 2021, 21:21 / სანდო წყარო

თამარ ტალიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა თავისუფლება და დემოკრატიის ის სტანდარტი, რომელითაც დღეს ყველა სარგებლობს

თამარ ტალიაშვილი

თამარ ტალიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის რანგისა და მასშტაბის მოვლენა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ არ არის, ეს გამოწვევაა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ POSTW-ს ეთერში, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

​„ქართულ ოცნებას“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს დასახული, კერძოდ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. აქეთკენ სვლა და რეფორმების განხორციელება ესაა საკმაოდ ამბიციური განაცხადი. რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისმგებლობა ისაა, რომ ეს გზა და ეს მიზანი განვახორციელოთ.

ბიძინა ივანიშვილი წასვლასთან ერთად, ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, მან ქონების 95% შესწირა საქართველოს. მან ორი მიმართულებით გაიღო მსხვერპლი, როდესაც ის შევიდა პოლიტიკაში და ძალაუფლება მისი მიზანი არ იყო. სრული კომფორტიდან, ის შევიდა იმ სივრცეში, სადაც პრაქტიკულად სასწორზე დაიდო მისი და ოჯახის უსაფრთხოება. ამის მიუხედავად მან რა ნაბიჯიც გადადგა ესაა თავისუფლება და დემოკრატიული სტანდარტები, რომლთაც დღეს სარგებლობს ყველა. ოპოზიცია, პოზიცია, ყველა ადამიანი, ყველა ოჯახი ქალაქში, რეგიონში და სოფელში... ესაა ძალიან დიდი მონაპოვარი“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების 95% საქველმოქმედო „ქართუ ფონდს“ გადასცა. მანამდე კი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

04 მარტი 2021, 11:16

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა

შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 მარტი 2021, 11:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიაცია სთხოვა

ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და მათ დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი.

04 მარტი 2021, 11:14

პოლიტიკა

უახლოესი 2 წლის განმავლობაში, 5,000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ

ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 23,000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უახლოესი 2 წლის განმავლობაში დამატებით 5,000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 მარტი 2021, 11:08

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს

დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს, - მის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი

04 მარტი 2021, 10:59

COVID19

დიდ ბრიტანეთში კოვიდვაქცინით აცრილთა რაოდენობა 21 მილიონს უახლოვდება

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათში ქვეყანაში 225 ათასამდე ადამიანი აიცრა. ვაქცინის მეორე დოზა დიდ ბრიტანეთში უკვე 895 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული. ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 194 785 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა გაერთიანებულ სამეფოში 123 783 ადამიანი იმსხვერპლა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 10:59

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველასთვის მისაღები, უკეთესი კანონი მივიღოთ და ამ ცვლილებებმა არჩევნები უკეთესი უნდა გახადოს

საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით მიღებამდე შესაძლებელია ნებისმიერი ცვლილება შევიდეს. ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, თუ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები. შესაძლებელია, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ მიღებულმა კანონმა არჩევნები უკეთესი გახადოს.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 10:56

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ უნდა იყოს დაძლეული

იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მოხდება, რადგან ეს არის სიტუაცია, სადაც კომპრომისის გარეშე ქვეყანა დაზარალდება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებისთვის ორივე მხარემ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

04 მარტი 2021, 10:53

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 87 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10. 150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

04 მარტი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 78 თბილისში, 20 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი -14, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

04 მარტი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

04 მარტი 2021, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,553 პირი ემსხვერპლა.

04 მარტი 2021, 10:47

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კაპიტოლიუმი უსაფრთხოება

04 მარტი 2021, 10:35

მსოფლიო

აშშ-ის კაპიტოლიუმში უსაფრთხოების ზომები შესაძლო შეჭრის გამო გამკაცრდა

ამის მიზეზი დაზვერვის მიერ მიღებული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ შენობაში შეჭრა იგეგმება. პოლიცია სხვა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მოსახლეობას არწმუნებს, რომ კონგრესმენთა და სენატორთა უსაფრთხოების დასაცავად ყველა ზომას იღებს.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2021, 10:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროტესტის ფორმის შეცვლა დათმობა არ არის, ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა

დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს არა დათმობა, არამედ ნორმალურ კალაპოტში მოქცევაა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

04 მარტი 2021, 10:32

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 11,912 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 359 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,471,942 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,240 ადამიანი გარდაიცვალა.

04 მარტი 2021, 10:25

სამართალი

ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

„როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, [ჯარში] ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც“, - განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2021, 10:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს

„საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი კვლავ განაგრძობს მუშაობას, რომ ეს პროექტი დაიხვეწოს. დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით, ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ.

04 მარტი 2021, 10:18

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 10:10

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ძალიან ვწუხვარ წარმატებული ბიზნესმენის, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.

სიმფსონები

04 მარტი 2021, 09:55

კულტურა

Fox-მა ანიმაციური სერიალი „სიმფსონები“ კიდევ ორი სეზონით გაახანგრძლივა

„სიმფსონებს ძალიან უხარიათ, რომ გაგრძელდებიან. ისინი ბევრ სიურპრიზს შემოგთავაზებენ: ჰომერი დაკარგავს თმას, მილჰაუსი გაიკეთებს კონტაქტურ ლინზებს, ბარტი კი 33-ედ აღნიშნავს თავის მე-10 იუბილეს“, - ამბობს სერიალის შემქმნელი მეთ გრენინგი.