www.imedi.ge /  20 იანვარი 2021, 13:56 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი: არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

შანტაჟის მსხვერპლი ვინც არის, თავის თავს მოკითხოს. მე არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, - ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი ელისო კილაძის განცხადებას, რომელშიც ჟურნალისტი მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შინაარსის გასაჯაროებით დაემუქრა. „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, მისი პარტია სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებით მოქმედებს.

„ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და ჩვენი სინდისის კარნახით. რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, რომ ერთმანეთს აშანტაჟებდნენ, სულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, სულ ფულს იღებდნენ, ჰგონიათ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. რუსული გამოთქმა რომ არის, ყველა თავისი გარყვნილების მიხედვით ზომავს სხვასო, ჩვენ მაგ საზომებით არ გვიცხოვრია. სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირი მიზნები გვაქვს პოლიტიკაში და ამ მიზნებს ვემსახურებით - ეს არის ქვეყნის და ხალხის სამსახური და ჩვენი სინდისის კარნახი. დანარჩენი, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, იმ თავგზააბნეულმა ხალხმა, ვისაც რა ჭუჭყი მოსდის თავში, ერთმანეთს უზიარონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ალეკო ელისაშვილისთვის ფარული კადრების გადამღების ვინაობა.

„გულისამრევია უკვე ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას ჭორაობა! რა გიორგი ვაშაძის კომპრომატები, რის ვანო მერაბიშვილის შანტაჟი?! ან ელისაშვილი შეწყვეტს ამ მარაზმს, ან მე მოვყვები, რა გადაუღეს და ვინ აშანტაჟებდა! იცის, რომ ვიცი!“, - დაწერა ელისო კილაძემ Facebook-ის პირად გვერდზე.

ყველა სიახლე

დედის დღე მილოცვა ევროკავშირა

03 მარტი 2021, 11:37

საზოგადოება

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს დედის დღეს ულოცავს

„დედის დღეს გილოცავთ - დავაფასოთ ის შეუნაცვლებელი საქმე, რომელსაც დედები აკეთებენ, განსაკუთრებით კოვიდის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

03 მარტი 2021, 11:33

საზოგადოება

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯო ბაიდენი
ჯინ ფინიგანი

03 მარტი 2021, 11:24

საზოგადოება

ამერიკის საელჩო დედის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

ამერიკის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დედასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. „მას სჯეროდა ჩვენი და ამიტომ დავიჯერეთ ჩვენ საკუთარი თავის“, - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი დედის, ჯინ ფინიგანის შესახებ.

03 მარტი 2021, 11:24

რეგიონი

მალხაზ თორიამ 11 შვილის დედას დედის დღე მიულოცა

,,მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ - განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.

03 მარტი 2021, 11:11

საზოგადოება

CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის სიაში ქართული კერძი სუპ-ხარჩო მოხვდა

„მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და პიკანტურ გემოს ანიჭებს. ის მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგვზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძის, ქონდრისგან, ულუმბოს, შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტებისგან“, - წერს CNN-ი ქართულ კერძზე.

ნათია თურნავა

03 მარტი 2021, 11:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გამოვაცხადეთ კონკურსი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

იუსაკუ მაეძავა

03 მარტი 2021, 11:09

ტექნოლოგიები

იაპონელი მილიარდერი ეძებს 8 ადამიანს, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან 🚀🌒

„მინდა სხვადასხვა ისტორიის მქონე ადამიანები შემომიერთდნენ. ყველა ადგილი ვიყიდე, ამიტომ ეს კერძო მგზავრობა იქნება“, - დაწერა მილიარდერმა Twitter-ზე.

ნათია თურნავა

03 მარტი 2021, 11:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრებს შეხვდა და მათ სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

03 მარტი 2021, 11:05

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

03 მარტი 2021, 10:59

თავდაცვა

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს

დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.

03 მარტი 2021, 10:55

სამართალი

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

03 მარტი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,42 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.7%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.3%.

03 მარტი 2021, 10:55

COVID19

ჯო ბაიდენი: მაისის ბოლოსთვის აშშ-ში ყველა სრულწლოვანი იქნება ვაქცინირებული

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მაისის ბოლოსთვის, დაგეგმილზე ორი თვით ადრე ქვეყანაში ყველა სრულწლოვანი იქნება ვაქცინირებული. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა პალატა

03 მარტი 2021, 10:51

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 95 იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

03 მარტი 2021, 10:49

კულტურა

Queen-მა 50 წლის იუბილეზე სმარტფონებისთვის ახალი თამაში გამოუშვა

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Queen-მა, რომელიც დაარსების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო. Universal Music Group-სა და Gameloft-თან თანამშრომლობით ჯგუფმა სმარტფონებისთვის თამაში Queen: Rock Tour გამოუშვა.

03 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 194 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 119 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში პირი 3,451 ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,739-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265,805-ს.

03 მარტი 2021, 10:31

თემა

ნავთობის ფასმა ახალი კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ ნიშნულს უკვე მიაღწია. მართალია თუ არა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს?

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 65 დოლარს გადააჭარბა. სწორედ ამ ნიშნულიდან დაიწყო კატასტროფული კლება 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ახლა კი ეკონომისტები და საინვესტიციო ბანკირები ამბობენ, რომ შესაძლოა, მალე ნავთობისა და სხვა ნედლეულის მაღალი ფასების ახალი სუპერციკლი დაიწყოს. საინვესტიციო ბანკირების პროგნოზით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა ეკონომისტების განმარტებით, სუპერციკლი, თუ ის საერთოდ დაიწყება, იქნება ხანმოკლე და ამავდროულად, უკანასკნელიც.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:17

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ნიგერიული შტამი გამოავლინეს

„პირველად იტალიაში, აღმოჩენილია ახალი მუტაცია, ე.წ. ნიგერიული შტამი, რითაც შეშფოთებული ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კოვიდვაქცინები ვირუსის ამ სახეობის წინააღმდეგ შესაძლოა ეფექტური არ იყოს“, - აცხადებს იტალიის ვირუსოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არნალდო კარუზო. ე.წ. „ნიგერიული შტამი“ პირველად ნიგერიაში დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა.