imedi /  20 იანვარი 2021, 19:40 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და, ზოგადად, განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ გერმანელი პროფესორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში, როგორც ადმინისტრირების, ასევე, აკადემიური მიმართულებით. კერძოდ, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი; მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობს დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორი სებასტიან შმიდტი, ხოლო საბჭოს წევრები: პროფ. ბერნდ ნოიმაიერი, პროფ. ჯონი შაჰი, პროფ. ჰანს შტროერი იულიხის კვლევით ცენტრში წამყვან პოზიციებს იკავებენ, პროფ. ახიმ შტალი კი RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორია.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შექმნისთანავე ინტენსიურად თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლებითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ოპერირება დაიწყო. მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნული მიდგომა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ.

თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ გერმანელ და ქართველ პროფესორებს შორის, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ლექციებს კითხულობენ, ხდება სამეცნიერო მიღწევებისა და სასწავლო მეთოდოლოგიის გაზიარება.

შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, 2021 წლიდან Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებისათვის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადება იგეგმება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევითი მხარეს. რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას ადრონული თერაპიის ცენტრი. ამჟამად, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. უნივერსიტეტი ამ მიმართულებით უკვე თანამშრომლობს „გერმანიის სიმსივნის კვლევით ცენტრთან“ და მათთან ერთად სამომავლოდ ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაც იგეგმება. მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული და ინტერნაციონალური მიდგომის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდება და მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა გახდება.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 17:26

ეკონომიკა

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.

31 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.

31 აგვისტო 2026, 17:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.

31 აგვისტო 2026, 17:12

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

31 აგვისტო 2026, 16:59

სამართალი

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

პენიტენციურის ლოგო

31 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა

„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

31 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დავით ქართველიშვილი

31 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.