imedi /  23 იანვარი 2021, 08:44 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი არჩევნების გზით ვერასოდეს დაბრუნდება, არც არეულობის შესაძლებლობას მისცემს ვინმე, მისი დრო დასრულდა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გამარჯვებაა, თუმცა ასე არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია, რომ გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ის ასე რომ არ ფიქრობს და არც ფიქრობდა, სწორედ ამიტომ 2012 წლიდან საზოგადოებამ ის პოლიტიკიდან გაიყვანა, და გარწმუნებთ, რომ არჩევნების გზით ის ვერასოდეს დაბრუნდება. რა თქმა უნდა, არც არეულობის შესაძლებლობას მას აქ არავინ მისცემს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, სააკაშვილი ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები და თანაპარტიელები.

„თუმცა ისიც ვნახეთ, რას ფიქრობენ მასზე თავისი თანაპარტიელები და ეს იყო აბსოლუტურად ობიექტური შეფასება. მისი დრო დასრულდა, დღეს მოდის ახალი ოპოზიცია, ჩვენ გვაქვს ახალი კონსტიტუცია, თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკვე მერამდენედ ჩატარდა და ნახეთ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტში 9 პოლიტიკურ პარტიას აქვს საშუალება, იმუშაოს, მეტი ქალი არის წარმოდგენილი და შეცვლილია საარჩევნო სისტემა, რომელზეც ყველა პოლიტიკური თაობა საქართველოში ოცნებობდა. ეს მხოლოდ ჩვენი, „ქართული ოცნების“ პირობებში შესრულდა, შეიცვალა ის პროპორციულით, შეიცვალა კონსტიტუცია, შემოვიტანეთ საპარლამენტო მმართველობა, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

დავით სონღულაშვილი

04 მარტი 2021, 13:38

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიირ ქვეყანაში

ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, რათა არსებობდეს საკითხის გრძელვადიანი გეგმა და ხედვა - როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიირ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრემიერის ინიციატივაზე განაცხადა. დავით სონღულაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება მაქსიმალური, რათა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად აღდგენა.

შიში

04 მარტი 2021, 13:35

საზოგადოება

არ შეაშინოთ ბავშვი ნემსის გაკეთებით - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენს პატარას ექიმის შიში არ ჰქონდეს. ფსიქოლოგის რჩევები

როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვი ექიმის შიშს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, - ამის შესახებ ფსიქოთერაპევტმა, ნინო კერესელიძემ „იმედის დღეში“ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი შეცდომა, როდესაც ბავშვს შიში უყალიბდება, ეს არის მისი არაინფორმირებულობა და არმიწოდება იმ ინფორმაციის, რაც ექიმთან ვიზიტის დროს ხდება.

04 მარტი 2021, 13:32

მსოფლიო

Walt Disney მაღაზიების 20 პროცენტს ხურავს

Walt Disney 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში 60-მდე მაღაზიას, ე.წ. Disney Store-ს დახურავს. ამის შესახებ განცხადებას CNBC-ი ავრცელებს. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტრონულ კომერციაზე იქნება ორიენტირებული, რაც ტრადიციული ოფლაინ-მაღაზიების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.

საბერძნეთი საქართველო დროშა

04 მარტი 2021, 13:29

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ რთულ დროს. მიწისძვრით დაზარელებულებზე ვფიქრობთ. ბერძენ ხალხს ამ განსაცდელის დროს სიმამაცესა და სიძლიერეს ვუსურვებთ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

04 მარტი 2021, 13:28

სპორტი

შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

2021 წლის 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით, შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. დასრულდა ეროვნული ფედერაციების მიერ გუნდების ფორმირება, მამაკაცთა კატეგორიაში სულ 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი გამოვა შეჯიბრზე, ქალთა სეგმენტში კი 35 ქვეყნის 42 მოციგურავე, სპორტული წყვილებდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილი.

04 მარტი 2021, 13:27

ეკონომიკა

პეტრიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რომელიც მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

04 მარტი 2021, 13:17

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

04 მარტი 2021, 13:13

სამართალი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბადრი ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. მისივე თქმით, სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებები, რის გამოც საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:13

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ინიცირდება

საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი არის ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებული, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები არის გათვალისწინებული - რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებს განხილვებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესი სამი განხილვის ფარგლებში, ამისათვის ღია იქნება.

04 მარტი 2021, 13:13

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 475 პაციენტი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში

მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

04 მარტი 2021, 13:05

COVID19

გერმანიის მთავრობამ ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლება რეგიონების ხელმძღვანელებს უფლებას აძლევს, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

თორნიკე რიჟვაძე

04 მარტი 2021, 13:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:00

COVID19

ნათია თურნავა: გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ მარტის ბოლოს 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

„ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:50

ეკონომიკა

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ 200-მდე ფრენა განხორციელდება.

გიორგი ხელაშვილი

04 მარტი 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო“.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:40

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ

ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული. იქ დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ იგივე მიწისძვრის შედეგად, მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად შემხვედრი პოზიციაა, რასაც ის მიესალმება.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.