www.imedi.ge /  28 იანვარი 2021, 08:45 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ნატოს წევრობასთან ბევრად უფრო ახლოსაა

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

სალომე ზურაბიშვილი/იენს სტოლტენბერგი

საქართველომ ნატოსა და ევროპასთან ერთად, უნდა გააძლიეროს თავისი როლი, როგორც ევროპული ფასეულობების შუქურამ კავკასიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა Brussels Morning-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კავკასია ვაჭრობის, ურთიერთკავშირისა და მშვიდობის ცენტრი უნდა იყოს, ევროკავშირს და ნატოს კი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით, ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საქართველო ნატო-სთან უფრო ახლოს, ვიდრე 2008 წელს იყო, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამჟამად ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ბევრად უფრო ახლოსაა.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

06 მარტი 2021, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე

დაჭრილი, დამონტაჟებული, სიცრუის ტირაჟირება და კიდევ ერთი დემონსტრირება უკანონო მოსმენის. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ქართველმა ხალხმა ამ მწვალებლებს სამართლიანად მიუჩინა ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა. მისი თქმით, ამ ვიდეოჩანაწერების გავრცელება მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 11:13

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება და ფაბრიკაცია იყო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა

უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საურისას.

ანზორ ჩუბინიძე

06 მარტი 2021, 11:12

პოლიტიკა

ანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია

„თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ და ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება. თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია. როგორმე მოსდონ ჩირქი და თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით დასდონ მათ რაიმე, თუნდაც აბსურდული ბრალი“, - აცხადებს ჩუბინიძე.

06 მარტი 2021, 11:00

COVID19

რამდენი მძიმე პაციენტია ამ ეტაპზე საქართველოში

საქართველოში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

06 მარტი 2021, 11:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

06 მარტი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.6 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.44%.

ლაშა ნაცვლიშვილი

06 მარტი 2021, 10:55

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: არ გასვენებთ "ნაცებო" ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს?

არ გასვენებთ, ნაცებო, ბნელი წარსული და ითხოვთ, რომ არც ხალხს დაავიწყდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელი, ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ში წერს. ლაშა ნაცვლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით აღმაშენებლის სიტყვებს ახსენებს.

06 მარტი 2021, 10:52

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან, 79 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 29, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 54, აჭარაში- 2, იმერეთში - 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19.

თამთა მეგრელიშვილი

06 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სიბინძურე, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები, ხალხის შანტაჟი, ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა „ნაცრეჟიმისგან“ არ გვიკვირს

„ცხადია, ამ სიბინძურეს არავინ დაიჯერებს, მაგრამ საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად ქცეული სახალხო დამცველი თუ მოახდენს რეაგირებას გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკაზე და რა პასუხს გასცემს მის ხელმძღვანელებს ეკა გიგაური, რომელიც „უფლებადამცველის“ მანტიაში გახვეული, საკუთარი ფეისბუქიდან უკეთებს ამ წარმოუდგენელ ცილისწამებას ტირაჟირებას“, - წერს მეგრელიშვილი.

06 მარტი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 176 თბილისში, 48 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 30, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, აჭარაში - 158, იმერეთში - 233.

კორონავირუსი

06 მარტი 2021, 10:48

COVID19

Stopcov.ge-ზე კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა განახლდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი

06 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 617-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266 344-ს.

06 მარტი 2021, 10:46

საზოგადოება

აბიტურიენტების მიერ ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები

შენახვის ღილაკის გამოყენების შემდეგ ეკრანზე დაინახავთ წარწერას: შეინახეთ ან ამობეჭდეთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი, ასევე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. არ გადასცეთ სხვას თქვენი პაროლი, ის არაერთხელ დაგჭირდებათ პროგრამების შეცვლის, დამატებისა თუ შედეგების ნახვის დროს.

ლექსიკონი ფემინიზმი სექსიზმი

06 მარტი 2021, 10:40

მსოფლიო

იტალიელი აქტივისტები ლექსიკონიდან სიტყვა „ქალის“ სექსისტური სინონიმის ამოღებას ითხოვენ

აქტივისტები ინსტიტუტის მიერ გამოცემული ლექსიკონიდან სიტყვა „ქალის“ სინონიმის ამოღებას მოითხოვენ. „ქალის“ სინონიმად ლექსიკონში სიტყვა puttana არის მოხსენიებული, რაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ნიშნავს. ამავე ლექსიკონში „ქალის“ სინონიმად სექს-მუშაკების აღმწერი 30 სიტყვაა გამოყენებული, მაშინ როცა სიტყვა „კაცი“ პოზიტიურ ტერმინებთან არის ასოცირებული, მაგალითად „ბიზნესმენთან“.

ჯაბა კანკავა

06 მარტი 2021, 10:40

სპორტი

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჯაბა კანკავა „ვალენსიენის“ თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ 2 თვეა, რაც საფრანგეთის „ლიგა2“-ის კლუბს ყაზახური „ტობოლიდან“ შეუერთდა და უკვე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა, რასაც აღნიშნული ჯილდოც მოწმობს. 34 წლის ფეხბურთელს „ვალენსიენთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა თუკი ფრანგულ გამოცემებს დავუჯერებთ შესაძლოა კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

ლევან ნიკოლეიშვილი

06 მარტი 2021, 10:33

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო

სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად, - ასე ეხმაურება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი. ანალიტიკოსი აუდიოჩანაწერებს ყალბს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის რუსული სცენარისა და გეგმის ნაწილია.

06 მარტი 2021, 10:28

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,557 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 300 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,492,079 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,804 ადამიანი გარდაიცვალა.

06 მარტი 2021, 10:27

საზოგადოება

რომელ რაიონს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონი, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეზღუდება ელექტრომომარაგება.

06 მარტი 2021, 10:15

რეგიონი

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტში, კომბინირებული საკვების საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს „აგროვიტა კვება და ტექნოლოგია“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც, ჯამურად, 570,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228,000 ლარია, 285,600 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

06 მარტი 2021, 10:12

პოლიტიკა

გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარუდგინა.