ცესკო: დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა
ფოტო: ცესკო
„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით), მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა. დღეს უკვე, 8 პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია. ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22 იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ ცესკომ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკოს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში - 0,52%-ში ფიქსირდება. მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკოსთან, შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფოორმაციაში.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების მაჩვენებელს გადახედა. წინა ანგარიშის თანახმად, ISFED-ი საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსზე საუბრობდა, ხელახალი დათვლით ორგანიზაციის მონაცემები ცესკოს ოფიციალურ ციფრებს დაუხალოვდა. თუმცა, დღეს პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა, რაც კითხვებს აჩენს.
ყველა სიახლე
22 იანვარი 2025, 16:37
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ვის დაორგანიზებულ ძალადობრივ აქციებშიც იღებდა ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას, მათი დრო აღარ არის. შესაბამისად, აღარ სჭირდება ამას არც შემოთვლები, არც რაღაცის თხოვნები
ვის დაორგანიზებულ ძალადობრივ აქციებშიც იღებდა ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას, მათი დრო აღარ არის. შესაბამისად, აღარ სჭირდება ამას არც შემოთვლები, არც რაღაცის თხოვნები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
22 იანვარი 2025, 16:30
პოლიტიკა
გამჭვირვალობის კანონი შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს - მამუკა მდინარაძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა
შეიძლება „გამჭვირვალობის კანონი" საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი" არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
22 იანვარი 2025, 16:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე გიორგი ბაჩიაშვილზე: მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და როგორც ჩანს გადაწყვიტა ამ ფულით ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ აქციების დაფინანსება
ჯერ ერთი გიორგი ბაჩიაშვილმა უნდა თქვას რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს იმიტომ, რომ არალეგიტიმური წყარო ერთი გამოჩნდა. აი „გამჭვირვალობის კანონს“ რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
22 იანვარი 2025, 16:21
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ბანკ „Julius Baer“-თან დავაზე: უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის ქვეშ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გინდა „დიფ სთეითი“, ბიძინა ივანიშვილის დასჯა
უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების ქვეშ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს და ეს ვიღაცა ბევრჯერ გახმოვანდა, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გინდა „დიფ სთეითი“, დასჯა და დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან ბიძინა ივანიშვილის დავასთან დაკავშირებით.
22 იანვარი 2025, 15:47
მსოფლიო
სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა
სირიის ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის დამხობის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, რუსეთთან ტარტუსის პორტის მართვის შესახებ ხელშეკრულება გაწყვიტა. ინფორმაციას რუსული მედია ტარტუსის პროვინციის საბაჟო სამმართველოს დირექტორზე რიან ჯუდიზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 იანვარი 2025, 15:43
რეგიონი
ოზურგეთში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
ოზურგეთში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის ქუჩების და გზების კაპიტალური რეაბილიტაცია, ქალაქსა და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე აშენდება სპორტული მოედნები. როგორც ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხებზე მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.
22 იანვარი 2025, 15:41
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ბაჩიაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე: ამიტომაც არ აწვდის შვეიცარიული ბანკი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გამოძიებას მასალებს - ასე ფუნქციონირებს „დიფ სთეითი", მთავარია პერსონა გამოადგეთ, ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენენ, ოღონდ ბოლომდე უნდა ემსახუროს სინდიკატს
ფაზლიც დალაგდა! ამიტომაც არ აწვდის შვეიცარიული ბანკი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, გამოძიებას მასალებს... ამიტომაც შეცვალა ბანკმა დამოკიდებულება, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, 29 აპრილის შემდეგ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომ იგი საპროტესტო აქციებს აფინანსებს.
22 იანვარი 2025, 15:40
საზოგადოება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
22 იანვარი 2025, 15:25
საზოგადოება
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა
ეროვნული არქივი რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა.
22 იანვარი 2025, 15:24
ეკონომიკა
ტავ ჯორჯია: მგზავრთნაკადის მატების ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ინფრასტრუქტურას ავითარებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს.
22 იანვარი 2025, 15:14
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ირაკლი რუხაძის ფანტასტიკური ინტერვიუ მოვისმინე. პრაქტიკულად, ეს ადამიანი ამბობს ქართველთა უდიდესი ნაწილის სათქმელს
დირიჟორი, საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
22 იანვარი 2025, 15:06
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში
ევროპარლამენტი აქციეს ისეთ ინსტრუმენტად, რომელსაც იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის და სუვერენიტეტისთვის თავიანთ ქვეყანაში.
22 იანვარი 2025, 15:03
რეგიონი
საგარეჯოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობა დასრულდა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა გახსნეს.
22 იანვარი 2025, 15:01
კულტურა
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის ფესტივალზე დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარმოადგენს
30 იანვარს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბერლინის ფესტივალზე დავით საყვარელიძის სპექტაკლს „იაკიში და პუპჩეს“ წარმოადგენს. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი რეპეტიციას დაესწრო.
22 იანვარი 2025, 15:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ამ ადამიანებს მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში
„ეს [განცხადებები] არის ფაქტობრივად აღიარება, რომ იყვნენ აქ [საქართველოში], ერეოდნენ წინასაარჩევნო, შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. ეს არ არის კანონიერი, მათ შორის იმიტომ, რომ ეს ევროპაშიც არ არის კანონიერი. წარმოუდგენელია იქ რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერიოს. თუ ასეთი ჩარევა არის, ხედავთ როგორი ხისტი დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილზე არაერთი ძალიან უხეში დეზინფორმაცია და ტყუილი იყო გავრცელებული. წინა რეზოლუციებიც ვნახეთ, სადაც სააკაშვილზე იყო საუბარი. ყველა შემთხვევაში, ამ ადამიანებს [ევროპარლამენტარებს] მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა მახაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:55
მსოფლიო
ტრამპის თქმით, ის არ იქნება წინააღმდეგი, თუკი ილონ მასკი ტიკტოკს იყიდის
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუკი კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა ტიკტოკის შეძენას გადაწყვეტს, იგი ამას მხოლოდ მიესალმება.
22 იანვარი 2025, 14:53
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტზე: „ნაცებს“, როგორც ტოტალიტარულ სექტას, არსებობა შეუძლია მხოლოდ მონოლოგის, ცალმხრივი პროპაგანდის ფორმატში. ნებისმიერი დისკუსია და დიალოგი მათთვის დამღუპველია
„ნაცები“ წერენ, რომ ირაკლი რუხაძემ მათ ჟურნალისტს გადაუარა და რომ ძალიან არამომგებიან მედია პოზაში აღმოჩნდა მთელი სანაცეთი. ახლა ცდილობენ ფიასკო ჟურნალისტს დააბრალონ. რასაკვირველია ინტელექტში განსხვავება ძალიან თვალშისაცემი იყო, - ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ბიზნესმენის ირაკლი რუხაძის სტუმრობას.
22 იანვარი 2025, 14:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლორა თორნტონის პოსტზე: მეგობრებო ცოტა ხომ არ დაფიქრდებით, ისე არ წაიყვანოთ ახლა საქმე, რომ საქართველოში ამერიკის პრეზიდენტი ჩვენი დასაცავი გახდეს თქვენგან
ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი კურატორი აქაური აგენტურის ამერიკიდან, რომელმაც პირდაპირ კრიმინალი უწოდა თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
22 იანვარი 2025, 14:46
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი გენდერზე ტრამპის განცხადებასა და ოპოზიციის დაბნეულობაზე: სამწუხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ
„სამწუხაროა, როდესაც ძალიან მარტივ აქსიომებთან ურთიერთობისას ასეთ კომენტარებს ვიგებთ. როდესაც ამ [ოპოზიციის წარმომადგენლებს] ადამიანებს, ორგანიზაციებს უჭირთ ასეთ მარტივ [რამდენი გენდერი არსებობს] აქსიომებთან ურთიერთობა, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მათ შეიძლება რამე სამართლიანად შეაფასონ ან არჩევნები, ან შიდაპოლიტიკური პროცესები, ან სხვა განვითარებები.
22 იანვარი 2025, 14:44
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო სექტორსა და გენდერზე: მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორი პასუხს ვერ სცემს ამ კითხვას
მისასამძიმრებლად გვაქვს საქმე, მეგობრებო, როდესაც არასამთავრობო სექტორი პასუხს ვერ სცემს კითხვას გენდერზე.