imedi /  29 იანვარი 2021, 18:23 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე დავით გარეჯზე: როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ მიწების გადაცემის ვალდებულება აიღო

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

როგორც ჩანს, ვიღაცამ, და ეს ვერ იქნება ივერი მელაშვილი, ამ მიწების გადაცემის ვალდებულება აიღო და ამის ფარგლებში ხდება ის, რასაც მათი ტელევიზიების ეთერში ვხედავთ. მთავარი აქტორი არის არა ივერი მელაშვილი, არამედ მაღალი თანამდებობის პირები. ამაში მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მყარად ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ჩემი ინფორმაციით, ივერი მელაშვილი ახლა არის ჩასული დავით გარეჯში და იქ ამბობს, რომ ის რუკები, რაზეც გამოძიება საუბრობს, არარელევანტურია. მე დღეს ვთქვი, რომ დაცვის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯი არაა საქართველო, არის მოღალატეობრივი. მინდა განვმარტო, რას ვგულისხმობდი - მელაშვილი და მისი შემკვეთები, ვინც დღეს მას ასე ლაპარაკს უკვეთავს, არიან მოღალატეები. მე მოვუწოდებ მელაშვილს, არ აჰყვეს ვიღაცის ამგვარ ქმედებებს, იმიტომ რომ აქ უფრო დიდი, მოღალატეობრივი ამბავი ჩანს. ბოლო პერიოდში ასეთი დონის გაუგონარი რამ „ნაცმოძრაობისგანაც“ კი ვერ წარმოგვედგინა. ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის ვარაუდით, ეს არის თავის დროზე დაგეგმილი ერთი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის კომპლექსის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეგნებულად უნდა გადაეცათ და დღესაც ცდილობენ ამის „გაპრავებას“. როდესაც ეს ადამიანი გამოვიდა, მან მაშინვე თქვა, რომ გარეჯი არაა საქართველო და რაც შენი არაა, შენი ვერ იქნება - აბსოლუტურად გაუგონარი სიტყვები, რაც არ ჯდება საქართველოს ინტერესებში. არსებობს კონკრეტული დოკუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ 3500 ჰექტარის გადაცემის მცდელობას. არა მხოლოდ ისტორიულად ან ლოზუნგის დონეზე, არამედ მტკიცებულებების დონეზე - საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი რუკებით უნდა ეხელმძღვანელათ საზღვრის დადგენისას. ეს რუკები იყო ხელმისაწვდომი მათთვის და არ გამოიყენეს. ბოლო 24 საათის მოვლენების მიხედვით, ივერი მელაშვილი არის ერთ-ერთი მცირე აქტორი ამ პროცესში. ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი ცდილობს რუკების გაუფასურებას. მთელი მათი პარტაქტივი დარაზმულია, რომ ეს რუკები და მტკიცებულებები „გააბანძონ“, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. როგორც ჩანს, ვიღაცამ, და ეს ვერ იქნება ივერი მელაშვილი, ამ მიწების გადაცემის ვალდებულება აიღო და ამის ფარგლებში ხდება ის, რასაც მათი ტელევიზიების ეთერში ვხედავთ. მთავარი აქტორი არის არა ივერი მელაშვილი, არამედ მაღალი თანამდებობის პირები. ამაში მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მყარად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

10 ოქტომბერი 2024, 11:20

სამართალი

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის გენერალური პროკურატურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

 ლევან დავითაშვილი

10 ოქტომბერი 2024, 11:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი საქართველოს რკინიგზის სისტემის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს რკინიგზის სისტემის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ლევან დავითაშვილის აღნიშნავს, უკვე საუკუნენახევრის განმავლობაში რკინიგზა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია.

10 ოქტომბერი 2024, 11:07

რეგიონი

ქედის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის ტერიტორიაზე თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს.

10 ოქტომბერი 2024, 11:00

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინა კურსკის ოლქში თვეების მანძილზე დარჩება

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში ყოფნას რამდენიმე თვის ან უფრო მეტი დროის მანძილზე შეძლებენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის წარმომადგენლები, რომლებიც ჟურნალისტებს ანონიმურად ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ მოცემულ მომენტში უკრაინა კურსკის ოლქში განლაგებული ჯარის მომარაგების კუთხით პრობლემებს ჯერ არ განიცდის. რუსული ჯარი მხოლოდ შეზღუდულ კონტრიერიშებს აწყობს და ძირითადი ყურადღება მას უკრაინის აღმოსავლეთზე აქვს გადატანილი.

10 ოქტომბერი 2024, 10:58

საზოგადოება

საქპატენტში WIPO-ს აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენერთა გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მცხეთის სათავო ოფისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ ორგანიზებული საქპატენტის ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

10 ოქტომბერი 2024, 10:55

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში პირველად ნახეს კაცი, რომელიც 3 წლის წინ შვილებთან ერთად გაუჩინარდა

სამართალდამცველები კი ფიქრობენ, რომ ფილიპსს ვიღაც ეხმარება და მოუწოდებს ნებისმიერს, ვისაც ოჯახზე რაიმე ინფორმაცია აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ამასთან, გასულ წელს პოლიციამ ფილიპსის დაკავების ორდერიც კი გამოსცა, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის ერთ-ერთ ბანკის ძარცვაში იყო გარეული.

10 ოქტომბერი 2024, 10:54

სამართალი

მსჯავრდებულმა ქალებმა მათ მიერ შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს

მსჯავრდებულმა ქალებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

10 ოქტომბერი 2024, 10:51

საზოგადოება

GCCA-ის წარმომადგენლები ევროკომისიის მიწვევით ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

ბრიუსელში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ქავთარაძემ და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატის(DG-COMP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

10 ოქტომბერი 2024, 10:48

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ. ირინე წაქაძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანები ცხოვრობენ. მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და მათი საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური ზრუნვა, რაც არასრულწლოვანების განვითარებას უწყობს ხელს და მათ საზოგადოებაში ინკლუზიას ზრდის.

ედმუნდ ბარტლეტი

10 ოქტომბერი 2024, 10:44

ეკონომიკა

იამაიკის ტურიზმის მინისტრი: ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას საქართველოს წარმატებად აფასებს ღონისძიების მონაწილე, იამაიკის ტურიზმის მინისტრი ედმუნდ ბარტლეტი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინიასტრაცია ავრცელებს.

10 ოქტომბერი 2024, 10:38

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭო უკრაინას 35 მილიარდ ევროს კრედიტს გამოუყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, თანხები „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იქნა მოძიებული, რაც, თავის მხრივ, გაყინულ რუსულ აქტივების ხარჯზე მოხდა. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც უკრაინას 45 მილიარდი ევროს ოდენობის უკვე არსებული კრედიტის დაფარვაში დაეხმარება.

დაკავება

10 ოქტომბერი 2024, 10:28

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის განადგურების მცდელობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების მცდელობის ფაქტებზე სამი პირი: წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული რ.ა, 2002 წელს დაბადებული ფ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ე. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 ოქტომბერი 2024, 10:27

მსოფლიო

ლონდონში პროპალესტინელმა აქტივისტებმა პიკასოს ტილოზე ღაზაში გადაღებული ფოტოს დაკრობა სცადეს

გალერეაში აღნიშნავენ, რომ ტილო არ დაზიანებულა, რადგან დამცავი შუშა ჰქონდა გადაფარებული. ფოტო 2023 წელს, პალესტინელმა ჟურნალისტმა ალი ჯადალამ გადაიღო. მასზე გამოსახულია აცრემლიანებული დედა - მას ხელში უჭირავს შვილი, რომელსაც სახე აქვს დასისხლიანებული. პიკასოს ნახატზეც გამოსახულია დედა, ხელში აყვანილი შვილით.

128 გრეიზერი

10 ოქტომბერი 2024, 10:10

ტაბლოიდი

ალასკის ნაკრძალმა „მსუქანი დათვების კვირის“ გამარჯვებული დაასახელა🐻

BBC-ს ინფორმაციით, კონკურსი მაშინ ტარდება, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. მასში ნაკრძალში ბინადარი დათვები მონაწილეობენ. გამარჯვებული კი ვებგვერდზე explore.org ხმის მიცემის გზით გამოვლინდა. გრეიზერმა 71 ათასზე მეტი ხმა მიიღო.

10 ოქტომბერი 2024, 09:59

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ხაშურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება

მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი. სკოლას დაემატა ახალი ფლიგელი და დასკვნით ფაზაშია ყველა ინფრასტრუქტურული, საინჟინრო-ტექნიკური, წყალმომარაგება-წყალარინებისა და ელექტრომომარაგების სამშენებლო სამუშაოები, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ხაშურში საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

კამალა ჰარისი

10 ოქტომბერი 2024, 09:53

არჩევნები აშშ

Reuters: კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს თანხა ჰარისის შტაბმა შეაგროვა მას შემდეგ, რაც ის ივლისში პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის ნაცვლად დასახელდა. კანდიდატად დასახელების პირველივე დღეს ჰარისმა 25 მილიონი დოლარი შემოწირულების სახით მიიღო, ხოლო ივლისში შემოწირულების ოდენობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა.

10 ოქტომბერი 2024, 09:53

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ბათუმში გაიმართება

დღეს, ქალაქ ბათუმში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერები გამოვლენ.

10 ოქტომბერი 2024, 09:50

სპორტი

21-წლამდე ნაკრები დღეს შვედეთს დაუპირისპირდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შემოდგომის სანაკრებო ციკლს შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგი უმასპინძლებს. მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

10 ოქტომბერი 2024, 09:32

რეგიონი

ალექსანდრე წულაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის შედეგად, 2024-2025 სასწავლო წელს სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში გააგრძელებენ სწავლას.

10 ოქტომბერი 2024, 09:26

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის საჭიროებებს. მიმოიხილეს განხორციელებული პროექტები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.