IMEDI /  30 იანვარი 2021, 22:12 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს მოგვეცით ხმა, მაგრამ არ გვინდა მუშაობა, მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ გვინდა დაფინანსება და მზად ვართ თქვენი გადასახადები დავხარჯოთ

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

„მას შემდეგ, რაც უმანდატო ოპოზიციონერებმა დააშანტაჟეს მანდატიანი ოპოზიციონერები, ოპოზიციის მიმართ ნდობა და რეიტინგი კატასტროფულად შემცირდა და „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაიზარდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს განცხადებაში და ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს და ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. „ვინც ნახა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა და მისი შედეგები, რომელსაც, სხვათა შორის, ოპოზიცია უპირობოდ ენდობოდა წინა წლებში და ახლა ერთმანეთს ასწრებდნენ ამ კვლევის შედეგების დაგმობას - აშკარაა, რომ ბოიკოტით, დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით და ქუჩაში დარჩენით ოპოზიციის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა. არჩევნების შედეგების ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს “კი მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ გვინდა დაფინანსება და მზად ვართ თქვენი გადასახადები დავხარჯოთ”! - ეს არის უპასუხისმგებლობა და საზოგადოებამ ეს სათანადოდ შეაფასა.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 12:50

საზოგადოება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ 200-მდე ფრენა განხორციელდება.

გიორგი ხელაშვილი

04 მარტი 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო“.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:40

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ

ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული. იქ დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ იგივე მიწისძვრის შედეგად, მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად შემხვედრი პოზიციაა, რასაც ის მიესალმება.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

04 მარტი 2021, 12:33

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:33

საზოგადოება

ნათია თურნავამ ფრენებთან დაკავშირებული ანგარიში წარადგინა

თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს: „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, „ფლაი დუბაიმ“ კვირაში 4 სიხშირით, „ეარარაბიამ“ კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება „ბუტა ეარვეისი“, ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 სიხშირე, რაც არის lowcoster-ი და ასევე „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“, ასევე ყაზახეთის lowcoster-ი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:32

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის გზავნილი მთავარ გამოწვევებთან მიმართებაში სწორია - პარლამენტი სექტორული განვითარების და აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

„მივმართავ საპარლამენტო კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ სექტორულ გეგმაზე მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კონკრეტული ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო თვეებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:26

საზოგადოება

Wizz Air-ი ფრენებს ანახლებს

Wizz Air-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება

წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტატთან ერთად, იმისთვის რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება

​„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:22

ეკონომიკა

ნათია თურნავამ განმარტა, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმის შემუშავებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულე ბის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

04 მარტი 2021, 12:17

სამართალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზე წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზეა საუბარი.

ანგელა მერკელი

04 მარტი 2021, 12:12

COVID19

გერმანიაში Astrazeneca-ს ვაქცინას 65 წელს გადაცილებულებიც გაიკეთებენ

გერმანია Astrazeneca-ს პრეპარატთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის და 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

საბა ლობჟანიძე

04 მარტი 2021, 12:10

სპორტი

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა. ჩემპიონატის 28-ე ტურის დაპირისპირებაში „ანაკარაგუჩუმ“, „გალათასარაის“ უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ლობჟანიძემ მეორე ტაიმის 55-ე წუთზე მოწინააღმდეგე ეფექტური მოძრაობით მოატყუა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. მატჩის მიწურულს „გალათასარაიმ“ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა გატანილი გოლი სტუმრებს მატჩის გადასარჩენად არ ეყოთ. საბა ლობჟანიძის ანგარიშზე თურქთის „სუპერ ლიგის“ მიმდინარე სეზონში, 26 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

04 მარტი 2021, 12:07

ეკონომიკა

გლდანში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება. პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს, 827 508 ლარია გათვალისწინებული.

04 მარტი 2021, 12:01

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 10,057 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 10,057 ადამიანს დაუდასტურდა, 194 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,374,762 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,591 პაციენტი ემსხვერპლა, 1,186,873 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ნინო დოლიძე

04 მარტი 2021, 11:58

პოლიტიკა

ნინო დოლიძე: „სამართლიან არჩევნებს“ აქვს რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ეხება

„ზოგადად, „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციაა, რომ იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმას ჰქონდეს მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია საზოგადოებისგან, უნდა იყოს იმ დიალოგის ნაწილი, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და რომელზეც ჩვენი ევროპელი კოლეგები მოგვიწოდებენ. ვფიქრობთ, რომ თუ ეს რეფორმა იქნება იმ დიალოგის ნაწილი და ვისაუბრებთ სისტემურ საარჩევნო რეფორმაზე, მზად ვართ, რომ უფრო ამბიციური რეკომენდაციები წარვადგინოთ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

Starshio10

04 მარტი 2021, 11:58

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Starship-ი პირველად დასვა წარმატებით, თუმცა შემდეგ რაკეტა აფეთქდა 🚀💥ვიდეო

საცდელი ფრენა ტეხასში ჩატარდა. აპარატი 10 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, რის შემდეგაც ყველა ძრავა გამორთო. Starship-ი ჰორიზონტალურად გადაბრუნდა და კონტროლირებადი დაცემა დაიწყო. შემდეგ რაკეტამ ძრავები კვლავ აამუშავა და წინა ორი სატესტო ფრენისგან განსხვავებით წარმატებულად დაეშვა.

04 მარტი 2021, 11:57

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 491 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 491 ადამიანს დაუდასტურდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 173,307 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,208 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,085.