საფრანგეთის ელჩი: საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისე მჭიდროა, როგორც არასდროს
დიეგო კოლასი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო/არქივი
„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა გამოცემა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია.
ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის, დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში.
დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე“, - აღნიშნავს ფრანგი დიპლომატი.
ელჩი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა.
„ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას.
ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა.
ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა“, - აცხადებს დიეგო კოლასი.
Merci, thank you, madloba to Europetime. Mon interview sur les relations 🇫🇷🇬🇪, sur l’🇪🇺 et la 🇬🇪, sur les questions régionales, sur l’arrêt récent de la CEDH.
Posted by Diégo Colas on Saturday, January 30, 2021
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 16:40
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა
სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 16:38
მსოფლიო
შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა
შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.
28 მაისი 2026, 16:24
მსოფლიო
შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს
შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:16
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება
მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.
28 მაისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
28 მაისი 2026, 16:09
საზოგადოება
1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა
ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.
28 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
28 მაისი 2026, 15:58
პოლიტიკა
ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
28 მაისი 2026, 15:39
მსოფლიო
შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა
ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 15:38
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.
28 მაისი 2026, 15:34
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა
რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 15:23
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
28 მაისი 2026, 15:21
ტაბლოიდი
Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება
„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.
28 მაისი 2026, 15:15
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები
ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 15:14
მსოფლიო
ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა
ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
28 მაისი 2026, 15:09
პოლიტიკა
მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა
დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 15:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.


