IMEDI /  03 თებერვალი 2021, 14:31 / სანდო წყარო

ბადრი ჯაფარიძე: კელი დეგნანის მოწოდებას ცალსახად ვეთანხმებით, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა დავაყენოთ პარტიულზე მაღლა

ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მოწოდება არის ის, რასაც ჩვენ ცალსახად ყოველთვის ვეთანხმებით, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა დავაყენოთ პარტიულზე მაღლა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„კელი დეგნანის განცხადება მისაღებია. რაც შეეხება NDI-ის კვლევას, მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი, რა თქმა უნდა საზოგადოებას სურს რომ ყველა პარტია იყოს პარლამენტში, მაგრამ რა პირობებით და რა შემთხვევაში, ამ კუთხით, კვლევაში არ იყო დასმული კითხვა. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთან და მათი დაკვეთაა პირდაპირ, რომ წერტილი დავუსვათ ისეთი ტიპის არჩევნების ჩატარებას, როგორიც ვნახეთ 31 ოქტომბერს. მათ დაკვეთას ვასრულებთ როდესაც ვართ ბოიკოტში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, რომ მათი თვითმიზანი არაა მხარი დაუჭიროს არასაპარლამენტო რეალობას, თუმცა დღეს არსებული პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. „ჩვენ გვინდა ძლიერი პარლამენტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, დავუჭიროთ მხარი ისეთ პარლამენტს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას, იმიტომ რომ ასეთი პარლამენტი ვერ შეასრულებს ფუნქციას და ვერ გააერთიანებს საზოგადოებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებას.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 14:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2010-2011 წლებში გაკეთებული ფარული ჩანაწერებით „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს და ამისთვის 2010-2011 წლებში კუდის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს იყენებს.

ბლეიკ გრიფინი

08 მარტი 2021, 14:46

სპორტი

ბლეიკ გრიფინი „ბრუკლინ ნეტსში“ ითამაშებს

31 წლის გრიფინი „ბრუკლინელებისთვის“ მორიგი მეგა ტრანსფერია მანამდე გუნდმა ჯეიმს ჰარდენის გადაბირება შეძლო. მათ გარდა გუნდში ირიცხებიან ისეთი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან კევინ დურანტი და კაი ირვინგი.

08 მარტი 2021, 14:46

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 80 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 80 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 086 ადამიანი გარდაიცვალა.

ხატია დეკანოიძე

08 მარტი 2021, 14:45

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ „ქართული ოცნება“ არ წავა ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს დიდ აქციას გავმართავთ დიდ აქციას

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც არის ქვეყანაში და მომავალ გეგმებზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ოპოზიციური ერთობის პლატფორმა, მათ შორის 20 მარტის აქციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

08 მარტი 2021, 14:41

საზოგადოება

USAID: მხარს ვუჭერთ ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს

USAID საქართველოში მხარს უჭერს ისეთი საზოგადოების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი უფლებების დაცვას და ქალებს სრულ და თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბა ბუაძე

08 მარტი 2021, 14:38

პოლიტიკა

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:32

საზოგადოება

რიმა ბერაძემ დამსახურებულ პედაგოგებსა და პროფესორებს 8 მარტი მიულოცა

საქართველოს პარლამენტის წევრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისა და დამსახურებული პედაგოგის ოჯახებში იმყოფებოდა. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ როზეტა გუჯეჯიანსა და ლია ლეჟავას ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ხათუნა სამნიძე

08 მარტი 2021, 14:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: არავინ აპირებს, ხელისუფლებას საბაბი მისცეს, რათა მოლაპარაკებები ჩაიშალოს

„ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ვითარება ძალიან დამძიმდა. ეს დარტყმა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირადად, მიმაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებზე ღარიბაშვილი და მთლიანად „ქართული ოცნება“ ძალიან დაზიანებულია. ასეთ ვითარებაში მათ მოუწევთ, უფრო მეტად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, რა ვითარებაშია დღეს ხელისუფლება, რამდენად მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნები და ამ კრიზისის გადალახვა. კარგი იქნებოდა, ამ მოლაპარაკებებზე ისეთი ადამიანი იჯდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რაიმე ტიპის კითხვებს არ გამოიწვევს. ღარიბაშვილის ჩანაწერების შემდეგ ჩანს, რომ ის პირადად იყო დანაშაულის ორგანიზებაში ჩართული“, - განაცხადა სამნიძემ.

08 მარტი 2021, 14:24

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 9 მარტს 15:00 საათზე გამოაცხადებს. მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

08 მარტი 2021, 14:24

COVID19

EMA ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Sputnik V-ის დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს

ევროპის წამლის სააგენტო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნულ დონეზე დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს.

გიგი უგულავა

08 მარტი 2021, 14:12

პოლიტიკა

გიგი უგულავა მოლაპარაკებებში ხელისუფლების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის წინააღმდეგია

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

08 მარტი 2021, 14:08

საზოგადოება

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა

2021 წლის 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.

 მიხეილ ყაველაშვილი

08 მარტი 2021, 14:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებას ნუ გაახსენებენ, რაც დავიწყებული იყო, ამომიტივტივდა ყველა ის საზიზღრობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა

ყაველაშვილმა საუბრისას გაკვირვება გამოხატა მამუკა ხაზარაძის განცხადების გამო, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს. „ყოველ კვირას, ყველა ადამიანზე, ვისზეც სჭირდებოდათ, ჩანაწერები ქვეყნდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომელმაც საკითხი დააყენა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გაკეთებული, ხომ არ იცის, რა არის, როგორ არის? როგორ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

08 მარტი 2021, 13:57

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

აშშ-მა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი სამი ონლაინგამოცემა გამოავლინა, რომლებიც Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

თამარ ტალიაშვილი

08 მარტი 2021, 13:56

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ოპოზიციიდანაც გაკეთდა განცხადებები დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, სწორედ ამ დროს, სააკაშვილის გუნდმა მოლაპარაკებებში დისონანსის შეტანა გადაწყვიტა

დავინახეთ, რომ სერიოზული ნაბიჯები იყო გადადგმული პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის, ოპოზიციიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მზად არიან დიალოგისთვის და პარლამენტში შემოსასვლელად. სწორედ ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, ამ მოლაპარაკებებში კვლავ გარკვეული დისონანსი შეიტანოს, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი.

ავთანდილ ცინცაძე

08 მარტი 2021, 13:41

საზოგადოება

ავთანდილ ცინცაძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს 8 მარტი მიულოცა

„მინდა, ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სამაჟორიტარო რაიონში გვყავს 100 წლის ქალბატონი ანნა. დღეს გვერგო პატივი მისთვის ქალთა საერთაშორისო დღე მიგველოცა. ქალბატონი ანნა მედიცინის ყოფილი მუშაკია და მას 55-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. მინდა, მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

08 მარტი 2021, 13:34

ტაბლოიდი

საყვარელმა კაცმა ქალი ღალატში დაადანაშაულა, როცა ის სინამდვილეში „მაკდონალდსში“ იპარებოდა

კაცი ქალს ღალატში ადანაშაულებდა, რადგან ის ხშირად იპარებოდა სახლიდან. ქალი ყვება, რომ მისი ხანმოკლე გაუჩინარების მიზეზი არა ღალატი, არამედ McDonalds-ში სიარული იყო. მისივე განცხადებით, როცა წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, კაცს დაჰპირდა, რომ მასავით ვეგანი გახდებოდა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ისიც აღარ მიეკარებოდა. დაპირების მიუხედავად, ქალი ამბობს, რომ ცდუნებას ვერ უძლებდა, როცა McDonalds-ის ქათმის ნაგეტსები ახსენდებოდა.

08 მარტი 2021, 13:31

საზოგადოება

რამდენი პილოტი ქალია საქართველოში

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და საქართველოში ავიაციაში დასაქმებული ქალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს.

არჩილ თალაკვაძე

08 მარტი 2021, 13:28

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ყველა ქალს ვუსურვებ, დასახულ მიზნებს მიაღწიოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ქალებს 8 მარტი მიულოცა.

ელენე ხოშტარია

08 მარტი 2021, 13:20

პოლიტიკა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. როგორც ის გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, ამხელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და არ შეეგუება უსამართლობას.