რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 104-ე მუხლის შესაბამისად, IX მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა, რომლებზეც წინა მოწვევის პარლამენტის ბიურომ წამყვან კომიტეტად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი განსაზღვრა.
საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გამოიტანა. როგორც მან განაცხადა, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტიდანაა შემოჩენილი ძალიან ბევრი კანონპროექტი, რომელთა განხილვა იყო დაწყებული, მათ შორის ზოგიერთი პირველი და მეორე მოსმენითაც კი იყო მიღებული, თუმცა დღეისათვის უკვე აღარაა აქტუალური. საქმე ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე, ცვლილებები უნდა შესულიყო მთელ რიგ კანონებში, ძირითადად ეს იყო ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომელთა მიღება მაშინ ვერ მოხერხდა. შემდეგ კი, ეს ცვლილებები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად განხორციელდა და აღნიშნული კანონპროექტების მიღების საჭიროება აღარ დგას. მომხსენებლის ინფორმაციით, სამინისტრომ ასევე რამდენიმე კანონპროექტი უკან გაიწვია და მისი განახლებული სახით ინიცირებას მოახდენს. რაც შეეხება ოთარ კახიძის საკანონმდებლო ინიციატივას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს ცვლილებები უფრო სრულყოფილი და განახლებული სახით პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია და მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უკვე მიენიჭა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებებს. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის გაგრძელება მიზანშეუწონლად იქნა ცნობილი.
კომიტეტმა ასევე განიხილა სარატიფიკაციო დოკუმენტები: „2011 წლის 11 ოქტომბრის „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ სქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სესხისა და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანსური პროტოკოლის განხორციელების მიზნით)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ და „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის“ N5 ცვლილების წერილი-შეთანხება.
საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფინანსური პროტოკოლი საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილ იქნა 2011 წლის 7 ოქტომბერს და ითვალისწინებს მესტიის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობას, რომლის განხორციელების მიზნით, 2011 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილ იქნა სესხის და გრანტის ხელშეკრულება. შესაბამისად, შეღავათიანი სესხი - არაუმეტეს 18 000 000 ევროს ოდენობით, განკუთვნილია მესტიის ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად, ხოლო 700 000 ევროს გრანტი - მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების ძირითადი გეგმის შემუშავებისა და საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის.
მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებელია შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ჰაწვალში ორი საბაგიროს ინსტალაცია, თეთნულდში უკვე მიწოდებულია ხუთი საბაგიროს მოწყობილობა, მათგან ოთხი შესულია ექსპლუატაციაში, დარჩენილია ერთი საბაგიროს (T7) გზის ტესტირებისა და ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები.
წარმოდგენილი დოკუმენტებით მოთხოვნილია ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ვადის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევისა და 2011 წლის 11 ოქტომბერს ხელმოწერილი სესხის და გრანტის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრანტის მიზნობრიობის ცვლილების შესახებ, რათა გრანტიდან დარჩენილი აუთვისებელი 138.410 ევრო დაიხარჯოს სათხილამურო კურორტის მენეჯმენტის სპეციფიკური ტრენინგის დასაფინანსებლად, რადგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რისთვისაც იყო გრანტი განსაზღვრული, დღეისათვის აქტუალური აღარ არის.
კომიტეტის წევრებმა აღნიშნული დოკუმენტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.
16 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.
16 აპრილი 2026, 20:28
საზოგადოება
ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის
გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.
16 აპრილი 2026, 20:21
პოლიტიკა
საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.
16 აპრილი 2026, 20:19
საზოგადოება
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას
ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩაერგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.
16 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.
16 აპრილი 2026, 20:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
16 აპრილი 2026, 19:56
მსოფლიო
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.
16 აპრილი 2026, 19:48
მსოფლიო
სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.
16 აპრილი 2026, 19:22
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 19:20
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე
ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.
16 აპრილი 2026, 19:16
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
16 აპრილი 2026, 19:00
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
16 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს
კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.
16 აპრილი 2026, 18:56
სპორტი
ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
16 აპრილი 2026, 18:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება
მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატები გაიმართოს.
16 აპრილი 2026, 18:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი
რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს.
16 აპრილი 2026, 18:46
ეკონომიკა
„საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი: აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება. საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება დაცულია
შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესებისას სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.
16 აპრილი 2026, 18:43
რეგიონი
ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.


