გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია
გოჩა ლორთქიფანიძე
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით, ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში.
„დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ადასტურებს, რომ: ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია; საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა განახორციელა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (ანუ საქართველოს განუყოფელი ნაწილის) ოკუპაცია, მაშასადამე, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა და რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკას დღემდე განგრძობადი ხასიათი აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებაში იყენებს ცნებას „ეთნიკური წმენდა; რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის და ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცოცავი ოკუპაციის შედეგებისთვის დე ფაქტო ორგანოების ქმედებების ჩათვლით, ანუ ნებისმიერი ინციდენტისათვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თუ ოკუპირებულ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ამ შემთხვევაშიც განავითარა პრაქტიკაში დამკვიდრებული და „ეფექტურ კონტროლს“ პირდაპირ უწოდა „ოკუპაცია“; სასამართლომ სეპარატისტების რუსეთზე დაქვემდებარება, ანუ რუსეთის კონტროლი დაადგინა განგრძობადად – 2008 წლის ომამდე, ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში; მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო, ფაქტობრივად, ამბობს: გადაადგილების თავისუფლების (მე-4 ოქმის მე-2 მუხლი) დარღვევა განგრძობადია და დღემდე გრძელდება, ხოლო რუსეთს სასამართლომ პირდაპირ დააკისრა დევნილების უკან დაბრუნების ვალდებულება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ აღსრულების ეტაპზე; სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დარღვევა დაადგინა რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს 2018 წელს ჩვენ მიერ შეტანილ სახელმწიფოთაშორის საჩივარს, რომელიც განგრძობადი ოკუპაციის შედეგებს და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში; სასამართლომ, ასევე, ფაქტობრივად, თქვა, რომ რუსეთის მხრიდან, სავარაუდოდ, ომის დანაშაულები იქნა ჩადენილი საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (8-12 აგვისტო), რისი გამოძიების ვალდებულებაც მას ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების საფუძველზე. სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის მოვლენების და ამ პერიოდში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ადეკვატურად და ეფექტურად გამოძიების საშუალებას არ აძლევს, რაც ჰააგის სასამართლოს მიერ მისი იურისდიქციის მიხედვით ამ დანაშაულების გამოძიებას და ჩვენს თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან აუცილებლობად ხდის“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 22:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
29 აგვისტო 2026, 21:31
სპორტი
ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
29 აგვისტო 2026, 21:01
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.
29 აგვისტო 2026, 20:49
სამართალი
კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.
29 აგვისტო 2026, 20:34
რეგიონი
წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.
29 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.
29 აგვისტო 2026, 18:30
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.
29 აგვისტო 2026, 18:19
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”
„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
29 აგვისტო 2026, 17:16
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
29 აგვისტო 2026, 16:46
მსოფლიო
POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
29 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.
29 აგვისტო 2026, 16:01
მსოფლიო
ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.
29 აგვისტო 2026, 15:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.
29 აგვისტო 2026, 15:33
საზოგადოება
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
29 აგვისტო 2026, 15:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.


