imedi /  08 თებერვალი 2021, 16:15 / სანდო წყარო

ლევან კობერიძე განმარტავს, რატომ დატოვა „ლელო“

ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე

ლევან კობერიძემ „ლელოს“ დატოვების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„აზრთა სხვადასხვაობა იყო ჩემსა და პარტიის სხვა წევრებს შორის, რაც განსაკუთრებით გამოიხატა არჩევნების შემდგომ პერიოდში პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯებით და პოლიტიკური პოზიციონირების თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება შემდგომში უკვე „ლელოს“ პარტიის დატოვებისა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი ნამდვილად არ გამხდარა.

„პარლამენტში შესვლა- არშესვლა ნამდვილად არ არის ის საკითხი, რომელზეც შეიძლება მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიმეღო. მეტსაც გეტყვით, რომ დღევანდელ პარლამენტში შესვლას და არშესვლას ერთი და იგივე პოლიტიკური ფასი აქვს. აქ მთავარი თემა ჩვენ შორის საუბრის და განსხვავებული მოსაზრებების არის შემდეგი, რომ მე ვთვლი და მთელი კამპანიის ძირითად ნაწილში „ლელოს“ პოზიციაც ესეთი იყო, რომ მთავარი იყო ამ ორპოლუსიანობის გარღვევა ქვეყანაში, ორპოლუსიანობის დასრულებისაკენ „ლელოს“ ჰქონდა ძალიან დიდი შანსი, რომ გადაედგა ნაბიჯები და ჩემი შეერთებაც „ლელოს“ პარტიასთან სწორედ არჩევნებში, ამ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ ჩვენ ერთად გადაგვედგა მსგავსი ტიპის ნაბიჯები. თუმცა. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ცოტა განსხვავებული შედეგის და სურათის წინაშე აღმოვჩნდი და ის ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით დეკლარირებულად საჯაროდ იყო სწორედ „ლელოს“ მხრიდანაც დაფიქსირებული, რომ ორპოლუსიანობა არის ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს პოლიტიკაში, მაგრამ შემდგომ უკვე ნაბიჯები, რომლებიც იყო გადადგმული პარტიის მხრიდან, მე იმთავითვე, როდესაც ამ ნაბიჯებზე მსჯელობები იყო, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, რომ განსხვავებული ნაბიჯები იყო გადასადგმელი, მათ შორის, არა მარტო არჩევნების დროს, უფრო მეტად არჩევნების შემდგომ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან კობერიძემ დღეს პარტია დატოვა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 21:42

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვაქვს მოლოდინი და ინფორმაცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამენ

​​​​​​​აქტუალურია ოპოზიციასთან დიალოგის საკითხი, ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციაც, რომ მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგავენ, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 21:22

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე: საოცარია, როდესაც სახალხო დამცველი შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი სახალხო დამცველის მიერ ფარული ჩანაწერების შინაარსზე ყურადღების გამახვილებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. როგორც მან „ქრონიკაში“ განაცხადა, ფაბრიკაცია მოხდა, რაც საზოგადოების დასატერორებლად გამოიყენება და იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველმა დაგმოს ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მთავარი ხელწერა იყო, ის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას.

სოზარ სუბარი

06 მარტი 2021, 21:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფარული ჩანაწერები შანტაჟისთვის, მეორე მხარესაა საზოგადოება, რომლისთვისაც ეს მიუღებელია და მათი გადაკვეთის წერტილი არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი პირველია ვინც გააზიარა ეს ვიდეო და გაავრცელა. ამით აჩვენა რომ ის მხარს უჭერს ამ უნიჭო ფაბრიკაციის გავრცელებას, არამედ მისგან მოდის შეკვეთა, -ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა ქრონიკაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა.

06 მარტი 2021, 20:44

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიის სასარგებლოდ, ანგარიშით 13:10 დასრულდა. მატჩის 18-ე წუთზე პირველი ლელო მირიან მოდებაძემ დადო, 27-ე წუთზე კი - ჯაბა ბრეგვაძემ. შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი მელიქიძის ლელომ საქართველო დააწინაურა და ანგარიში 17:16 გახდა. 66-ე წუთზე შალვა მამუკაშვილა სხვაობა 6-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებმა, ჯამურად, 22 ქულა მიითვალა.

06 მარტი 2021, 20:36

პოლიტიკა

ცესკო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას აძლიერებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

06 მარტი 2021, 20:16

ტექნოლოგიები

Twitter-ზე გამოქვეყნებული პირველი „ტვიტი“ აუქციონზე $1 მილიონად შეფასდა

სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებული პირველი „ტვიტი“ ონლაინ აუქციონზე ერთ მილიონ დოლარად შეფასდა. ამის შესახებ, რუსული მედია წერს. „უბრალოდ ვაწყობ ჩემს Twtt-ს“ - ესაა პირველი შეტყობინება რომელიც სოცილურ ქსელში 2006 წელს გამოქვეყნდა და ქსელის დამფუძნებელს დორსის ეკუთვნის.

06 მარტი 2021, 19:45

სპორტი

ქართველი და პორტუგალიელი მორაგბეების დაპირისპირების პირველი ნახევარი დასრულდა

ლევან მაისაშვილის შერჩეული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა).

06 მარტი 2021, 19:32

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩში მეორე ლელოც დადო

რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გუნდს ხვდება. მატჩის 27-ე წუთზე ლელო ჯაბა ბრეგვაძემ დადო. ამ დროისთვის, ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ, 10:6-ია და პორტუგალიის ნაკრები ლიდერობს. მატჩი ლისაბონში ტარდება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშია შესაძლებელი.

06 მარტი 2021, 19:22

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

06 მარტი 2021, 19:21

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩში ლელო დადო

ლევან მაისაშვილის შერჩეული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

ლუის სუარესი

06 მარტი 2021, 19:18

სპორტი

ლუის სუარესმა საფეხბურთო კლუბი LS Deportivo დააარსა

„ატლეტიკოს სუპერფორვარდის ლუის სუარესის მიერ შექმნილი კლუბი ურუგვაის „უნივერსიტეტების ლიგაში“ ითამაშებს და თავდაპირველად მხოლოდ 14,16 და 18 წლამდე ასაკობრივი გუნდები ეყოლება.როგორც ცნობილია LS Deportivo-ს უმთავრესი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი განვითარება.

06 მარტი 2021, 19:08

COVID19

ფინეთში პანდემიის გამო თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო

ფინეთში თვითმმართველობის არჩევნები პანდემიის გამო აპრილის ნაცვლად, ივნისში გაიმართება. ამის შესახებ Twitter-ზე ფინეთის მთავრობის იუსტიციის მინისტრი ანა-მაია ჰენრიქსონი წერს. მისი თქმით, არჩევნების გადადების მიზეზი გაუარესებული ეპიდვითარებაა. ფინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 648 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ქვეყანაში 61 552 კოვიდინიცირებულია.

06 მარტი 2021, 18:58

სპორტი

საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო

რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გუნდს ხვდება. მატჩი ლისაბონში ტარდება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშია შესაძლებელი.

06 მარტი 2021, 18:52

სპორტი

ბორჯღალოსნები უკვე სტადიონზე არიან და პორტუგალიასთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან - სად შეძლებთ თამაშის ნახვას

რაგბი ევროპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის სარაგბო ნაკრებებს შორის თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. მატჩი ლისაბონში ჩატარდება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, ტრადიციულად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეგეძლებათ.

ვასილ მაღლაფერიძე

06 მარტი 2021, 18:37

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ზე წერს.

ერევანი, პრეზიდენტის რეზიდენცია

06 მარტი 2021, 18:29

მსოფლიო

ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვა გაძლიერდა

ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციას პოლიციის გაძლიერებული ძალები იცავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციიდან 500 მეტრში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათასი ადამიანი პრეზიდენტ არმენ სარქისიანისგან ითხოვს ხელი არ მოაწეროს პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განკარგულება გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

06 მარტი 2021, 18:20

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 353 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 353 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,365 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,238 ადამიანი. ვირუსისგან 229,591 პაციენტი განიკურნა.

06 მარტი 2021, 17:28

საზოგადოება

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი, გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვის მოხსნა რეალურია, რადგან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გიგა ბოკერია

06 მარტი 2021, 17:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: საზიანოა ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის

„მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან“.

06 მარტი 2021, 17:14

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი“: დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის გახშირებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.