imedi /  10 თებერვალი 2021, 16:01 / სანდო წყარო

ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ელჩთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებები მტკიცებულებას მოკლებული არ იქნება

ლევან ბეჟაშვილი

ლევან ბეჟაშვილი

როდესაც ელჩი მთავარ პრობლემას ხედავს კერძო თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებში, ბუნებრივია, ეს ელჩის პრობლემაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ელჩი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ამ შემთხვევაში ბეჟაშვილის თქმით, უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მეზღვაურების საქმეებზე.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დღეს მთავარი პრობლემა არის უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, არც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არც მტკიცებუულებები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკანოდ ჰყავთ მძევლად აყვანილი. როდესაც ელჩი მთავარ პრობლემას ხედავს კერძო თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებში, ბუნებრივია, ეს არის ელჩის პრობლემა, რადგან ზოგადად, ელჩი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, ამ შემთხვევაში უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მეეზღვაურების საქმეებზე. ამიტომ, მთავარი განმსაზღვრელი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან და განცხადებებთან მიმართებაში არის პრეზიდენტ ზელენსკის, მთავრობის მხარდაჭერა და რაც მთავარია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.

„ამიტომ მთავარი მხარდაჭერა მას გარანტირებული აქვს და ბუნებრივია, ელჩმა უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების გამწვავების პრობლემა არის არა კონკრეტულ რაიმე საჯარო განცხადებებში, არამედ მეზღვაურების უკანონო დაკავების ფაქტში, რომელსაც დღესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მანიპულირებისთვის იყენებს“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენ საუბრობთ ელჩის განცხადებებზე, მაგრამ არ საუბრობთ სააკაშვილის შეფასებებზე - „მექრთამე“, „ღრმად კორუმპირებული“, რამდენად სწორია ასეთი შეფასებები დიპლომატის მისამართით?“, - ბეჟაშვილი პასუხობს, რომ სააკაშვილის განცხადებები საფუძველს და არც კონკრეტულ მტკიცებულებას არ იქნება მოკლებული.

„მიხეილ საააკაშვილი არის საჯარო მოღვაწე, თანამდებობის პირი უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამიტომ მის მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, ბუნებრივია, არ იქნება არც საფუძველს და არც კონკრეტულ მტკიცებულებას მოკლებული, ამიტომ ის აკეთებს მისი მთავრობის და პრეზიდენტის ლეგიტიმაციიდან გამოწვეულ შესაბამის განცხადებას. ამ შემთხვევაში მთავარი არის უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული უკვე ღრმა პრობლემა, რომელიც მეზღვაურების უკანონოდ დაკავების ფაქტს ეხება.

კობახიძეზე, მდინარაძეზე, გახარიაზე ჩვენ ვამბობთ ღრმად კორუმპირებულები, მექრთამეებიო და მტკიცებულებებით ვამაგრებთ ხოლმე, ბუნებრივია, პოლიტიკოსებისაგან, რომლებსაც აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს განცხადებები მისაღებია, ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგია. ამიტომ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს საფუძვლები, გააკეთოს ეს განცხადებები, მით უფრო, როდესაც ელჩი არ ასრულებს თავის კონკრეტულ მოვალეობას, არ იცავს უკანონოდ დაკავებული მეზღვაურების უფლებებს და სხვა პრობლემას ხედავს რომელიმე თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.

იგორ დოლგოვმა კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.

ყველა სიახლე

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

26 აგვისტო 2026, 15:12

მსოფლიო

Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დიმიტრი სამხარაძე

26 აგვისტო 2026, 15:02

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:54

ეკონომიკა

მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება

„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:46

ეკონომიკა

მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

26 აგვისტო 2026, 14:33

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა

ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

არჩილ გორდულაძე

26 აგვისტო 2026, 14:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

ანა წითლიძე

26 აგვისტო 2026, 14:21

პოლიტიკა

ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული

ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

თორნიკე ჭეიშვილი

26 აგვისტო 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს

„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.

26 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია

გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.

26 აგვისტო 2026, 14:18

სამართალი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის მიყენებისთვის 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.

თამთა ფეტვიაშვილი

26 აგვისტო 2026, 14:13

საზოგადოება

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს

„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.