imedi /  12 თებერვალი 2021, 15:25 / სანდო წყარო

ნიკა მელია: არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, ვცდილობ, გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ჯაჭვი

ნიკა მელია

ნიკა მელია

მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, ვცდილობ, გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ის ჯაჭვი, რომლითაც ქართული ხელისუფლება, პირველ რიგში, აზარალებს ქართულ სახელმწიფოს და რუსულ ორბიტაზე აბრუნებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ზე მასზე დაკისრებულ გირაოსთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მტკიცებულებები, რომ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნები დაარღვია, უკვე გადახდილი გირაოს ფონზე, კვლავ გირაოს გადახდა კი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ მისი დაპატიმრების მოთხოვნით შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სწორად იყოთ ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რაც ჩემი, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ირგვლივ მიმდინარეობს და გაგიზიაროთ ის არგუმენტები, რაც ცხადად ადასტურებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ინსტრუმენტად გამოიყენება ჩემი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების მიზნით.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ოკუპანტი ქვეყნის გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის - სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში პატივით მიღებას, ქართველი ხალხის უზარმაზარი პროტესტი მოჰყვა, ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომ შეესმინა შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის ხმა, პროვოკაცია მოაწყო და თავისივე მოქალაქეებზე სასტიკად იძალადა.

მისი დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვის მიზნით კი, როგორც სხვა კრიზისების დროსაც სჩვევია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მორიგი ილუზორული საქმე შეთხზა და მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით ჩემ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ყველა ინსტიტუცია პოლიტიკურ კონიუქტურას ექვემდებარება. შესაბამისად, ჩემ მიმართ წარმოებულ უკანონო პროცესში ორკესტრირებულად ჩაერთო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი პარტნიორების ძალისხმევით, „ქართული ოცნება“ ბოლო მომენტში იძულებული გახდა, უარი ეთქვა ჩემს დაპატიმრებაზე, თუმცა კანონისა და კონსტიტუციის სრული უგულვებელყოფა კვლავ გაგრძელდა და ჩემი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოსაშორებლად, აქამდე არარსებული სამართლებრივი პრეცედენტები შეიქმნა.

პირველად სწორედ ჩემს საქმეზე გამოიყენეს, გირაოს პარალელურად, აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, დამატებითი შეზღუდვის სახით ელექტრონული მონიტორინგი. მაშინ, როდესაც ის საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასჯელის სახით შინაპატიმრობის დროს გამოიყენება.

მე ვარ პირველი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა. ამომრჩევლებთან შეხვედრა, თან მაშინ, როდესაც მე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი.

ქართულ სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში პირველად, უკვე გადახდილი გირაოს შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, დამატებით კიდევ გირაოს გადახდა დამეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიმართ ე.წ „გავრილოვის “ საქმეზე შეფარდებული გირაო სრულიად უკანონოდ მიმაჩნდა, პატივი ვეცი სახელმწიფო ინსტიტუტებს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გირაო 30.000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე გადავიხადე.

თუმცა, როდემდე შეიძლება გავყვე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან?

ამიტომ თავიდანვე განვაცხადე, რომ განმეორებით დაკისრებულ გირაოს აღარ გადავიხდიდი, რადგან არსად მივმალულვარ და ისედაც ვასრულებდი იმ მიზნებს, რა მიზნითაც ზოგადად გირაო გამოიყენება.

თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მტკიცებულებები, რომ მე დავარღვიე აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნები, მოქმედი კანონმდებლობით, უკვე გადახდილი გირაოს ფონზე, კვლავ გირაოს გადახდა კი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ სასამართლოსათვის ჩემი დაპატიმრების მოთხოვნით შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ, რაც ცხადია, ბუნებაში არ არსებობდა, რადგან იცოდნენ, რომ სამაჯური, რომელიც პროტესტის ნიშნად საჯაროდ მოვიხსენი, უკანონოდ მქონდა შებმული და ეს არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ჩემი დაპატიმრების არგუმენტად ვერ გამოადგებოდათ.

სწორედ ამიტომ, ახლებურად განმარტეს კანონი და პირველი ადამიანი ვარ, ვისაც ერთსა და იმავე საქმეზე უკვე მეორედ მთხოვენ გირაოს გადახდას.

თავადაც კარგად იცოდნენ, რომ ხელმეორედ დაკისრებული გირაო უკანონო იყო, ამიტომ არც კანონით სავალდებულო გირაოს განმარტების წერილობითი ოქმი გაუფორმებიათ ჩემთან და იმის მიუხედავად, რომ მისი გადახდის ვადა ჯერ კიდევ 2020 წლის 23 დეკემბერს გავიდა, რეაგირება არ მოუხდენიათ.

თუმცა მას შემდეგ, რაც მე ამირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ, დავიწყე ძირეული რეფორმების განხორციელება და წარვადგინე განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა, დასავლური ღირებულებების მქონე გუნდი, კვლავ დღის წესრიგში დადგა ჩემი პოლიტიკური აქტიურობის განეიტრალება და "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების პროცესის შეჩერება.

სწორედ ამიტომ, პროკურატურამ ისევ მიიღო პოლიტიკური დავალება და უკანონოდ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, დაპატიმრებით მემუქრება.

შეუძლებელია, მე არ ვიყო სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისმცემელი და ცხადია, მე ვაცნობიერებ ჩემს სტატუსს, პატივს ვცემ კანონს და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განუხრელად ვიცავ მათ, მაგრამ ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში მე არ მაქვს უფლება, სისუსტე გამოვიჩინო და დავემორჩილო უკანონობას, თუნდაც პატიმრობის მუქარის ფონზე, რადგან ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის, მომავალი თაობების, ჩემი პატარა შვილის წინაშე, რომელმაც მინდა, რომ სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპული ტიპის ქვეყანაში იცხოვროს.

ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ კანონებს და მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ იარაღად არ იყენებენ, ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი. ქვეყანაში, სადაც არსებობს სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტები არ გამოიყენება ინსტრუმენტად პოლიტიკური ხელისუფლების ხელში.

ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად სწორედ ამ მიზნის მიღწევა მაქვს დასახული. ამიტომ, პატივს ვცემ კანონებს, მაგრამ უარს ვაცხადებ დავემორჩილო უკანონობას. თუნდაც ეს თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდეს, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი ბრძოლა არის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლი.

იმისთვის, რომ არასოდეს, არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაგროს და დევნოს მისთვის მიუღებელი ადამიანები. რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს აღარ ართმევდნენ არჩევნებს. რომ სამართლიან ბრძოლაში დამარცხებულები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ და ერთიანი ძალისხმევით აგრძელებდნენ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, მე ვცდილობ გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ის ჯაჭვი, რომლითაც ქართული ხელისუფლება პირველ რიგში აზარალებს ქართულ სახელმწიფოს, აბრუნებს რუსულ ორბიტაზე, აფერხებს ქვეყნის განვითარებას დაუკარგავს ევროპული ინტეგრაციის შანს, მაშინ როდესაც ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დეკლარირებული მიზანია.

სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების თვალსაწიერიდან საქართველოს მოსახლეობა დაყოფილია მათ მომხრეებად და პოტენციურ ბრალდებულებად. მე ამ ბრალდებულათაგან მხოლოდ ერთ-ერთი ვარ, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად ვაჭრობს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებს. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან მთავრობის ეს რევანშისტური პოლიტიკა არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და ქვეყანას უკარგავს რეალურ შანსს, თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს“, - წერს ნიკა მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სასაცილოა ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სპექტაკლი, თითქოს გავრბივართ, რომ ვიღაც ადამიანი ვიპოვოთ, ვინც გირაოს თანხას შეიტანს“

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.

5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.