მამუკა მდინარაძე: ე.წ. „გაყალბებული არჩევნების“ ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მხოლოდ მშრალი ფაქტები რადიკალური ოპოზიციის ახალი მესიჯბოქსის კვალდაკვალ:
2008 წლის 2 ოქტომბერი - საქართველოს დელეგაცია ხმას აძლევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყება ქართველ სამხედროებს ბრალდება.
8 წლის შემდეგ, 2016 წელი, 1-5 ივლისი - თბილისში ჩამოდიან რუსეთის დუმის დეპუტატები, ნიკოლაი კოვალიოვი და ლეონიდ სლუცკი, რომლებიც მხარს უჭერენ ნაც. მოძრაობის კანდიდატს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად. ამბავს ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია.
2019 წლის 26 მარტი - საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტს წარედგინება ანგარიში თბილისში, იმავე წლის ივნისში ჩასატარებელი ასამბლეის შესახებ, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია. კომიტეტის სხდომას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამბავს იმ დროისთვის ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია.
2019 წლის 20 ივნისი - ასამბლეის სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში იმართება. შეთანხმებული და დარიგებული დღის წესრიგის მიხედვით სხდომა მიყავს ასამბლეის ბერძენ თანათავმჯდომარეს, თუმცა მის გვერდით ადგილს თვითნებურად სერგეი გავრილოვი იკავებს და იწყებს სხდომის წაყვანას.
ფაქტს მოყვა პოლიტიკოსების და მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც იმავე ღამით პარლამენტში შეჭრის მცდელობაში და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის ორგანიზებაში სხვა პირებთან ერთად ბრალი წარედგინა ნიკანორ მელიას.
2020 წლის ნოემბერი - ბრალდებული მელია არღვევს აღკვეთის ღონისძიების პირობებს, რისთვისაც მას 40 000 ლარით ეზრდება უკვე გადახდილი გირაოს ოდენობა.
2021 წლის თებერვალი - მელია უარს აცხადებს გირაოს თანხის გადახდაზე, შეტანაზე და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა მისი იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.
2021 წლის 13 თებერვლიდან - ოპოზიციის დიდი ნაწილის ინტერვიუებში ჩნდება ტერმინი პოლიტიკური დევნილი, გავრილოვის პატიმარი და ა.შ.
2021 წლის 15 თებერვალი - ,,ნაციონალური მოძრაობის’’ 2 ტელევიზია თითქმის ერთდროულად უკავშირდება სერგეი გავრილოვს და მისი მოსაზრებით ინტერესდებიან.
გავრილოვი მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციას და ნიკა მელიას.
ახლა კი მოკლედ, რამდენიმე წინადადება, რომელიც ფაქტებთან ერთად შეფასების ელემენტებსაც შეიცავს: დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე საქართველოს ომის დაწყება დააბრალა; სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია.; პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და დესტაბილიზაციას საქართველოში; „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთს და დესტაბილიზაციას საქართველოში; „ნაცმოძრაობის“ ანტირუსული რიტორიკა ყალბია; „ნაცმოძრაობის“ პროდასავლური რიტორიკა შესაბამისად, კიდევ უფრო ყალბია. 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე; ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან; ე.წ. გაყალბებული არჩევნების ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ; გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა; გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება; ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.
13 აპრილი 2026, 09:42
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება
13 აპრილი 2026, 09:37
მსოფლიო
პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა
„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პიტერ მაგიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
13 აპრილი 2026, 09:33
მსოფლიო
„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის
„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.
13 აპრილი 2026, 09:27
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
13 აპრილი 2026, 09:22
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ
დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პიტერ მაგიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
13 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას
„ახლახან ვესაუბრე პიტერ მაგიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
13 აპრილი 2026, 09:14
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით
როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
13 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა
„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.
13 აპრილი 2026, 09:09
მსოფლიო
„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
13 აპრილი 2026, 08:57
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 08:55
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.


