IMEDI /  17 თებერვალი 2021, 11:14 / სანდო წყარო

გიორგი ბოტკოველი: სიმართლე ნიკა მელიას მხარესაა

გიორგი ბოტკოველი

გიორგი ბოტკოველი

ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა, გახდება კიდევ ერთი დამატებითი საკითხი ამ პარლამენტის არალეგიტიმაციისა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სიმართლე ნიკა მელიას მხარეს დგას და მის დაკავებას ვერავინ შეძლებს.

​ჩვენ სასამართლოზე მივალთ თუ არ მივალთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის ერთი რამ, ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დააკავოს ნიკა მელია. ვერ დაიჭერს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ სიმართლე დგას ნიკა მელიას მხარეს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

ყველა სიახლე

24 თებერვალი 2021, 21:11

საზოგადოება

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის ქუჩებსა და დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საულიუს სკვერნელისი

24 თებერვალი 2021, 21:01

პოლიტიკა

საულიუს სკვერნელისი: თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად

თუ პარლამენტარები დგებიან საზღვარგარეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს, მაშინ შუამავლობის მისია ჩაითვლება ჩაშლილად, რადგან შეუძლებელია შუამავლობა, თუ მხარს უჭერ ერთ მხარეს, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საულიუს სკვერნელისმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მზად არის ილაპარაკოს ამის შესახებ როგორც ევროკავშრის მეთაურებთან, ისე საერთაშორისო საზოგადოებასთან.

ვალდას ადამკუსი

24 თებერვალი 2021, 20:55

პოლიტიკა

ვალდას ადამკუსი: განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან

მიმდინარე მოვლენებზე კომენტირება საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით დიპლომატები უნდა გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას და იცოდნენ სად რა თქვან, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა განაცხადა , რითაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისის განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას გამოეხმაურა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

24 თებერვალი 2021, 20:53

პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 46-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

იულიუს საბატაუსკასი

24 თებერვალი 2021, 20:52

პოლიტიკა

ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერი: ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ყოველთვის ეფუძნებოდა ორმხრივ პატივისცემას და უხერხული სიტუაცია შეიქმნა

„ჩვენმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც უკვე აღარ არის დიპლომატი, გადაწყვიტა ასწავლოს ქართველებს მხარი დაუჭიროს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, დაიცვას ერთი და დაადანაშაულოს მეორე მხარე. ამავე დროს, გააკეთა ძალიან უხეში შედარებები ბელარუსთან და მსგავს რეჟიმებთან. როგორც ჩანს, დაისახა მან რთული დავალება შეერიგებინა მხარეები და დაუშვა კიდევ უფრო დიდი შეცდომა; შერიგების სანაცვლოდ, ჩემი აზრით, გადადგა დიდი ნაბიჯი საქართველოსთან ურთიერთობების და ქართველების ლიეტუველების მიმართ შეხედულების გაფუჭების კუთხით. არ ვიცი ახლა იგივე პრინციპების საფუძველზე გაემგზავრება თუ არა ლატვიაში“, - განაცხადა იულიუს საბატაუსკასმა.

ანდრიუს კუბილიუსი

24 თებერვალი 2021, 20:31

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი

ორივე მხარე უნდა დაჯდეს მაგიდასთან და იპოვონ გამოსავალი. ჭკვიან ხალხს ყოველთვის შეუძლია გამოსავლის მოძიება, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ემოციები და ამბიციები არ უნდა იყოს იმაზე დიდი ვიდრე ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება.

მარინა კალიურანდი

24 თებერვალი 2021, 20:29

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: დამშვიდდით და დაიწყეთ ერთმანეთთან საუბარი, დიალოგი უნდა შედგეს

სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ჯგუფმა შეხვედრა გავმართეთ და ვესაუბრეთ ევროკავშირის ელჩს ჰარცელს. მან მოგვაწოდა ბოლო ინფორმაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი რჩევაა - დაიხიეთ უკან, დამშვიდდით და დაიწყეთ ერთმანეთთან საუბარი, დიალოგი უნდა შედგეს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 თებერვალი 2021, 20:28

მსოფლიო

ერდოღანი: ტერორიზმთან ბრძოლა თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის კანონიერი უფლებაა

ტერორიზმთან ბრძოლა თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენი ქვეყნის კანონიერი უფლებაა, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პეტრას აუსტრევიუჩისი

24 თებერვალი 2021, 20:25

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიუჩისი: თუ ერთი პარტია წააგებს, საქართველო წააგებს, ამიტომ დიალოგი უნდა შედგეს

თუ მხარეების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, მაშინ მომავალი კვირა უფრო რთული იქნება. მე ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც ფიქრობენ, რომ ორივე მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. ეს არის პოლიტიკის წესი. მე რასაც საქართველოში ვხედავ, ეს არის პოლიტიკისგან განცალკევებული დიალოგი. დიალოგი კი პოლიტიკის ნაწილია. დიალოგი არაა მხოლოდ ევროკავშირის მოწოდება. ჩვენი წერილი დაიწერა მხოლოდ კეთილი სურვილებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიუჩისმა „ქრონიკას“ განუცხადა.

24 თებერვალი 2021, 19:58

რეგიონი

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2021, 19:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველს კითხვას ვუანონსებ, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა ადამიანი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე

უახლოეს მომავალში სახალხო დამცველმა პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარადგინოს. რა თქმა უნდა, მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე, მაგალითად, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში. კითხვას ვუანონსებ, როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, როცა ადამიანი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ კითხვაზე სახალხო დამცველის პასუხს პარლამენტში ყურადღებით მოუსმენენ.

24 თებერვალი 2021, 19:35

საზოგადოება

საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით პურიმის დღესასწაულზე 25 თებერვლის საღამოდან 28 თებერვლამდე 20:30-05:00 საათებში ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ალი ასადოვი

24 თებერვალი 2021, 19:23

პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიიწვია

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ალი ასადოვმა საქართველოს მთავრობის მეთაურს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იგი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.

24 თებერვალი 2021, 19:22

რეგიონი

გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე ავოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62 (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

24 თებერვალი 2021, 19:21

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

24 თებერვალი 2021, 19:07

COVID19

საბერძნეთი ევროკავშირს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის პასპორტები შემოიღოს

საბერძნეთი ევროკავშირს მოუწოდებს, კოვიდვაქცინის პასპორტები შემოიღოს, რათა ზაფხულში ტურისტული სეზონი უსაფრთხოდ გაიხსნას.

24 თებერვალი 2021, 19:05

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აკირა იმამურასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთ თემას მიმდინარე წელს ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები და მისი საორგანიზაციო საკითხები წარმოადგენდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

24 თებერვალი 2021, 18:56

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან შეწუხებული არიან, რომ სპეცოპერაციისას სისხლი არ დაიღვარა, გაშვებულ გაზზე და ერთხელ შესხმულ წიწაკის სპრეიზე აპელირებენ

დასავლელი პარტნიორების შეფასებები გასაკვირი არ არის. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ საკითხზე.აქ არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, რომ კანონის უზენაესობასთან ერთად, ყველაფერი მოახერხონ ასეთი დესტრუქციული ოპოზიციის ხელში, რომ ქვეყანაში არ განვითარდეს უმართავი პროცესები, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

24 თებერვალი 2021, 18:55

რეგიონი

გუდაური-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

შალვა პაპუაშვილი

24 თებერვალი 2021, 18:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ, ნათლად ითქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

დღეს გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ, ნათლად ითქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია ოფიციალურ ვაშინგტონთანაც და ევროკავშირთანაც.