21 თებერვალი 2021, 16:36 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა კიდევ სამმა საპარლამენტო კომიტეტმა გამოუცხადა

პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.

კენჭისყრაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 9 წევრი მონაწილეობა და 9-ვემ მხარდაჭრა გამოხატა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 9 წევრიდან 7 მომხრე იყო, 2 კი წინააღმდეგი. რაც შეეხება სოციალურ საკითხთა კომიტეტს - კენჭისყრის 9-ვე მონაწილემ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად შემუშავებული 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ წარუდგინეს.

დღესვე, 17:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაა დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგში ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვაა. სხდომაზე წარდგებიან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური.

20 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამასა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი 8 კომიტეტმა დაუჭირა.

პარლამენტში სულ 15 კომიტეტია. დღეს საკომიტეტო მოსმენები სრულდება, 22 თებერვალს კი, პლენარული სხდომა ჩატარდება და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

12 აგვისტო 2022, 17:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: პარტნიორული ურთიერთობა არის თანასწორუფლებიანობა, ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება და არა ის, რომ ქვეყანა თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში

ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა ვიცით ისეთი, როგორიც იყო აქამდე, თანასწორუფლებიანობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთუსაფრთხოების გაზიარება და არა ისე, რომ ქვეყანა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და სხვისი ინტერესების სასარგებლოდ აღმოჩნდეს საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა

ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:32

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მოთხოვნაზე: საქართველოს საკანონმდებლო სივრცე საცდელი ობიექტი არ უნდა იყოს - ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

„დავაყენეთ საკითხი, რომ სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს კორუფციის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაზე და ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვაზე კორუფციულ დანაშაულთა მიმართებაში. არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ამ სამუშაო ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ახლა უნდა მოვისმინოთ, რამდენად არგუმენტირებულია ეს, რამდენად უზრუნველყოფს ეს სწორედ კორუფციის პრევენციას და რეაგირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ირაკლი ქადაგიშვილი

12 აგვისტო 2022, 17:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპული რეკომენდაციების შესახებ ბევრ საკითხზე ჩვენი საკმაოდ დაახლოებულია

ევროპული რეკომენდაციების შესახებ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი [კონსულტაციებში მონაწილე მხარეები] ხედვები საკმაოდ დაახლოებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არცერთ შემთხვევაში ჩვენ ვინმეს დისკრედიტაციას არ ვცდილობთ

საქართველოს ხელისუფლება იყო და დღესაც არის იმ მდგომარეობაში, რომ არათანაბარი პირობებით უწევს ურთიერთობა, მაგალითად, აშშ-ის საელჩოსთან, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 17:18

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

„ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით“.

რატი ბრეგაძე

12 აგვისტო 2022, 17:16

სამართალი

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ პატიმარი სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ პატიმარი სოსო გოგაშვილი ოჯახის წევრებს ნამდვილად შეხვდა. მინისტრის განმარტებით, შეხვედრა კანონის დაცვით შედგა. ბრეგაძემ აღნიშნა ისიც, რომ გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება, მათ შორის, წახალისების მიზნითაც მისცეს.

ილია დარჩიაშვილი

12 აგვისტო 2022, 17:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის

სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 16:49

საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე 13-14 აგვისტოს მატარებლები შეცვლილი სქემით იმოძრავებენ. დეტალურად 🚇

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.

ილია დარჩიაშვილი

12 აგვისტო 2022, 16:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია

საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2022 წლის საგრანტო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და საქართველოში ICMPD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ზურაბ ყორღანაშვილმა.

ბექა ოდიშარია

12 აგვისტო 2022, 16:38

საზოგადოება

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა

„დიასპორა ეს არის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არის გამოწვევა, რადგან სოციალური მდგომარეობის, შეჭირვების გამო წასული არიან და უცხოეთში მოღვაწეობენ და მათ ჩვენი დროის გმირებს ვუწოდებთ, თუმცა ამ ადამიანებმა თავის წიაღში, თავის ოჯახში შვეს ახალი თაობები, ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაგროვებული ცოდნით და გამოცდილებით უნდა შექმნან ძლიერი საქართველო. მათ ელის საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ. მისი თქმით, აღნიშნული კონკურსი გაფართოვდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

12 აგვისტო 2022, 16:30

მსოფლიო

Johnson & Johnson-ი ტალკის ბაზაზე დამზადებული საბავშვო ფხვნილის გაყიდვას 2023 წლიდან შეწყვეტს

კომპანია Johnson & Johnson-ი ტალკის ბაზაზე დამზადებული საბავშვო ფხვნილის გაყიდვას მსოფლიოს მასშტაბით 2023 წლიდან შეწყვეტს. ამის მიზეზი, უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, მომხმარებელთა მხრიდან გახშირებული საჩივრები გახდა.

რატი ბრეგაძე

12 აგვისტო 2022, 16:28

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ

„მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

დიმიტრი მედვედევი

12 აგვისტო 2022, 16:27

მსოფლიო

დიმიტრი მედვედევი: არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი

რაკეტები და ჭურვები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორთან და რადიოაქტიური იზოტოპების შენახვის ადგილთან სულ უფრო ახლოს ეცემა. ამბობენ, რომ ეს შემთხვევით, უნებლიეთ ხდება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ევროკავშირშიც არის ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევითობები იქაც არის შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

12 აგვისტო 2022, 16:27

რეგიონი

ტურისტების დასახმარებლად, მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი მიემართება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან SOS შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს მაშველთა დახმარება სჭირდება.

12 აგვისტო 2022, 16:14

რეგიონი

ოთარ შამუგია აჯამეთის აღკვეთილში სოციალური პროგრამით დასაქმებულებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.

12 აგვისტო 2022, 16:06

სპორტი

თბილისის საკრებულოში ევრობასკეტის თასს უმასპინძლეს

„ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე’’ გაიმართება. ქართული ტურის ფარგლებში ევრობასკეტის საჩემპიონო თასი დედაქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვევა და საქართველო-ისრაელის ამხანაგურ მატჩსა და სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებზე იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 აგვისტო 2022, 15:58

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით 15 აგვისტოდან მოქალაქეს გარკვეულ ონლაინ აპლიკაციაზე შესვლა ერთი პაროლით შეეძლება

15 აგვისტოდან მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ, - ამის ეშსახებ აღნისნულია თბილისის მერიის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს.

12 აგვისტო 2022, 15:41

საზოგადოება

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში 464 ბენეფიციარია დასაქმებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქარაში, სოციალური დასაქმების პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ.

12 აგვისტო 2022, 15:37

რეგიონი

1-ელ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.