ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიაზე: რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა ინდულგენცია არ იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: IMEDI
მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ზოგიერთი შეიძლება გულწრფელად არის შეწუხებული, რომ აქ მიმდინარეობს რაღაც გამოძიება. რა თქმა უნდა, ისინი დეტალებს არ იცნობენ, არ იციან რეალური საფუძველი და შინაარსი ამ საქმეების, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2019 წლის ივნისში მმართველმა გუნდმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა.
„საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან - ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც სასამართლომ უკვე გამოაცხადა დამნაშავედ. კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რომელი პარტიის? რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ. ერთადერთი მოტივით - რომ რამენაირად ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ ვითარება იმგვარად, თითქოს ჩვენ ვდევნით პარტიის თავმჯდომარეს. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმი მოხდა 2019 წლის ივნისში. რატომღაც დაშავდა 80-ზე თუ 100-ზე მეტი პოლიციელი, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ზოგიერთმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სინანულით აღვნიშნო ეს ფაქტი. მაგრამ მეორე მხრივ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, შტურმის ორგანიზებით საკანონმდებლო ორგანოს აღების მცდელობასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც მაშინ მმართველ გუნდს საუბრები ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ დასვეს კითხვა, თუ როგორი რეაგირება მოჰყვებოდა აშშ-სა და ევროპაში მსგავს მცდელობებს და მაგალითად აშშ-ში, კაპიტოლიუმზე შტურმის მაგალითი მოიყვანა.
„ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა. ჩვენ ვერ გავცემთ ინდულგენციებს და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბის და რა თქმა უნდა, ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, არ იქნება კანონი, არ იქნება კონსტიტუცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 18:25
საზოგადოება
„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა
„ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სახელწოდებით მასშტაბურ ფესტივალს ახმეტამ უმასპინძლა.
14 ივნისი 2026, 18:24
მსოფლიო
Axios: აშშ და ირანი წინასწარ სამშვიდობო შეთანხმებას დისტანციურად მოაწერენ ხელს
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც უკვე არაერთხელ დააანონსა ირანთან გარიგების დადება, განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი 14 ივნისს მოეწერება. ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ კვირას არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ.
14 ივნისი 2026, 18:15
საზოგადოება
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი საქართველოს სახელით „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო ეტაპზე გაიგზავნება.
14 ივნისი 2026, 18:00
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში იმყოფება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
14 ივნისი 2026, 17:53
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე: მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია
მიზანი იყო ის, რომ მომხდარიყო ქართული სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაცია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 17:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მაგრამ მთავარია, რომ იყოს კანონის უზენაესობა და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.
14 ივნისი 2026, 17:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს.
14 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია
რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 17:21
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.
14 ივნისი 2026, 17:20
საზოგადოება
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, - ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს.
14 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
პროგნოზის მიხედვით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს
წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ელექტორატმა მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.
14 ივნისი 2026, 17:11
მსოფლიო
ბელფასტში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა
ბელფასტში რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმეს და ხელისუფლებას ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
14 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიის ოლქზეც. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.
14 ივნისი 2026, 16:20
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.
14 ივნისი 2026, 15:34
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
14 ივნისი 2026, 14:44
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
14 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.
14 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.
14 ივნისი 2026, 14:32
მსოფლიო
ბულგარეთში ყოველწლიური მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა
უკვე მეექვსედ, ბულგარეთში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა. სოფიის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა მიმართა, რომელმაც დედაქალაქში გამართულ „პრაიდ-მარშს“ პროტესტი გამოუცხადა და ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
14 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.


