დავით ზილფიმიანი: კარიდან გავისტუმრეთ იმდროინდელი ხელისუფლება, ახლა ფანჯრიდან გვიხტება
ფოტო: Facebook
„კარიდან გავისტუმრეთ იმდროინდელი ხელისუფლება, ახლა ფანჯრიდან გვიხტება“, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
„ძალიან მიხარია, რომ გხედავთ, თქვენც ბატონო მინისტრობის კანდიდატებო და თქვენც ბატონო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატო და თქვენც, ვისთან ერთადაც იმ ქარცეცხლიან დღეებში 2012 წელს თანამებრძოლები ვიყავით და ვაკეთებდით. რისთვის ვაკეთებდით ამას? როდესაც დაიწყო იმ საზარელი კადრების ჩვენება „ტვ-9“-მ, რომელსაც მაშინ მე ზუსტად ისე ვავრცელებდი, როგორც ნაციონალურ ტელევიზიებს, ყველას ერთნაირი კონტრაქტით, იმას, რასაც დღესაც ვაკეთებ, ადგნენ და დამარბიეს და პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ამ დარბევას.
ჩაჩეხეს, დალეწეს, გვცემეს, გამოგვტყიპეს. ზარალი დათვალეს იმდროინდელმა ექსპერტებმა, ისიც კაპიკები და მორჩა. იმის მერე დავდივარ კარდაკარ, ვის არ ვეკითხები კაცო, ეს საქმე ხომ უნდა მისულიყო სასამართლომდე? ქალბატონმა მაიამ, იმდროინდელმა თბილისის პროკურორმა თქვა, ბატონო დავით, მე ექვს თვეში დავამთავრე და უკვე ინკრიმინირებულები იყვნენ ადეიშვილი და ბეჟუაშვილიო, მთავარი მოქმედი ფიგურები, ხელი აქვს დადებული და ყველამ იცის ეს. რას იცავს ეს პროკურატურა, ბეჟუაშვილს, გამაგებინეთ ერთი? და საერთოდ, ეს ცხრა წელი, ცხრა წელი ერთი, ცხრა წელი მეორე, ეს სიცოცხლე რამდენი წლისგან შედგება. ბევრი მეკითხება, უი, ცხრა წელიაო „სტერეოს“ საქმე ჯერაც პროკურატურაშიაო. მე ეჭვები მიჩნდება კორუფციის. დიახ, თქვენ უნდა ამტკიცოთ ბატონო პროკურორებო, რომ არ ხართ კორუმპირებულები, რადგან ცხრა წელი თუ არ მოგაქვს, შენზეა უკვე მტკიცებულების ტვირთი.
რას ჰგავს ეს? კარიდან გავისტუმრეთ იმდროინდელი ხელისუფლება, ახლა ფანჯრიდან გვიხტება. ეს ის დავით ბეჟუაშვილია, ათეულობით ადამიანი რომ ჩახოცა შახტებში და ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელიაო, ვიდრე ინვესტიცია განახორციელოს ვენტილაციის. ვერ გავიგე, რატომ არ არის წითელი ცირკულარი ადეიშვილზე, რომელსაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 18:19
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ თელავში ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანება და „ოცნების“ ლანძღვა, მერე რა, რომ რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება ხდება
ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
12 ივლისი 2026, 18:17
სპორტი
სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სპორტის მინისტრი ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
12 ივლისი 2026, 18:11
სპორტი
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს.
12 ივლისი 2026, 18:10
სპორტი
მალთაყვის ტერიტორიაზე, ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე ორი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება
უდიდეს ინტერესს იწვევს 24-26 ივლისს ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი, რომელიც სამ დისციპლინაში, სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართება.
12 ივლისი 2026, 17:53
რეგიონი
რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.
12 ივლისი 2026, 17:45
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
12 ივლისი 2026, 17:22
რეგიონი
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
12 ივლისი 2026, 17:19
რეგიონი
დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 17:04
რეგიონი
რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო
თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
12 ივლისი 2026, 15:48
რეგიონი
რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას
სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 15:46
მსოფლიო
ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს
„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.
12 ივლისი 2026, 14:50
მსოფლიო
კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა
ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად კატარს მეთაურობს.
12 ივლისი 2026, 14:46
სპორტი
ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.
12 ივლისი 2026, 14:43
სპორტი
ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა
რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.
12 ივლისი 2026, 14:39
მსოფლიო
ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა
სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.
12 ივლისი 2026, 14:35
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.
12 ივლისი 2026, 14:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ
„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.
12 ივლისი 2026, 14:19
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.
12 ივლისი 2026, 14:17
რეგიონი
რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა
თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.
12 ივლისი 2026, 14:16
საზოგადოება
პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.


