22 თებერვალი 2021, 19:40 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: მისასალმებელია ეკონომიკის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან და ის რეგულაციები, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ტურისტების მიღების კუთხით ამოქმედდა

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

„სეზონიდან გამომდინარე დრო საკმაოდ შეზღუდულია, თუმცა, მინდა გთხოვოთ, თუ ვსაუბრობთ ზამთრის კურორტებზე, განვიხილოთ ერთიანი ფორმით, არა მხოლოდ სასტუმროების, არამედ საბაგიროების ამოქმედება, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად, თუნდაც მოკლე ვადით უმასპინძლოს შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარს“, - ამ თხოვნით უმრავლესობის წევრი მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

მარიამ ქვრივიშვილმა ზამთრის კურორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორის სახელით შევეხო რამდენიმე საკითხს. ჩემმა რამდენიმე კოლეგამ ამ მიმართულებით დაგისვათ კითხვა და ფრაქციის სხდომის ფარგლებში დაადასტურეთ მზაობა, განიხილოთ არსებული რეგულაციების შემსუბუქება, რაც მოგვცემს უსაფრთხოდ ამუშავების საკითხს, თუმცა გამოვიყენებ შესაძლებლობას და ტურიზმის ხელშეწყობის საკითხს უფრო ერთიანი და კომპლექსური ფორმით დავაყენებ.
გვესმის, სეზონიდან გამომდინარე დრო საკმაოდ შეზღუდულია, უბრალოდ მინდა გთხოვოთ, რომ თუ ვსაუბრობთ ზამთრის კურორტებზე, განვიხილოთ ერთიანი ფორმით, არა მხოლოდ სასტუმროების, არამედ საბაგიროების ამოქმედებაც, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვნად, თუნდაც მოკლე ვადით უმასპინძლოს, შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარს. საბაგიროების კონტექსტში ვფიქრობ, უფრო ნაკლები რისკია თავისი სპეციფიკიდან და იმ აღჭურვილობიდან გამომდინარე, რაც მოთხილამურეებს სჭირდებათ და მეორე - საბაგიროებს სახელმწიფო სიპი მართავს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით, ჩვენვე შევძლოთ აღსრულება და მონიტორინგი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა რესტორნების ფუნქციონირებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, ძალიან დაზარალდნენ. „მისასალმებელია, რომ გარე სივრცეში მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა უმასპინძლონ სტუმრებს, თუმცაღა გვესმის, რომ რთულია და ძალიან სჭირდებათ შიდა სივრცეში თუნდაც მკაცრი რეგულაციებით ფუნქციონირება“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს კერძო სექტორთან და ასევე ის რეგულაციები, რომელიც 1 თებერვლიდან ამოქმედდა ტურისტების მიღების კუთხით.


„და ბოლო საკითხი, რომელიც ბმაშია ამ ყველაფერთან ეს არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის საათი. თხოვნა არ ეხება სრულებით გადაწევას, ჩვენ გვესმის ის რისკები, თუმცა კომენდანტის საათის თუნდაც ერთი ან ორი საათით გადაწევა მისცემს კერძო სექტორს, თითოეულ რეგიონს და სოფელს იმის საშუალებას, რომ შიდა და საერთაშორისო ტურიზმისთვის, ეკონომიკური სარგებელი არა მხოლოდ ერთ ქალაქზე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით განვავრცოთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 01:01

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:12

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან

ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

ბილ ლი

17 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია

დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

16 აპრილი 2026, 23:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:21

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ

ფაქტია, რომ ეს რადიკალური ძალა შეეცდება გარკვეულწილად თავისი სახის წარმოჩენას. მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ და ბუნებრივია, შეეცდებიან გარკვეული, მათ შორის ასეთი ტრენინგების შედეგად მიღებული მოქმედებების განხორციელებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 23:04

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი შეთანხმებას მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის განიხილავს პაკისტანში გამგზავრებას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად, თუ აშშ და ირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:57

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ურანის გადაცემაზე დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა თავისი გამდიდრებული ურანის გადაცემას.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:48

მსოფლიო

ტრამპი: რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ამჟამად ირანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ამჟამად თეირანთან ურთიერთობის ახალი ეტაპი ფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპი: ირანს სურს შეთანხმების მიღწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად და იმ პირობების განსახილველად, რომლებზეც რამდენიმე თვის წინ უარს ამბობდა.

16 აპრილი 2026, 21:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას

საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

16 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომის პაპი ლეო XIV

16 აპრილი 2026, 21:42

მსოფლიო

რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე

რომის პაპმა ლეომ მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე და განაცხადა, რომ მსოფლიოს „ერთი მუჭა ტირანები ანადგურებენ“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 აპრილი 2026, 21:36

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.