მამუკა ხაზარაძე: რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი გამოსავალია
მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„დღეს მოხდა უპრეცედენტო რამ, გავრილოვის თემაზე აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს 40 000 ლარის გამო, როცა ამ შენობაში ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავენ და ამას უბრალოდ შეცდომას ეძახიან. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ. მინდა, მივმართო „ოცნების“ მხარდამჭერებს, ნუ მიჰყვებით ინერციას, არგუმენტი, რომ 9 წლის წინ ეს იყო და ასე შემდეგ, ჩემთვის აღარ მუშაობს, მე მინდა ვიყურო მომავალში, მინდა, ჩემს, თქვენს შვილებთან ერთად ახალი და ძლიერი საქართველო ავაშენო.
გადახედეთ, რა ხდება ქვეყანაში, ლუკმა-პურის საშოვნელად, ჩვენი თანამემამულეები, დღეში თითქმის 50 000 ადამიანი რიგში დგას, რომ ქვეყანა დატოვოს, ის ქვეყანა, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ მოიძებნება რესურსებით, ინტელექტუალური ძალით, ადამიანებით. რა დაგვემართა? დაგვემართა ის, რომ გადავყევით „ფეისბუქზე“ კლავიატურებით რაღაცების აკრეფას, ტელევიზორით ყურებას, ველოდებით, რომ კიდევ ვიღაცა მოვა და ის დაალაგებს სიტუაციას, დემოკრატიული სისტემა ნიშნავს, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ამ ქვეყნის პატრონი, იქნება ეს ქუჩა, უბანი, სოფელი, თუ ქალაქი.
ამიტომ, ეს მოძრაობა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. დღეს ჩვენთან არის მთელი თავისუფალი მსოფლიოს ყველა ცივილური ადამიანი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, მოვუწოდებ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და, დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ კრიზისიდან. თუ ამას დროზე არ მივაღწიეთ, ქვეყანაში ტანკები მონაგონი იქნება, ჩვენ მარტო 20 პროცენტი კი არ გვექნება ოკუპირებული, მენტალურად გვექნება დაკარგული საქართველო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 18:23
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილების პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
23 ივნისი 2026, 18:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები
ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 ივნისი 2026, 18:15
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს რეალობაა
„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.
23 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
პაატა სალია: ჩვენ ვხელმძღვანელობთ გარეო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა. უახლოეს პერიოდში საქართველოს კიდევ რამდენიმე იუსტიციის სახლი დაემატება
ჩვენ ვხელმძღვანელობთ გარეო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „დღის ქრონიკაში“.
23 ივნისი 2026, 18:11
პოლიტიკა
პაატა სალია: გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში დღეს გადმოგვეცა ჯილდო, რომელიც არის ნამდვილი აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროში ხორციელდება
„ღია ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა ჩვენი გამოცდილება, დანერგეს ის სერვისები, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს და სწორედ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის, ჩვენი რეფორმების აღიარება იყო ის სიგელი, რაც დღეს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ გადმოგვცა“, - განაცხადა მინისტრმა.
23 ივნისი 2026, 18:06
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერითა და საინვესტიციო კომპანია გალტ ენდ თაგარტის ჩართულობით, კომპანია ნუტრიმაქსმა, წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 18:05
პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.
23 ივნისი 2026, 18:03
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ევრობიუროკრატიამ ჩათვალა, რომ საქართველოში ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში მათი გადასაწყვეტია. აქ მოხდა გზების გაყრა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა არა ამ დირექტივით, არამედ თავიანთი ნებით იმოქმედეს და არ აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც თანახმა იქნებოდა ნებისმიერი დირექტივის შესრულებაზე
ერთი, რაც ამ დამოკიდებულებას ლაიტმოტივად გასდევს არის ის, რომ ისინი ულტიმატუმის ენით საუბრობენ საქართველოსთან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
23 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.
23 ივნისი 2026, 17:51
პოლიტიკა
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის თემატურ სესიაზე ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე იმსჯელეს
ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის, ციფრული იდენტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე ისაუბრეს.
23 ივნისი 2026, 17:48
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე არ მიიწვიეს
პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ქალაქ გდანსკში უკრაინის აღდგენის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე არ მიიწვიეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 17:41
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
23 ივნისი 2026, 17:34
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორებს შეხვდა
„საქართველოს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიიდან“ გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები აქვს და სწორედ ამ საკითხებზე იყო დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი. ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა საქართველოში რეგიონალიზმის და განსაკუთრებით, თვითმმართველობის განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 ივნისი 2026, 17:29
მსოფლიო
მედია: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო გაბედულად იმოქმედოს
უკრაინა ახლა ფიქრობს, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა მოპოვება შეძლო, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 17:27
პოლიტიკა
პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტისა და გამოყენების სამართლებრივი რეგულირების მიმართულებით.
23 ივნისი 2026, 17:15
პოლიტიკა
მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
23 ივნისი 2026, 17:12
საზოგადოება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: პატარა ინგუში გმირის ტრაგედია, სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს და თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის მშობლებს, ოჯახსა და სრულიად ინგუშეთს.
23 ივნისი 2026, 17:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: მისასალმებელია, რომ, როგორც იქნა, ბრიუსელმა რუკას დახედა. ხოდა, იქ რა რეალობაც დახვდა, იმას ვერ გაექცევა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს და სწორედ შუა დერეფნის მეშვეობით ევროკავშირს შეუძლია, საკუთარი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გახადოს.
23 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
ტრამპი: დავთანხმდი, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და საზღვაო ბლოკადა აღარ დაწესდეს. თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე რჩება იმ შემთხვევისთვის, თუ ბლოკადის აღდგენა საჭირო გახდება, რაც ამ ეტაპზე ძალიან ნაკლებად სავარაუდოა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა გადაწყვიტა.
23 ივნისი 2026, 16:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ სდსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა: თქვენ ხართ იმ სამსახურის წარმომადგენლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნდობასა და ერთგულებასთან, გულწრფელი მადლობა პროფესიონალიზმისა და უღალატობისთვის, ქართული სახელმწიფო ყოველთვის ვალდებული იქნება, განსაკუთრებულად დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა და გამბედაობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.


