მიხეილ სააკაშვილი: ახლა მთავარია ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა
მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: shutterstock.com
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ახლა მთელ საქართველოში მობილიზაცია და შეტევაა საჭირო.
„დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში! ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა! ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე!“ - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 10:59
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს. ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს
ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს. ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
22 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის. სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაჰბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და მიხეო სააკაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება.
22 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
22 ივნისი 2026, 10:54
სპორტი
კაბო-ვერდემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები გაიტანა და კიდევ ერთი ქულა მოიპოვა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ჯგუფში H ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ესპანეთმა საუდის არაბეთი ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ამავე ჯგუფში მუნდიალის სენსაციამ, კაბო ვერდეს ნაკრებმა ურუგვაისთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ეს გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლები იყო. წინა ტურში ესპანეთთან ნულოვანი ფრის შემდეგ ტურნირის დებიუტანტ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი რჩება.
22 ივნისი 2026, 10:33
ტაბლოიდი
ბრაზილიაში ჰაკერებმა თავდაცვის სამინისტროს სახელით მოქალაქეებს უცხოპლანეტელების თავდასხმის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნეს👽
მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები ჰაკერული თავდასხმის შედეგია, რომლებიც გარე პირებმა სისტემის უსაფრთხოების დარღვევის შემდეგ გააგზავნეს. უწყების განმარტებით, ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამოქალაქო დაცვისა და თავდაცვის ეროვნული სამდივნო ფედერალურ პოლიციას მიმართავს.
22 ივნისი 2026, 10:30
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
22 ივნისი 2026, 10:17
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
22 ივნისი 2026, 10:17
რეგიონი
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
22 ივნისი 2026, 10:17
ტექნოლოგიები
Qantas-ი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისის შესრულებას 2027 წლიდან დაიწყებს✈️
ეს მარშრუტი, რომლის სიგრძეც 16 ათას კილომეტრზე მეტია, ყველაზე გრძელი გახდება რეგულარულ სამგზავრო რეისებს შორის. ამჟამად ამ ქალაქებს შორის ფრენას, გადაჯდომის ჩათვლით (ყველაზე ხშირად სინგაპურში), დაახლოებით ერთი დღე სჭირდება.
22 ივნისი 2026, 10:15
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 10:15
სამართალი
სამართალდამცველებმა თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
22 ივნისი 2026, 09:49
რეგიონი
„ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ – ComCom-მა წალენჯიხაში ახალი მოდულებით ტრენინგები ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წალენჯიხაში, განათლების რესურსცენტრსა და ჯვარის კოლეჯ „ლაკადაში“, ახალი ტრენინგ-მოდულებით სემინარები ჩაატარა.
22 ივნისი 2026, 09:49
მსოფლიო
აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტეში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად „კავშირის არხის“ შექმნაზე შეთანხმდნენ
მათი განმარტებით, ეს მექანიზმი იქმნება „ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, კომერციული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფის მიზნით“. მან უნდა იმოქმედოს საბოლოო შეთანხმების ხელმოწერამდე, ანუ 60 დღის განმავლობაში, ან უფრო მეტხანს, თუ შეთანხმების მიღწევის ვადა მხარეთა თანხმობით გახანგრძლივდება.
22 ივნისი 2026, 09:34
მსოფლიო
CNN: ირანში ომი პენტაგონს დაახლოებით $40 მილიარდი დაუჯდა
ტელეარხის ცნობით, ეს ციფრი მოიცავს საბრძოლო მასალის, განადგურებული ტექნიკისა და სამხედრო ბაზებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს. თუმცა, მასში არ შედის საოპერაციო ხარჯები, რომლებიც სამინისტროს 2026 ფისკალური წლის ბიუჯეტში უკვე იყო გათვალისწინებული და 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
22 ივნისი 2026, 09:16
მსოფლიო
„ჰეზბოლას“ ლიდერი: ისრაელი ლიბანში ვერ დარჩება. ჩვენ თავს დავიცავთ
„ისრაელი ლიბანში ვერ დარჩება. ჩვენ თავს დავიცავთ. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მის დარღვევას არ დავუშვებთ. ისრაელის მხრიდან ნებისმიერ დარღვევას აღვკვეთთ და ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ“, - აღნიშნა მან.
22 ივნისი 2026, 09:11
პოლიტიკა
ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა, მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
22 ივნისი 2026, 09:07
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ მივცემთ
„ვფიცავ, რომ ისრაელის სახელმწიფო ჩვენი ხალხისთვის ისტორიის ხანმოკლე ეპიზოდი არ იქნება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. ლიბანის სამხრეთით, უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც ჩრდილოეთით მოსახლეობის დაცვისთვის იქნება საჭირო. რაც შეეხება ირანს, პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, სანამ მე ისრაელის პრემიერ- მინისტრი ვიქნები, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადხა ნეთანიაჰუმ.
22 ივნისი 2026, 09:02
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი თანამდებობიდან გადადგება. მან სრული კრახი განიცადა ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში
დიდი ბრიტანეთის პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობას შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სტარმერი გადადგება, რადგანაც, ტრამპის აზრით, მან კრახი განიცადა.
22 ივნისი 2026, 08:56
საზოგადოება
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ დასრულდა
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ დასრულდა. პროგრამა მრავალფეროვანი იყო. ორი დღის განმავლობაში გაიმართა კონცერტები, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს საოცრებათა მოედანზე ლაუნჯ-სივრცეები, ღია კაფე-ბარები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.
22 ივნისი 2026, 08:54
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ამერიკელების მუქარას სერიოზულად საერთოდ არ აღვიქვამთ. უმჯობესია, სიტყვები ფრთხილად შეარჩიონ
ტრამპის გაფრთხილებას ირანის მომლაპარაკებელი ბაღერ ღალიბაფი გამოეხმაურა. მისი თქმით, ირანის არმია მზად არის საჭიროების შემთხვევაში საპასუხო რეაგირებისთვის.


