imedi /  24 თებერვალი 2021, 12:44 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიაზე: სხვა განვითარებულ ქვეყნებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე არ იქცევიან

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, ეს რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი იქნება. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია. გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, ეს რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი იქნება. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ასე უხეშად და თავხედურად რომ არ იწვევდნენ კანონს, საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება“, - აცხადებს სამხარაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. 22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

ყველა სიახლე

უოლტერ მონდეილი

20 აპრილი 2021, 10:26

მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, უოლტერ მონდეილი 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ზუგდიდის ქუჩა

20 აპრილი 2021, 10:25

რეგიონი

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ზუგდიდის სარეაბილიტაციო ქუჩები იმდენად ამორტიზებული იყო, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობდა საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნიდა როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება. პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. რაც ამ ქალაქის მასშტაბით უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროისა და ხარჯის შემცირებას უზრუნველყოფს.

თამარ ტალიაშვილი

20 აპრილი 2021, 10:22

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაზე „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს, ასამბლეამ რეზოლუციაზე - „ახალგაზრდობა და მედია მოტივაცია“ მომხსენებლად აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 10:11

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ე. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 აპრილი 2021, 10:10

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 9 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი გარდაიცვალა.

ელენე ხოშტარია

20 აპრილი 2021, 10:08

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია სალომე სამადაშვილზე: არასდროს მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა

„სალომე სამადაშვილის პოზიცია (ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთგულება საკუთარი პოზიციის მიმართ“, – წერს ელენე ხოშტარია.

20 აპრილი 2021, 10:06

რეგიონი

იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

20 აპრილი 2021, 10:05

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 375 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 35 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 607 ადამიანი კი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 10:01

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 259 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 259 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 761 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი ვაშაძე

20 აპრილი 2021, 09:57

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: „ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების ავტორები, ძალიან მაინტერესებს

„ნაცმოძრაობა“ რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს“, - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

20 აპრილი 2021, 09:44

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს

„ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული ურთიერთობის გამო, რამდენიმე წევრი პარტიიდან გარიცხეს.

20 აპრილი 2021, 09:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 აპრილს ქუთაისში მცირე ნალექი და +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +26 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სალომე სამადაშვილი

20 აპრილი 2021, 09:18

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა - მომავალში მიხვდება

სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს. პოლიტიკოსის თქმით, უხარია. რომ მისი გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა მოიწონა.

კურტ ვოლკერი

20 აპრილი 2021, 09:07

პოლიტიკა

კურტ ვოლკერი: ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან

„ევროკავშირი-აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის კრიზისის გადასალახად. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. ცხადია, გასაკეთებელი მეტია, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება“, - წერს ვოლკერი „ტვიტერზე“.

20 აპრილი 2021, 08:47

COVID19

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დანართის თანახმად, იტალიის ტერიტორიაზე შემსვლელებმა და იტალიიდან დაბრუნების მსურველებმა ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენური სავალდებულო ტესტირება უნდა წარადგინონ.

20 აპრილი 2021, 08:24

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გააფორმა

ჯანდაცვის სამინისტრომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერით ინიცირებული პროექტების გაძლიერებას ითვალისწინებს.

20 აპრილი 2021, 08:16

პოლიტიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე სესიის ოფიციალური გახსნითი ნაწილი დღეს გაიმართება

მთავარ თემაზე სპიკერების გამოსვლის შემდეგ გაიმართება დებატები ასამბლეის წევრების მონაწილეობით. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ევროპარლამენტის 60 წევრის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან შედგება.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 08:02

პოლიტიკა

დღეს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა

„მე ახლა ბრიუსელში ვიმყოფები, თუმცა ჩემი გული საქართველოშია“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოდის, რათა შეხვდეს პოლიტიკურ პარტიებს და მათთან ერთად განიხილოს ის საკითხები, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა განმტკიცდეს.

20 აპრილი 2021, 07:32

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო

20 აპრილი 2021, 01:38

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხარისგან. უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.